ნინო დარბაისელი
კაკაო - - - (ციკლიდან: ეტიუდები)
ჩემს სიყვარულზე ვყვები ხმამაღლა, გემუდარები, არ შემაკავო, ახლა ნეტავი რა ეტაკაო, ასე რამ აალაპარაკაო! თუმც ურჩევნია ზოგს წიწაკაო, მე - არა ფია, არცა ფაფაო, არა ძეძე და არცა ბაბაო, არცა ჩიჩი და არცა კაკაო, თავდავიწყებით მიყვარს და მიყვარს ტკბილი, რძიანი, თბილი კაკაო.
ვინც სვა კაკაო, ტკბილი კაკაო, ყელში სიამით ირაკრაკაო, ვინც სვა კაკაო, თბილი კაკაო, მან აღმართები გაივაკაო, ვინც სვა კაკაო, ტკბილი კაკაო, წარმოსახვები აქანდაკაო, ვინც სვა კაკაო, თბილი კაკაო, მას მტერი ვერ ეავაზაკაო, ვინც სვა კაკაო, ტკბილი კაკაო, მისი დიდება აარაკაო, ვინც სვა კაკაო, თბილი კაკაო, ეს ყოფა გაიაგარაკაო. მიკვირს, არა აქვთ თავგადაკლულებს კაკაოსათვის დაკა-დაკაო.
ვიცი, რა სიტყვაც მოგადგათ პირზე, ამ ნინომ ტვინი გაგვიმაკაო... ან უარესი, მთლად უარესი, დარბაისელმა გაგვი... “ტრამალები დუმან, შენი საქმით განაკვირები.”
“კა - ეგვიპტური მითოლოგიიის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი არსობის სული, რომელიც ყოველ ადამიანთან ერთად იბადება და მისი ორეულის სახით ცხოვრობს ამქვეყნად.”
კი, კი, ასეა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. უნდა შევიყვარო კაკაო :) ცივი რძე კი მირჩევია :) უნდა შევიყვარო კაკაო :) ცივი რძე კი მირჩევია :)
5. ოდა კაკაოს, მე ყველაფერი მიყვარს სადაც კაკაო ურევია)) ოდა კაკაოს, მე ყველაფერი მიყვარს სადაც კაკაო ურევია))
4. მადლობა, მუხა! რასაც ეტიუდი აწერია, ჩემთვის - თხზვის სავარჯიშოებია, მკითხველებისთვის - -გასართობები. ერთჯერადი რამეები. ესენი რომ არ ვწერო საინტერესო ლექსებშუა, “კალამი დამიბლაგვდება”. ახლა დროის ლიმიტი ს გასვლას ველოდები. შედარებით საინტერესო რაღაც უნდა დავდო. ისიც დიდი არაფერია, მაგრამ არც - ერთჯერადი. არც რაიმე ტექნიკური სიახლითაა ყურადღების მისაპყრობი. დავარქვათ ორჯერადი. მადლობა, მუხა! რასაც ეტიუდი აწერია, ჩემთვის - თხზვის სავარჯიშოებია, მკითხველებისთვის - -გასართობები. ერთჯერადი რამეები. ესენი რომ არ ვწერო საინტერესო ლექსებშუა, “კალამი დამიბლაგვდება”. ახლა დროის ლიმიტი ს გასვლას ველოდები. შედარებით საინტერესო რაღაც უნდა დავდო. ისიც დიდი არაფერია, მაგრამ არც - ერთჯერადი. არც რაიმე ტექნიკური სიახლითაა ყურადღების მისაპყრობი. დავარქვათ ორჯერადი.
3. კარგი ნინო, მიკვარხარ ძალიან, მარა კაკაო-სი რა მოგახსენო. კარგი ნინო, მიკვარხარ ძალიან, მარა კაკაო-სი რა მოგახსენო.
2. მადლობა, მზია! ასეთ რაღაცეებს ძირითადად ხანგრძლივი მგზავრობისას, ან სადმე, მოსაცდელში ვწერ, მოწყენილობის გასაფანტად. მოვიფიქრებ რაიმე სავარჯიშოს, ავირჩევ შემთხვევით თემას , როგორც ახლა, როცა ჩემ წინ კაკაოს ჩამოსასხმელი ავტომატი დავინახე და მიდიიი.... მადლობა, მზია! ასეთ რაღაცეებს ძირითადად ხანგრძლივი მგზავრობისას, ან სადმე, მოსაცდელში ვწერ, მოწყენილობის გასაფანტად. მოვიფიქრებ რაიმე სავარჯიშოს, ავირჩევ შემთხვევით თემას , როგორც ახლა, როცა ჩემ წინ კაკაოს ჩამოსასხმელი ავტომატი დავინახე და მიდიიი....
1. მომანატრეთ კაკაო რძით :)))
მომანატრეთ კაკაო რძით :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|