ემილი დიკინსონი - გამტანჯველია უფრო სიცოცხლე (335)
გამტანჯველია უფრო სიცოცხლე ვიდრე სიკვდილი, ვიდრე საფლავი და გაცილებით აგვაწიოკებს, ვიდრე კარს მიღმა თავშესაფარი -
გადამფრენ ჩიტთა თბილი სამხრეთი, სადაც სუსხს და თოშს აირიდებენ, ხოლო ცოცხლები ვგავართ ჩარჩენილ, ზამთრის პირისპირ დამდგარ ფრინველებს -
მოკანკალეებს ახლოს საბძლების, დამადლებული პურის მსანსლავებს, ვიდრე თოვლ-ქარბუქს შევებრალებით და დაგვითანხმებს სახლში წასვლაზე.
16 ივნისი, სულთმოფენობა, 2019 წ.
Emily Dickinson - \'Tis not that Dying hurts us so (335)
\'Tis not that Dying hurts us so — \'Tis Living — hurts us more — But Dying — is a different way — A Kind behind the Door —
The Southern Custom — of the Bird — That ere the Frosts are due — Accepts a better Latitude — We — are the Birds — that stay.
The Shiverers round Farmers\' doors — For whose reluctant Crumb — We stipulate — till pitying Snows Persuade our Feathers Home.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|