ემილი დიკინსონი - ის წარმატებას ისევ შენატრის (67)
ის წარმატებას ისევ შენატრის, ვერ წარემატა ვინაც მანამდე, რათა შეიცნოს სასამ ნექტარი, საჭიროება უნდა გააჩნდეს!
ვერ გამოხატავს როსმე მხედარი, ძოწითმოსილი, ბაირახტარი, ტრიუმფის შემსწრე და შემხედავი, გამარჯვების არსს მისი ნათქვამით
ისე გარკვევით, ვით ნალახტარი, სულთმობრძავი და ძალაგაცლილი, რომლის სუსტ სმენას სწვდება ნაღარის შორეული ხმა, ძლევის ძახილი.
23 ივნისი, 2019 წ.
Emily Dickinson - Success is counted sweetest (67)
Success is counted sweetest By those who ne\'er succeed. To comprehend a nectar Requires sorest need.
Not one of all the purple Host Who took the Flag today Can tell the definition So clear of victory
As he defeated – dying – On whose forbidden ear The distant strains of triumph Burst agonized and clear!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|