ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2019


...

მე დავხატე სურათი და იმ ნახატში
საგანგაშოდ გიკვეთს თეძოს კაბა ვიწრო,
ვნება ანცობს შენი ტანის ნაზ ფარფატში
და უცოდველს \"ცოდვიანი\" გაზის სიტკბო.
გაშლილი თმა ყელზე მსუბუქ გზნებად გეკვრის,
ირონია ცვრად დაგიდის გახსნილ ბაგეს
და ნებაზე მიშვებული ერთი წვეთით
მართლაც ჩანხარ გულუბრყვილო დამნაშავედ..
თუმცა ბრალი ჩემი არის მაინც მეტი,
ანდაც ფუნჯის... სიგიჟე რომ დაიჟინა,
მე მინდოდა დამეხატე, როგორც ღმერთი,
ამ სურათით სალოცავი გამეჩინა.
მინდოდა და ვაპირებდი კიდეც ასე
ჩვეულებრივ, სადა სუნთქვა დამეფანტა,
მაგრამ ფიქრმა უჩვეულო ვნებით სავსემ
მოთმინების ყველა ძაფი დამიხარჯა
და.....
..................
სულ \"შემთხვევით\" შეგწყდა მერე მკერდთან ღილი...
მახსოვს ყველა საღებავი დაშრა უცებ
და შემორჩი ასე ოდნავ შერცხვენილი
ტილოს მზერაარეული... სურვილმსუყე...
შენ მაშინ თქვი სურათს ბევრი აქვსო ნაკლი,
მაგრამ...პულსი გიშიფრავდა ტყუილს კარგო,
შენ მოგწონდა ასე \"შიშვლად\" რომ მიყვარდი
და რომ მჭირდა სიყვარული შენი სარგო!..
....
მე დავხატე სურათი და იმ ნახატში
შენ უცოდველს \"ცოდვიანი\" გაჩნდა  სითბო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები