ემილი დიკინსონი - ნათლის ირიბი სხივი (228)
ნათლის ირიბი სხივი ნაშუადღევზე ზამთრის, გვთრგუნავს ჰანგების ტვირთით კათედრალური ტაძრის.
მოგვწყლავს ზეციურ წყლულით, გვადებს უხილავ ნაჭდევს - სულში ღრმად მიჩქმალულის განსხვავებას ვერ ვამჩნევთ.
არავის ძალუძს ახსნას სასოწარკვეთის ლუქი, უზეშთაესი ტანჯვა - შობილი ციურ შუქით.
მოსვლისას სამარეა - სუნთქვას შეიკრავს ლანდიც; სიკვდილის გულგრილ მზერას მიაგავს, როცა გადის.
13 ივლისი, სვეტიცხოვლობა, 2019 წ.
Emily Dickinson - There\'s a certain slant of light (258) There’s a certain Slant of light, Winter Afternoons — That oppresses, like the Heft Of Cathedral Tunes —
Heavenly Hurt, it gives us — We can find no scar, But internal difference — Where the Meanings, are —
None may teach it — Any — ’Tis the Seal Despair — An imperial affliction Sent us of the Air —
When it comes, the Landscape listens — Shadows — hold their breath — When it goes, ’tis like the Distance On the look of Death —
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|