 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2019 |
თმაქარიანო, თვალავდარო, მზეჭორფლიანო, შენი სურნელი მუდამ მდევდეს, სურვილიც, შენი გულისტკივილი, გულისწყვეტა, გულსისხლძარღვები,
ავი სიზმრებით გაგვეღვიძოს, ტანოფლიანებს,
დათესო ფესვი მდუმარების, ბნელი არხების, ისიდასდარო ოქროს ფრთები ხელში ჩაგეფშვნეს, აღმართზე მყოფის, მუხლბზარებით და მძიმე ქშენით,
ელვად მოხვიდე, შეგისუნთქო, მეხამრიდივით,
წვიმდეს, შარა-გზის მტვრად ავარდე, ჩიტნაფეხურად, ბურუსში მხვევდე, თბილი მიწის სუნით შემბორკო, სურო გაგდევდეს მკლავხორკლიანს, ნისლი გეხუროს,
დამჭრა გულ- მკერდში სასიკვდილოდ, მაგრამ ვერ მომკლა,
დამასაფლავო შენს წიაღში, ვნებით დამტბორო, სავსე მტევნებით ღვინო მასვა, მკერდით შარბათი, გახშირებული სუნთქვის ტალღებს ამომაყოლო,
დავკარგო თავი ძველი სახლის მისამართივით,
მთადმყო სილურჯის მდინარეო, მრავალწახნაგო, გამალღვო ყინვის პირველსიტყვა, დამდო სათავე, საზღვრად მაქციო, ცისარტყელის, ვერ გადამლახო,
დატოვო ჩემში, რაც გებადოს თავისთავადი, სახადად გეყო, შეგეყარო, ვერ მომიხადო, ასჯერ დამეხსნა რომ ათასად დაგაავადო,
გზაგამრუდეო, თვალწყლიანო, ვნებადამცხრალო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რა საინტერესოა. ამდენი წელია ამ საიტზე ვარ და ამ სტაჟიან ავტორს პირველად ვკითხულობ. ინტელექტუალი პოეტების კლასტერს ჰგავს . სხვებსაც წავიკითხავ. ++ რა საინტერესოა. ამდენი წელია ამ საიტზე ვარ და ამ სტაჟიან ავტორს პირველად ვკითხულობ. ინტელექტუალი პოეტების კლასტერს ჰგავს . სხვებსაც წავიკითხავ. ++
6. რომ მიეჩვევით აღარ დაიღლებით ასე ადვილად :) რომ მიეჩვევით აღარ დაიღლებით ასე ადვილად :)
5. ეპითეტებიიიიი , ცოტა თვალპირტვინდამღლელია ეპითეტებიიიიი , ცოტა თვალპირტვინდამღლელია
4. შეიძლება ეგრემც იყოს :) შეიძლება ეგრემც იყოს :)
3. რა ძალიან კარგია რა ძალიან კარგია
2. კიდევ უფრო მრავალფეროვნადაც შემიძლია :) კიდევ უფრო მრავალფეროვნადაც შემიძლია :)
1. კომპოზიტების საბადოა ეს ლექსი :)
ძალიან მაგარი!
კომპოზიტების საბადოა ეს ლექსი :)
ძალიან მაგარი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|