ემილი დიკინსონი - კუბო მომაღლო მისი სარქველით (943)
კუბო მომაღლო მისი სარქველით - უკანასკნელი ჩვენი სახლია, თვით სასუფევლის მოქალაქენიც მოთავსდებიან მასში ადვილად.
ოდნავ დიდია მასზე სამარხი, მაგრამ თვით მზეზე ვრცელი საზღვრებით, მომცველი ყველა ზღვისა და მხარის, მინდორ-ველების თავზე დამცქერი
მისთვის, ვინც ანდობს ძვირფას ახლობელს მოუსავლეთის პირქუშ სამშობლოს - რკალისებრ ბინას შვების არმომგვრელს, შეუფასებელს და უთავბოლოს.
27 ივლისი, 2019 წ.
Emily Dickinson - A Coffin — is a small Domain (943)
A Coffin — is a small Domain, Yet able to contain A Citizen of Paradise In it diminished Plane.
A Grave — is a restricted Breadth — Yet ampler than the Sun — And all the Seas He populates And Lands He looks upon
To Him who on its small Repose Bestows a single Friend — Circumference without Relief — Or Estimate — or End —
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|