ნინო დარბაისელი
მოდის, არც მოდის... - - - - - (ეტიუდი)
ისმის, არც ისმის; დგას და არცა დგას; მოდის, არც მოდის... რით უსაშველოს თავს საცოდავს, გაიგებს როდის? ვიღას მიენდოს, საბედისწერო თუა მინდობა, როცა იბრძვიან ამინდი და უამინდობა? ამოყრილ ყვავილს ქარიშხალთა ფრთებით ეკვეთა კვნესა და რისხვა, იმედი და სასოწარკვეთა. არეულია, ვერ გაუგია სათქმელი რა აქვს, როცა არც იცის, მკერდქვეშ ახალი სიცოცხლე დააქვს თუ ეჭვებია ანდა შიში დაუურველი მრავლის ნანატრის, მისთვის - ნაყოფის არსასურველის. რა ქნას - იყუჩოს თუ გადალახოს გადასალახი, ყინვაში - სიცხე, არეული თოვლში - ტალახი? სისხლის მომჟაო გემო მოსდევს მოკვნეტილ ტუჩებს. იმედს რა მოკლავს ან ტკივილებს რა გაუყუჩებს! დააქვს სიცოცხლე, თანაც ცოცხლად დამარხულია ჯერ კიდევ ბავშვი ნაადრევად დაქალებული. ნეტა სადაა გზა - მოსანახი? შეულახავი- შელახულია, დანახულია - არდასანახი, არგასალახიც - გალახულია... აი, ასეთი, მრავალში - ერთი, თან - ერთადერთი, ჰო, შეცდენილი ქალწულივით გაზაფხულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი შესრულებაა. კარგი შესრულებაა.
6. ყოჩაღ! ეს უკვე რაღაცას გავს. 4 ყოჩაღ! ეს უკვე რაღაცას გავს. 4
5. ნინო, ლაშა , მზია, მადლობა. ამ ბოლო დროს ლექსში ზეპირმეტყველებითი ფრაზეოლოგიის გამოყენებით მეტად დავინტერესდი. ადრეც მიმიმართავს ამ ხერხისთვის, როცა დამჭირებია, მაგრამ ჩემი პოეტური ფრაზები ძირითადად, ჩემმიერვე კონსტრუირებული იყო, რაც, როგორც შეუნიშნავთ კიდეც, ჩემს ლექსების ერთ წყებას “არარსებული ორიგინალიდან თარგმანის” იერს აძლევდა. ზეპირმეტყველებითი ფრაზეოლოგიის ლექსში გამოყენების მხრივ, საინტერესოა უპირველესად, ბოლო პერიოდის გალაკტიონი, მურმან ლებანიძე, სხვებიც, მუხრან მაჭავარიანი - ხომ არის და არის! სულ პირველად ვინ მეგულება?! ბარათაშვილი “” ღამე ყაბახზედ’, თუ დაბლა ჩავუყვებით, გურამიშვილთანაც საყურადღებო რამეებია.
ნინო, ლაშა , მზია, მადლობა. ამ ბოლო დროს ლექსში ზეპირმეტყველებითი ფრაზეოლოგიის გამოყენებით მეტად დავინტერესდი. ადრეც მიმიმართავს ამ ხერხისთვის, როცა დამჭირებია, მაგრამ ჩემი პოეტური ფრაზები ძირითადად, ჩემმიერვე კონსტრუირებული იყო, რაც, როგორც შეუნიშნავთ კიდეც, ჩემს ლექსების ერთ წყებას “არარსებული ორიგინალიდან თარგმანის” იერს აძლევდა. ზეპირმეტყველებითი ფრაზეოლოგიის ლექსში გამოყენების მხრივ, საინტერესოა უპირველესად, ბოლო პერიოდის გალაკტიონი, მურმან ლებანიძე, სხვებიც, მუხრან მაჭავარიანი - ხომ არის და არის! სულ პირველად ვინ მეგულება?! ბარათაშვილი “” ღამე ყაბახზედ’, თუ დაბლა ჩავუყვებით, გურამიშვილთანაც საყურადღებო რამეებია.
4. რამდენ ქალს დააქვს ასეთი გულისტკივილი, ვინ იცის.
რამდენ ქალს დააქვს ასეთი გულისტკივილი, ვინ იცის.
3. ჰამლეტი გამახსენდა , ყოფნა არ ყოფნა .
++ ჰამლეტი გამახსენდა , ყოფნა არ ყოფნა .
++
2. ძალაინ კარგად იკითხება ...საინტერესო შედარებებია... +2 წარმატებას გისურვებთ ! ძალაინ კარგად იკითხება ...საინტერესო შედარებებია... +2 წარმატებას გისურვებთ !
1. ძალაინ კარგად იკითხება ...საინტერესო შედარებებია... +2 წარმატებას გისურვებთ ! ძალაინ კარგად იკითხება ...საინტერესო შედარებებია... +2 წარმატებას გისურვებთ !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|