 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 ივლისი, 2019 |
,,ოთარ, შენი ლექსები დედისადმი აბსოლუტურად ცალკეა, სადღაც მაღლობზე, თითქოს დაცული წყალდიდობისა და მერეხისაგან... სულ განცალკევებით დგას ამ სივრცეში“.
ლელა მეტონიძე
.........................................................................................................................
დედაჩემის სიცოცხლეში (1958-2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები. ასეა სამწუხაროდ, როდესაც მშობელი გვერდით გყავს, ცოცხალია, ვერ ვაფასებთ, მხოლოდ მისი გარდაცვალების მერე ვხვდებით მის ფასს, მის საჭიროებას. ქართველები ხომ გარდაცვალების მერე ვაფასებთ საყვარელ ადამიანებს?!
არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია. დედაზე დაწერილი ლექსებიდან გოდერძი ჩოხელის ეს ლექსი მიყვარს განსაკუთრებით:
,,დედი, რაღაც არ მასვენებს, ალბათ ღმერთის წამ-წერა, დედი, როგორ შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?! დედი, დიდმა ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ, დედი, ალბათ ამიტომაც, შენთან ყოფნა დამწერა. დედი, როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად, დედი, ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა,
უკვდავება რომ დაიწყოს, ღმერთს მოსურდეს აღწერა, არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ, ღმერთს დავტოვებ ნაწყენად. ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს, მაგრამ ერთის არ მჯერა: სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა“.
დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.
ხშირად ჩაეხუტეთ დედებს
ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.
დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.
დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა. პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ,,შეგინებული დედები“ ამბობს:
,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ? დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“
,,კაცი რომ საკუთარ დედაზე შეიგინება, ის ერთი ჩასუნთქვის ღირსიც არ არის!“ - თქვა თავის დროზე ნოდარ დუმბაძემ.
თვალები სულის სარკეა, რომელშიც ყველაფერი სჩანს: სევდაც, სიხარულიც, პატიოსნებაც, სიყალბეც.
დედაჩემს ყველაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში: სევდაც და სიხარულიც, ტკივილიც და ბედნიერებაც. ჩვენ ხშირად ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით.
ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო ჩემი ეს ვრცელი სტატუსი:
აღსარება
ვერ ავისრულე გულის წადილი და ვერ შევმატე მისხალს - მისხალი, სახსოვრად დამრჩა დედის მანდილი, ღმერთთან წავიდა სწორედ ის ქალი, -
მე რომ ვუყვარდი ალალად, წრფელად, არც გაუვლია ღალატი გულში, არ არსებობდა ჩვენ შორის წყენა, გაზაფხულზე კი ჰყვაოდა ნუში.
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას, ნელ - ნელა ვხდები გულჩათხრობილი, რა ვქნა, უფალმა ასე ინება, ვარ ამ სევდიან ამბის მთხრობელი.
ჯანდაბას ჩემი წადილი გულის, მე ამ სამყაროს ჯერ კიდევ ვხედავ... და ცოცხლობს ჩემში ის სიყვარული, რომ მიწილადა მშობელმა დედამ.
ოთარ რურუა
....................................................................................................
ნათია გიორგიძის შესახებ
არიან ადამიანები, რომლებიც სამარადისოდ იბევებენ ადგილს შენს გულში, ყოველთვის იმას ფიქრობენ საკუთარი მოყვასი როგორ და რით ასიამოვნონ, მათ შემხედვარეს გინდა რომ სიცოცხლე არასოდეს დასრულდეს, სულ გვერდით გყავდეს... აი სწორედ ასეთი ადამიანების ჯგუფს განეკუთვნებოდა ჩემი დეიდაშვილი - ნათია გიორგიძე. სიცოცხლით სავსე იყო, ისედაც ლამაზი, ღიმილით კიდევ უფრო ალამაზებდა სამყაროს. 31 წლის ასაკში შეწყდა მისი მშვენიერი სიცოცხლე. მინდა რომ ლამაზი სულის ადამიანები უფრო ახლოს გაიცნოს საზოგადოებამ, რომ უფრო მეტად დააფასოს სიცოცხლე, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, რომ უფრო მეტად გაუღვივდეთ სიყვარული და პატივისცემა ნაადრევად გარდაცვლილ კარგი ხალხისადმი. დადიოდა ამ ქვეყნად ლამაზი სულის ადამიანი, ენერგიითა და სიცოცხლით სავსე ყმაწვილი ქალი, მიდიოდა და მიჰქონდა ქუჩა, მისი ღიმილი წამსვე არჩენდა უძლურს.
კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
თვალები სულის სარკეა, რომელშიც ყველაფერი სჩანს: სევდაც, სიხარულიც, პატიოსნებაც, სიყალბეც.
ნათიას ყველაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში: სევდაც და სიხარულიც, ტკივილიც და ბედნიერებაც. ჩვენ ხშირად ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით,
მას არასოდეს უღალატნია თავისი მოყვასისთვის. მას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა ხელოვნება.
უნიჭიერესი იყო, საოცრად უყვარდა ხელოვნება. 4 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლში ცეკვავდა, ასევე მშვენივრად უკრავდა და მღეროდა გიტარის თანხლებით. განსაკუთრებულად მღეროდა „არხოტო, სამშობლოს!“ ძალიან უყვარდა მოგზაურობა, ხშირად მოგზაურობდა როგორც ბარში, ისე მთაშიც. თავის მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში დადიოდა. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს ასეთი ადამიანები, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ. ადამიანები მიდიან, კადრები კი რჩება.
ოთარ რურუა
.............................................................................................................................................
ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება სიკვდილზე. არა, სიკვდილზე არა... გარდაცვალებაზე. ხშირად ვფიქრობ უფალთან ნაადრევად და ნაგვიანევად წასულ ადამიანებზე.
1994 წელს შვიდი წლით უმცროსი ძმა წამართვა უფალმა, 18 წლის შემდეგ მშობელი დედის სული მიიბარა. დედის შემდეგ, დეიდაშვილი გამომეცალა ხელიდან, შემდეგ ბებია, შემდეგ მეორე ბებია, შემდეგ ბაბუა, შემდეგ უსაყვარლესი პედაგოგი - მანანა სიმონიშვილი.
რამდენიმე ნაცნობი ლიტერატორის თავიც წამართვა უფალმა. 2011 წელს იმედი ჯახუა გარდაიცვალა, 2014 წელს ოთარ გურგენიშვილი, 2015-ში ბექა მარგიშვილი, 2015-შივე შესანიშნავი ადამიანი და მწერალი - თამაზ ექვთიმიშვილი დავკარგეთ, შემდეგ პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი, შემდეგ ტრისტან მახაური - იგივე ,,ბეჩავ ფშაველი“, შემდეგ ნინო კემულარია.
2018 წლის 4 ოქტომბერს ნინო ნეკერიშვილი გამოგვეცალა ხელიდან. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ლიტერატურის დიდი მოყვარული და თავადაც კარგი ლექსების ავტორი. ნაცნობები მას ,,ნეკერას“ ვეძახდით, არ სწყინდა.
მახსოვს როგორი გახარებული იყო, ეს ლექსი რომ დავუწერე:
ნეკერ...
მითხარ, ნეკერ, საით მიდის ეს პატარა სამყარო, ჩამტყდარია შუა ხიდი, დამშრალია ცხრაწყარო.
სხვისი არ ვიცი და... ჩვენ კი ვცოცხლობთ უფლის იმედით, ჩვენი ძმების გულებამდე სიყვარულით მივედით.
მან იკითხოს - ვინც ქართველებს სირცხვილით თვალს გვარიდებს და ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ - თავისი გზით წავიდეს.
კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
სახსოვრად ფოტოები და ის ლიტერატურული საღამოები დამრჩა, ერთად რომ ვმონაწილეობდით.
ნეკერას შემდეგ, ანა ლაშხელმა დაგვტოვა... საოცარი გოგო იყო ანა, საოცარი ხელწერაც ჰქონდა. მისი მოთხრობა ,,აკვანი“ რომ წავიკითხე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
ანას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა საკუთარი მოყვასი.
სამარადისოდ ჩაქრა ორი მზე
(ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელის ნათელ ხსოვნას)
საქართველოსთვის ოქტომბრის თვეში სამარადისოდ ჩაქრა ორი მზე, არ ვარ შესული სიბერის წლებში, მაგრამ თვალებში ავი დრო მიმზერს.
ვუძლებ ტკივილით სავსე ცხოვრებას - მუდამ გულწრფელად ნამტირალევი, ცისკრის ზარამდე მემახსოვრება მზით ანთებული მათი თვალები.
გვიყვარდეს ერთმანეთი ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს, ნუ ვატკენთ გულებს ერთმანეთს. უფალმა დიდხანს გვაცოცხლოს ჩვენგან წასულთა სულების უკვდავსაყოფად. ისე გვაცოცხლოს უფალმა, ,,რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!“
დაბოლოს:
იმდენი კარგი პიროვნება წავიდა ჩვენგან, ცხრა თაობას რომ ეყოფოდა ამ ქვეყანაში. სიყვარულისთვის თუ დამჭირდა, ენგურში შევალ, როგორც შევიდა თამარისთვის ერთ დროს თარაში.
უფალმა მოგვცეს მოთმინება იობის... ძალა, ეს მერამდენედ ჩამორეკეს მწუხრის ზარებმა. ვიდრე ვარსებობ, არ ვაპირებ მოყვასთა ღალატს, ჩემი ღალატი - ეს იქნება გარდაცვალება.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დედაჩემის ერთადერთი ლექსი. <3
ჩემს შვილს
მოუფრთხილდი საქართველოს, მოყვასისთვის ილოცე. დამიჯერე... ამ ჩემს ნათქვამს შვილო, ნუ გაიოცებ.
შვილო, ღვთისგან წილად გერგო თვალწარმტაცი ბუნება. არავისში არ გასცვალო შენი თავისუფლება.
უანგაროდ ემსახურე საქართველოს, ქართველებს... მჯერა, თქვენი ერთად ყოფნა ტკივილებს გაამრთელებს!!!
ირინა ძოწენიძე
.........................................................................................................
წერილი დედას
დედი, უფალთან ისე წახვედი, არ გაგყოლია არავის წყენა, ქვეყნად დატოვე კარგი სახელი, ჩემი სახით კი დატოვე რწმენა.
მჯერა, სიცოცხლე კიდევ გწყურია, მე კი ვარ ჩამქრალ კელაპტარივით, თუმც გული სევდით დანისლულია, ისევ ვლოცულობ დაღლილ ქალივით.
არ ვიცი საქმე როგორ წამივა, მელის თუ არა რწმენით მერმისი, ღმერთი თავისთან ვიდრე წამიყვანს, შვილს ენატრება გამზრდელი მისი.
ჩემს გულისნადებს კვლავაც გაგანდობ, თუ გადავლახე ბარიერები, არ დავიღლები დედი, არასდროს შენი ალბომის თვალიერებით.
შენ ხომ ქრისტესთან ისე წახვედი, რომ გულში წყენაც არ ჩაგრჩენია, ერს დაუტოვე კარგი სახელი, შენი საფლავი მხოლოდ ჩვენია.
ოთარ რურუა
.....................................................................................................
ერთხელ, ერთმა ადამიანმა ასეთი შეკითხვა დამისვა: ,,თეატრი უფრო გიყვარს თუ პოეზია?“ (13 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი). ორივე ძალიან მიყვარს: თეატრიც და პოეზიაც, მაგრამ უპირატესობას მაინც თეატრს ვანიჭებ. სცენაზე დგომა, ცოცხლად თამაში და მაყურებლების ცოცხალი შეფასება მაინც სულ სხვაა!
რაც შეეხება პოეზიას, პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია. რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა! :) :) :)
სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.
ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!
ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!
ლადო ასათიანის შემდეგ, ჩემთვის განსაკუთრებული პოეტი მორის ფოცხიშვილია (რუსთაველზე, გურამიშვილზე, ბარათაშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე, ტერენტი გრანელსა და გალაკტიონზე აღარაფერს ვამბობ, ისინი სულ სხვა ფენომენები იყვნენ, სულ სხვა განზომილებაში არიან)!
მორის ფოცხიშვილის პოეზია მადლიანი პოეზიაა, ტკბილ მალამოდ ედება გულს. როცა მორისის ლექსებს ვკითხულობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძნელია უცრემლოდ წაკითხვა. სევდა, სიხარული, დაცემა და ამაღლება... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი მის შემოქმედებაში.
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდა, ქართული ესტრადისთვის ყველაზე დიდი სამსახური სწორედ მორის ფოცხიშვილს აქვს გაწეული.
მორისის ლექსებს დღესაც მთელი გულით მღერიან, როგორც ძველი თაობის, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი სიმღერა, რომელსაც ორერას აწ უკვე გარდაცვლილი წევრი-ზურაბ იაშვილი ასრულებდა.
მორისის ლექსზე შექმნილმა ამ სიმღერამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გიტარაზე ავაწყვე. აი ეს ლექსიც:
„კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, - შენი მაღალი გრიგალი ვძლიე, შენმა პატარა შრიალმა მომკლა.
მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის, მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, - გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი, ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...
შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ თუ არ დაგიგო ბალახად სული, - მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს, მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული“.
https://www.youtube.com/watch?v=XwPWVPG-U3U
მორის ფოცხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, 1980-იანი წლების ბოლოს. სწორედ მის ლექსზე შექმნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
ოთარ რურუა
..............................................................................
ტკივილი
,,გული მტკივა!“ - რომ სთქვა ცივად, ცოტა უხერხულია, - გული ახლა ყველას ტკივა, ყველას, ვისაც გული აქვს.
ჩუ! ხომ ხედავ, ვრცელ ქვეყანას უფრო დიდი წყლული აქვს, - გულიც უფრო სტკივა, მაგრამ ხმას არ იღებს სრულიად.
ჩიტი გალიაში რჩება, თუმც ღია აქვს გალია, - რა თქმა უნდა, ყველა კვდება, ყველა, ვინც ცოცხალია.
ყველა მიდის, როგორც ხედავთ, რადგან ყველას გული აქვს, - ალბათ დიდხანს აქ დარჩენა ცოტა უხერხულია.
მორის ფოცხიშვილი
....................................................................................................
ეჰ, ბატონო მორის... ადრე თუ გვიან ყველანი უფალთან მივდივართ, მაგრამ ახალგაზრდების სიკვდილი უსამართლობაა. არა, სიკვდილი არა... გარდაცვალება. კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
შენც ნაადრევად წაგიყვანა უფალმა თავისთან კარგო პოეტო, 63 წლის იყავი. 63 წელი არ არის ბევრი. 1980 - იანი წლების ბოლოს ეროვნულ - განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყავი ჩართული. ამის დადასტურებაა შენივე ლექსი „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვენი და რომელზეც კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა უკვდავი სიმღერა დაწერა.
მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ, ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება მოხდა. შემდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალება, სამხედრო კრიმინალური გადატრიალება (პუტჩი), შემდეგ ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი. ამ ყველაფერს შენმა გულმა ვეღარ გაუძლო და 63 წლის ასაკში შეწყვიტა ფეთქვა 1993 წელს.
დაბოლოს, შენზე დაწერილი ლექსით მინდა დავასრულო:
დაგესესხები...
„ცოცხალ დედინაცვალს მკვდარი დედაჩემი მირჩევნია“.
მორის ფოცხიშვილი
დაგესესხები კარგო პოეტო, მიჭირს... აღარ მყავს დედა-მშობელი, თუმც მისი შვილი დღემდე ვპოეტობ, მზეც აღარ მათბობს მანათობელი.
დედინაცვალი (დაგესესხები) მართლაც ვერ მივა დედასთან ახლოს, ვიდრე ვამაყობ შენი ლექსებით, ჩემი გამზრდელიც ამ გულში სახლობს.
ოთარ რურუა
................................................................................................................
2010 წლის გაზაფხულზე - 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წლის შემდეგ, გადავწყვიტე მეც დამეწერა ლექსი ამ თემაზე, მოკლე ან გრძელი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მხოლოდ ერთი სტროფი მომაფიქრდა, ეს ერთი სტროფი პირველად დედაჩემს წავაკითხე (ჩემი ლექსების პირველი შემფასებელი დედაჩემი იყო), რომ წაიკითხა, ასე მითხრა: ,,აღარ გააგრძელო, ამ ერთი სტროფით უკვე ყველაფერი თქვიო“. შემდეგ ეს ლექსი ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე გამოვაქვეყნე და ოთხმოცდაათამდე კომენტარი დააგროვა. აი ეს სტროფიც:
9 აპრილის გახსენება
... და გაისმოდა მუსიკა ქარში, ყველა ტაძარში სანთლები ენთო. ვაი, რაღა ვთქვა... ოთხმოცდაცხრაში ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს ღმერთო.
ოთარ რურუა
......................................................................................................................
1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.
თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.
ისევ ავბღავლდი ხარივით, მტკივა ქართული იარა, არ დააყაროთ მარილი, შველა მსურს, სხვა რამ კი არა.
რამე ისეთი მიმღერეთ გულზედ მომხვდეს და წამლეკოს, მახსოვს დედაც კი სტიროდა, როცა ვმღეროდი „შავლეგოს“.
ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მერაბისა და ზვიადის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“ მეც დღემდე ვაგრძელებ ქრისტესმიერ ძმათა გზით სიარულს.
ზვიადი და მერაბი
„ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!“
მორის ფოცხიშვილი
ზვიადი და მერაბი, მერაბი და ზვიადი, პირნათელი წავიდა ღმერთთან ორი დიადი.
რა არ ნახეს ამქვეყნად, რა არ გამოიარეს, ერთად საქართველოსთვის ბეწვის ხიდზეც იარეს.
ჩვენც - მიმდევართ მათი გზის გვსურს ამ ერის დიდება, ჩვენც მათსავით განვიცდით, თავგანწირვა გვინდება.
ვწერთ და ვეტრფით მათსავით საქართველოს ერთიანს! „ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!“
ოთარ რურუა
..................................................................................................................................................
„ვიდრე დედა ჰყავს ადამიანს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება“.
კონსტანტინე გამსახურდია
..................................................................................................
ვარ ასე ნაადრევად დაბერებული
მე ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა: სახლ-კარი, ეზო, სიყვარული, კარგი სახელი. მყავს სამეგობრო, საიმედო საყრდენი ბურჯი... მაგრამ გვერდით ყველაზე ძვირფასი - მშობელი დედა აღარ მყავს, ჰოდა, ვარ ასე ნაადრევად დაბერებული.
ოთარ რურუა
..................................................................................................
თვალები სულის სარკეა, რომელშიც ყველაფერი სჩანს: სევდაც, სიხარულიც, პატიოსნებაც, სიყალბეც.
დედაჩემს ყველაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში: სევდაც და სიხარულიც, ტკივილიც და ბედნიერებაც. ჩვენ ხშირად ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით.
დედის თვალებს ხშირად ვხედავ სიზმარში, დედაჩემი მლოცავს საიქიოდან. წვიმა არის, გრიგალი თუ რიჟრაჟი, გული მტკივა! - როგორც ადრე მტკიოდა.
დედის თვალებს ისევ ვხედავ სიზმარში, დედაჩემი მლოცავს საიქიოდან. თუ განმეხვნა კარნი სამოთხისანი, ცაშიც ვიტყვი: საქართველო მტკიოდა.
ოთარ რურუა
......................................................................................................
დედის საფლავზე
როცა გავდივარ დედის საფლავზე აღელვებული მშვიდდება გული, ენით ვერ აღვწერ... ამ ქვეყანაზე ეს სხვა გრძნობაა, სხვა სიყვარული.
როცა გავდივარ დედის საფლავზე სულს ეუფლება სიმშვიდე სრული, ცრემლშეუშრობელს ამ ქვეყანაზე მაცოცხლებს მხოლოდ ეს სიყვარული.

დედა
ისევ დაგიკრეფ ლურჯთვალა იებს, თუმც აღარ მყავხარ გვერდით კეთილ შვილს, ისევ დაგიკრეფ ლურჯთვალა იებს და ხელს ამაში დროც ვერ შემიშლის.
როს გვერდით მყავდი - გულშიც თბილოდა, დიდხანს მყოლოდი ამქვეყნად ნეტავ, რომ უფრო ხშირად გეთქვა ,,შვილო“ და... რომ უფრო ხშირად მეც მეთქვა ,,დედა“.
ოთარ რურუა
......................................................................................................
,,ოთარ, შენი ლექსები დედისადმი აბსოლუტურად ცალკეა, სადღაც მაღლობზე, თითქოს დაცული წყალდიდობისა და მერეხისაგან... სულ განცალკევებით დგას ამ სივრცეში“.
ლელა მეტონიძე
.........................................................................................................................
დედაჩემის სიცოცხლეში (1958-2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები. ასეა სამწუხაროდ, როდესაც მშობელი გვერდით გყავს, ცოცხალია, ვერ ვაფასებთ, მხოლოდ მისი გარდაცვალების მერე ვხვდებით მის ფასს, მის საჭიროებას. ქართველები ხომ გარდაცვალების მერე ვაფასებთ საყვარელ ადამიანებს?!
არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია. დედაზე დაწერილი ლექსებიდან გოდერძი ჩოხელის ეს ლექსი მიყვარს განსაკუთრებით:
,,დედი, რაღაც არ მასვენებს, ალბათ ღმერთის წამ-წერა, დედი, როგორ შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?! დედი, დიდმა ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ, დედი, ალბათ ამიტომაც, შენთან ყოფნა დამწერა. დედი, როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად, დედი, ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა,
უკვდავება რომ დაიწყოს, ღმერთს მოსურდეს აღწერა, არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ, ღმერთს დავტოვებ ნაწყენად. ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს, მაგრამ ერთის არ მჯერა: სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა“.
დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.
ხშირად ჩაეხუტეთ დედებს
ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.
დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.
დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა. პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ,,შეგინებული დედები“ ამბობს:
,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ? დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“
,,კაცი რომ საკუთარ დედაზე შეიგინება, ის ერთი ჩასუნთქვის ღირსიც არ არის!“ - თქვა თავის დროზე ნოდარ დუმბაძემ.
ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო ჩემი ეს ვრცელი სტატუსი:
აღსარება
ვერ ავისრულე გულის წადილი და ვერ შევმატე მისხალს - მისხალი, სახსოვრად დამრჩა დედის მანდილი, ღმერთთან წავიდა სწორედ ის ქალი, -
მე რომ ვუყვარდი ალალად, წრფელად, არც გაუვლია ღალატი გულში, არ არსებობდა ჩვენ შორის წყენა, გაზაფხულზე კი ჰყვაოდა ნუში.
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას, ნელ - ნელა ვხდები გულჩათხრობილი, რა ვქნა, უფალმა ასე ინება, ვარ ამ სევდიან ამბის მთხრობელი.
ჯანდაბას ჩემი წადილი გულის, მე ამ სამყაროს ჯერ კიდევ ვხედავ... და ცოცხლობს ჩემში ის სიყვარული, რომ მიწილადა მშობელმა დედამ.
ოთარ რურუა დედაჩემის ერთადერთი ლექსი. <3

| მონაცემები არ არის |
|
|