 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 18 ივნისი, 2019 |
დღეს შემთხვევით იმ ქუჩაზე მოვხვდი... უნებლიეთ ავუყევი აღმართს... ბილიკს სუნთქვა შერჩენოდა ნორჩი და ნაბიჯიც პირველ კანკალს ჰგავდა. გულმა რაღაც ძველებური იგრძნო, თითქოს ისევ სადღაც იყავ, იქვე... სივრცე იყო ისევ ისე ვიწრო შეკუმშული სურვილივით მყიფე. ამიყოლა ნერვებმა და ჟინმა უცნაურმა ამიტანა წერამ კვლავ ამენთე სახვალიო სხივად მაგრამ...ვეღარ დაგიტიე ჩემად, შემეშინდა შენი ახლად პოვნის... შემეშინდა ხელახალი განცდის და ვინატრე ყოფილიყო ჭორი ეს სურნელი...მაშინდელის მსგავსი! შ ე მ ე შ ი ნ დ ა... ................. გახსოვს ღამე იისფერი ზეცით, ეკლესიის სვეტებს ჩრდილს რომ სცემდა? იმ ტაძრიდან ჩვენი წილი ღმერთი ბედის დღიურს თურმე მკრთალად წერდა. გახსოვს ეზო, მდუმარებით მთვრალი ჩვენც რა უხმოთ გავიარეთ ერთად? სანთლებიდან აფრენილი ალით ატანილი ოცნებები ღმერთთან?.. მერე იყო აპრილი და მარტი, ფერად ვნებებს სიგიჟეც თან ახლდა... და არ მახსოვს დამფანტავი დარდი ჩვენს გრძნობებში როდის, როდის გაჩნდა?.. .............. დღეს შემთხვევით იმ ქუჩაზე მოვხვდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|