ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2019


საათი

თითქოს სირბილით - ციფერბლატზე - წვრილმა ისარმა
ჩაიწიკწიკა ოცდაათი; სამოცისაკენ
გადაიხარა და შეუდგა წამზომის აღმართს,
ზევით მიმავალს, ვით მთამსვლელთა საძმო - მთისაკენ.

ამის შემყურე ოდნავ მსხვილი გრძელი ისარი,
ერთი ნაბიჯით გვერდზე გადგა, მისთვის, ეულად.
მოკლე იასრს კი მოძრაობა ვერავითარი
ვერც კი შევატყვე, რადგან თითქოს არც განძრეულა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები