ზოგი პოულობს და ზოგი კარგავს, და უწოდებენ ცხოვრებას ფარგალს, გასცემ და იღებ, ტრიალებ წრეზე, შენი ნარგავი, არავის არ გავს, ფეთქავ ვით გული, და ყოველ მხარეს, ხარ დაკარგული ჰორიზონტივით, გარემო მტრული და მეგობრული- დუალისტური არქიმოტივი, სად ხარ და როდის? რატომ და როგორ? ბოლოს და ბოლოს ვინ ხარ ან რა ხარ? ირეკლავს სარკე ცხოვრების მომგონს, და ცრემლი ერწყმის ყოველთა ხარხარს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|