ფიქრნო! თქვენ ჩემი სიმარტოვის, ლაღი წარსულის ნუგეში ხართ, ხან გულის გათბობამდე მეფერებით, ხან კი უცხოსავით უხეშნი ხართ!
არა და როგორ მინდა დავიწყება, არა და ისევ მინდა დაგიბრუნო... ხან და ხან ატმისფერი დაიწნება... ხან და ხან ისევ ისე თაიგულობს.
როცა ვხარობ, თან მომავლის ქარტეხილი, გულს მიკაწრავს შეცდომებზე დაფიქრებით. ჩუმად მიხმობს გრძნობა თავზე დატეხილი, სიმარტოვე მითრევს, მაგრამ ვერ ვნებდები.
გავა ხანი, წარმავალი კვალი ქრება, რუდუნებით დააჩნდება ფერფლად ქუჩებს... ვინმე გოგო ისევ ჩუმი დარდით კვდება, ვინმე ვაჟს კი იგივ დარდი დაამუნჯებს.