თეონას პირველი სასესიო გამოცდები დაეწყო. 4 გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი: უმაღლეს მათემატიკაში, ფიზიკაში, სკკპ ისტორიასა და არაორგანულ ქიმიაში.
იმ პერიოდში შენობები ცენტრალური გათბობით თბებოდა. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ვესტიბიულში მთელ სიგრძეზე იყო განთავსებული გარდერობი. აუდიტორიებში პალტოებითა და ქურთუკებით შესვლა – აკრძალული იყო. პრინციპში, არც იყო საჭირო, - კორპუსში საკმაოდ თბილოდა.
პირველი გამოცდა - უმაღლეს მათემატიკაში ჰქონდა. თეონას ძალიან უყვარდა თავისი ლექტორები, - ბ-ნი ნოდარი და ქ-ნი მერი. მათაც უყვარდათ თეონა, - ძალიან მოწესრიგებული გოგონა.
გამოცდის წინა დღეს საშინელი ქარი ამოვარდა და მაღლივი კორპუსის რამდენიმე დიდი მინა ჩამოფშვნა. ერთ-ერთი ასეთი უზარმაზარი მინა იმ აუდიტორიაშიც ჩაიმსხვრა, სადაც გამოცდა უნდა ჩატარებულიყო.
თეონა მცივანა არასოდეს ყოფილა და ზამთარშიც კი, ძალიან ხშირად, მოკლესახელოებიანი კაბით მისულა უნივერსიტეტში.
იმ დღესაც ლურჯი ბაილონის (მაშინ მოდაში იყო ბაილონის, სეილონის, კაპრონის ტანსაცმელი) მოკლესახელოებიანი კაბით მივიდა თეონა უნივერსიტეტში. პალტო ჩააბარა და აუდიტორიაში შევიდა.
აუდიტორიაში ციოდა. თეონამ ბილეთი აიღო და მერხთან მოთავსდა. უზარმაზარი გატეხილი მინიდან წუილით შემოდიოდა ცივი ქარი. თანდათან სიცივემ აიტანა.... მაგრამ იმის თქმაც კი ვერ გაბედა, - "მცივა და პალტოს ამოვიტანო"...
უეცრად აუდიტორიის კარი გაიღო და იმ პერიოდის ერთ-ერთი უმკაცრესი ლექტორი, ბ-ნი პლატონ კოღონია შემოვიდა. - უუფ, რა ცივა, ნოდარ, თქვენთან? - ფანჯარაა ჩატეხილი, ბ-ნო პლატონ... სხვა აუდიტორიაში კი – არ გადაგვიყვანეს.
პლატონმა აუდიტორიას თვალი მოავლო და რაღაც უცნაურად მიაჩერდა თეონას. ნოდარმა პლატონის მზერას გააყოლა თვალი და ისიც თეონას მიაჩერდა. თეონა თავჩაღუნული წერდა. პლატონი თეონას მიმართულებით დაიძრა. დაიძაბა ნოდარი. იფიქრა, “ალბათ თეონა საიდანმე იწერდა ბილეთის პასუხებს, ეს პლატონმა დაინახა და ახლა შპარგალკის ჩამოსართმევად მიდის თეონასკენო”... სისხლი მოაწვა სახეზე და ისიც თეონასკენ წავიდა.
პლატონი თეონას მიუახლოვდა, შემდეგ საჩვენებელი თითი წამოწია და ძალიან ფრთხილად შეეხო მკლავზე. - ნოდარ, ჯერ კიდევ ცოცხალია! შეხედე, თავისი კაბასავით კი გალურჯებულა, მაგრამ... სუნთქავს, მოძრაობს! მე გაძლევ პირობას, არსაიდან გადაწერს, არაფერში ჩაიხედება, ოღონდ პალტოს ამოტანის უფლება მიეცი... გთხოვ! - ამას რა თხოვნა უნდა, ბ-ნო პლატონ? – შვებით ამოისუნთქა ნოდარმა და თვალით ანიშნა თეონას, წადიო... თეონამ დაბლა ჩაირბინა და პალტო ამოიტანა! გამოცდაშიც ფრიადი დაიმსახურა.
........................
მეორე გამოცდა ფიზიკაში ჰქონდა. არავის უყვარდა ეს ლექტორი... ბ-ნი იასონი. დილის 9 საათზე შეიყვანა აუდიტორიაში თეონას ჯგუფის ნახევარი, - 12 სტუდენტი. კარი დაკეტა, ბილეთები ყველას ერთად ააღებინა და...
- დამიწერთ ყველა სიტყვას, რაც კი უნდა მითხრათ აქ! თითს გავაყოლებ, იცოდეთ! გამოგრჩებათ რამე? – ესე იგი გადაწერილია! - მასწ, მაგდენს რა დაგვაწეერინებს? – შეწუხდნენ სტუდენტები. - არ მაინტერესებს! – მოუჭრა მოკლედ და თავისი საყვარელი პაპიროსი “კურორტი” გააბოლა.
მთელი საათი თავაუღებლად წერდნენ სტუდენტები! თეონამ პირველმა დაამთავრა წერა და ის იყო, გასასვლელად მოემზადა, რომ... - გვღუპავ, გოგო? შენს იმედზე ვართ მთელი ჯგუფი! - გადაუჩურჩულა მისმა ერთ-ერთმა ჯგუფელმა. - არ გახვიდე ჯერ, რააა? – დაიჩურჩულა მეორემ... - კაი, ბატონო, თქვენს პასუხამდე – არ გავალ!
თითოეული სტუდენტის გამოკითხვას თითო საათს მაინც ანდომებდა ბ-ნი იასონი...
სტუდენტებს მოსწყურდათ, მოშივდათ... ბოლო-ბოლო – ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებებმა შეაწუხეს... თქვენც არ მომიკვდეთ, - შეუვალი იყო ბ-ნი იასონი: არავინ გაუშვა გარეთ!
11 სტუდენტის გამოკითხვა საღამოს 8 საათზე დაამთავრა. ბოლო – თეონა იყო. თავბრუ ეხვეოდა უკვე შიმშილისა და დაღლილობისაგან და ძლივს მივიდა სკამამდე.
- აბა, დაიწყე ბილეთის მოყოლა!
თეონამ მოყოლა დაიწყო... უფრო ძირ-ფესვიანად ყვებოდა, ვიდრე იმ რვეულში ეწერა!
- ესენი რომ აქ არ გიწერია? - ბ-ნო იასონ, მე ხომ არაფერს ვტოვებ მოუყოლელს? პირიქით, უფრო მეტს ვყვები... – გაუკვირდა თეონას. - ხოდა, დადექი ახლა და თავიდან დამიწერე, რასაც ყვები! - ახლა? ამ შუაღამეს? სახლში როგორ უნდა წავიდე? - არაფერია! როგორც მე დავაგვიანებ, ისე დააგვიანებ შენც!
თეონამ არაფერი უპასუხა, კალამი აიღო და სულ ახალ რვეულში (რომელიც იასონმა მიაწოდა) დაიწყო წერა. 2 წინადადება და... კალამმა აღარაფერი დაწერა. თეონამ კალამი გახსნა, - პასტა გათავებულიყო. მეორე კალამი აიღო თეონამ... 4-5 სიტყვის შემდეგ კალამმა აღარ დაწერა, - ცარიელი იყო!
თეონამ აუდიტორიას მოავლო თვალი, - 3-4 ადგილას დაინახა კალამები მერხებზე. წამოდგა, კალმები აკრიფა და მაგიდასთან მიიტანა. თითოეულმა კალამმა 3-5 სიტყვა დაწერა მხოლოდ.
ბ-ნი იასონი გაოგნებული უყურებდა ხან თეონას და ხან მაგიდაზე მიმოფანტულ პასტადაცლილ კალმებს.
- შენ ამას სპეციალურად აკეთებ! – იყვირა უეცრად. - როგორ, ბ-ნო იასონ? ან რისთვის?... გავალ, კალამს შემოვიტან! - არა! გარეთ არ გახვალ! იქიდან შემოგაწოდონ!
თეონამ მხრები აიჩეჩა და კარი გააღო. ყველა სტუდენტი დერეფანში იდგა. არავინ მიატოვა იასონის ხელში ჩავარდნილი “უბედური” თეონა!
- ბავშვებო, თუ ვინმეს გაქვთ საწერი კალმები, მომაწოდეთ, რა? - აი, აიღე... - აჰა, ესეც, თეონა... - მეც გამომართვი...
თეონამ აუდიტორიაში 5 კალამი შემოიტანა. და 5-ვემ, ერთად აღებული, ოცამდე სიტყვა დაწერა სულ.
გაგიჟდა იასონი. პაპიროსს პაპიროსზე ეწეოდა... ხედავდა, რომ აჯობა სტუდენტმა, მაგრამ... რომ არც ამ სტუდენტის დამსახურება არის ეს გამარჯვება? წინააღმდეგობა კი არ გაუწია სტუდენტმა? – კალმებმა უმტყუნეს! ვერ ხვდებოდა, რა მოხდა!
ბოლო კალამიც გახსნა თეონამ, – ცარიელმა გულმა თეთრად გამოანათა კალმიდან!
აკანკალებული ხელი ჩაიყო იასონმა გულის ჯიბეში, თავისი მუდმივი კალამი ამოიღო, რომელიც მელნით იტუმბებოდა და თეონას გაუწოდა! მაგრამ ვიდრე თეონა კალამს ხელს მოკიდებდა, მანამდე უკან წაიღო კალამი და სწრაფად გახსნა... - აააააააააა! – არანორმალური ხმით იღრიალა იასონმა: კალამი, რომელიც იმ დილით შეავსო მელნით, ცარიელი იყო!
აღარ იცოდა, რა ექნა! სტუდენტმა, აშკარად, იცოდა საგანი... იასონმა ერთ-ერთი კალამი აიღო, წიგნაკი გადაშალა და... 5 ”ფრიადი” მოხაზა! თეონას თვალები გაუბრწყინდა. - ტყუილად გიხარია, ქალბატონო! ამ სემესტრში რომ “5” დაგიწერე, იცოდე, მეორე სემესტრში არ გაღირსებ ხუთიანს... - მეორე სემესტრის ნიშანზე – ზაფხულში ვილაპარაკოთ, ბ-ნო იასონ!
იასონმა 100 სტუდენტიდან 2 სტუდენტს დაუწერა “ფრიადი”, 6-ს – “კარგი” და 48-ს – არადამაკმაყოფილებელი! გამრჯვებული სახით ჩაუარა სტუდენტებს და მასწავლებლების ლიფტში მიიმალა.
.............
მესამე გამოცდა სკკპ ისტორიაში ჰქონდა. ერთადერთი სტუდენტი იყო თეონა, რომლის საკონფერენციო ნაშრომმა რესპუბლიკურ ტურზეც გაიმარჯვა და ამიტომ უგამოცდოდ დაუწერეს ფრიადი.
.............
და აი, დადგა მეოთხე გამოცდის ჩაბარების დღეც. თეონას ჯგუფს არაორგანულ ქიმიაში აქვს გამოცდა!
ქიმიის ლექტორიც არ უყვარდათ სტუდენტებს, - ზედმეტად მკაცრი და უცნაურად ახირებული კაცი იყო ბ-ნი დავითი.
ცოტა უკან უნდა დავბრუნდე, გამოცდის მიმდინარეობის უცნაურობები რომ გახდეს მკითხველისთვის გასაგები. ბ-ნ დავითს არ უყვარდა თბილისელები, ფრიადოსანი სტუდენტი გოგონები და კომკავშირის აქტივისტები. და ვერც სიტყვის შებრუნებას იტანდა ბ-ნი დავითი, თუნდაც თავად მტყუანი ყოფილიყო და ის სხვა – მართალი!
ერთ-ერთ ლექციაზე ბ-ნმა დავითმა სია ამოიკითხა და... - გელოვანი, რა ამბავია ამდენი “2”-ები სემინარებზე? - მე არ მიმიღია “2”, ბ-ნო დავით! – გაოცებული წამოდგა თეონა. - აბა ეს რა არის?! 5 “ორიანი” გაქვს 2 თვეში მიღებული და დანარჩენზე – არ დასწრებიხარ! - რას ბრძანებთ? არ გამიცდენია არცერთი მეცადინეობა! – ხმაში ცრემლი შეერია თეონას. - ჰაიტ! აბა მე ვტყუი, ხომ? - იყვირა ბ-ნმა დავითმა. - აბა, არ მიმიღია “2”... და არც გამიცდენია! სულ “5”-ები მყავს! - ჰაიტ! ფრიადოსანი გოგო! უყურე შენ? სადაური ბრძანდები? - თბილისელი... - ჰაიტ! თბილისელი!... და კომკავშირელიც, ხომ?...
ვიდრე თეონა რამეს უპასუხებდა, აუდიტორიის კარი გაიღო და თსუ ალკკ კომიტეტის ერთ-ერთი წევრი შემოვიდა. - დიდი ბოდიში, ბ-ნო დავით, თეონა გელოვანის გაყვანა მინდა! - რა ხდება, ყმაწვილო? - კომიტეტის სხდომაა... თეონა დავიბარეთ, მაგრამ არ მოვიდა, “ქიმიის ლექციას ვერ გავაცდენო”... არა და, მაგის დასწრება აუცილებელია! - ჰაიტ!... თბილისელი ხომ არის? თან ფრიადოსანი და თან აქტივისტიც, ხომ? თქვენ მე ვინ გგონივართ, ააა? - და თქვენ რა შუაში ბრძანდებით, ბ-ნო დავით? - შუაში ვარ თუ თავში, - ამას გამოცდაზე მიხვდებით, ყმაწვილო! ახლა კი თეონა გელოვანს შავ სიაში მივუჩენ ადგილს! თანაც 4 პლუსით!
თეონამ მაშინ ვერაფერი გაიგო, რას ნიშნავდა “შავ სიაში 4 პლუსით”... მაგრამ ის კი იცოდა, რომ კარგს არაფერს მოასწავებდა ეს მუქარა და თვალცრემლიანმა დატოვა აუდიტორია.
და აი, თეონა – გამოცდაზე შევიდა და ბილეთი აიღო. ქიმია კარგად იცოდა და ამიტომ სრულიად მშვიდად დაჯდა საკითხების მოსაფიქრებლად.
მისი პასუხის ჯერი მოვიდა. უშეცდომოდ უპასუხა. - აბა, დარიშხანის შესახებ რა შეგიძლია გვითხრა?
თეონამ დამატებით კითხვაზეც უშეცდომოდ უპასუხა. - თავისუფალი ბრძანდები! ჰმ, აქტივისტი თბილისელი!...
თეონა წამოდგა და კარისკენ წავიდა. გზად გვერდით ჩაუარა თავის მეგობარს და დაინახა, რომ ის ამოცანას ვერ აკეთებდა, რადგან გატოლებაში უშვებდა შეცდომას.
თეონამ ხმის ამოუღებლად, მხოლოდ თითი დაუდო შეცდომის ადგილას და გზა გააგრძელა. მაგრამ ბ-ნ დავითის ყოვლისმხედველ თვალს ეს არ გამოპარვია.
და თეონას გზაში დაეწია უკვე ნაცნობი: - ჰაიტ! როგორ ბედავ! გელოვანი, მობრუნდი აქით! - მე მეუბნებით, ბ-ნო დავით? - სწორედაც რომ შენ გეუბნები! ხვალ მობრძანდები და ხელმეორედ ჩამაბარებ! არა და, ნიშანს არ გაღირსებ საერთოდ!... - კი ბატონო, მოვალ! – მხრები აიჩეჩა თეონამ და აუდიტორიიდან გავიდა.
მეორე დღეს თეონა თავისივე ჯგუფის მეორე ნახევართან ერთად ხელმეორედ გავიდა გამოცდაზე. ხელმეორედ აიღო ბილეთი... დამატებით შეკითხვად – ხელმეორედ მოაყოლა ბ-ნმა დავითმა “დარიშხანი”... - ხვალ კიდევ გამოხვალ გამოცდაზე!...
ასე განმეორდა 6-ჯერ! ექვსჯერ აიღო ბილეთი და აქედან – 5-ჯერ მოფიქრების გარეშე მოყვა საგამოცდო საკითხები... ექვსჯერ მოაყოლა ბ-ნმა დავითმა “დარიშხანი”...
- კარგი, ბატონო!... ამ ერთხელ გაპატიებ და დაგიწერ “ხუთს”! თან “დარიშხანიც” კარგად მიპასუხე! - ბ-ნო დავით, მეექვსედ მოვყევი “დარიშხანი”, - თქვა თეონამ და მაშინვე ენეზე იკბინა, რადგან... - ჰაიტ! შენ არ იშლი, ხომ, ამ ენის ტლიკინს?! კარგად ბრძანდებოდე! “4”! - რისთვის, ბ-ნო დავით? - სიტყვის შემობრუნებისთვის, ქალიშვილო! და მიბრძაბნდით აქედან! ამ “4”-ის დაწერაც არ გადამაფიქრებინო!...
თეონამ მწარე ლუკმასავით გადაყლაპა ცრემლები და უხმოდ გამოვიდა აუდიტორიიდან!
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. ქალბატონო თამარ,ამ ატმოსფეროში ისე ხართ,როგორც თევზი წყალში ქალბატონო თამარ,ამ ატმოსფეროში ისე ხართ,როგორც თევზი წყალში
42. საეჭვოდ - რატომ ცირა? 30 წელი თსუ ლექტორი ვიყავი... შარშან სექტემბრიდან წამოვედი, - ჩვენი კათედრა საერთოდ გააუქმა ჩვენმა ხელისუფლებამ... და სად ან რად დავრჩენილიყავი? ამჟამად ორ სხვა უნივერსიტეტში ვმუშაობ... ვარ ტურიზმის მიმართულების სრული პროფესორი. :)))))))))) საეჭვოდ - რატომ ცირა? 30 წელი თსუ ლექტორი ვიყავი... შარშან სექტემბრიდან წამოვედი, - ჩვენი კათედრა საერთოდ გააუქმა ჩვენმა ხელისუფლებამ... და სად ან რად დავრჩენილიყავი? ამჟამად ორ სხვა უნივერსიტეტში ვმუშაობ... ვარ ტურიზმის მიმართულების სრული პროფესორი. :))))))))))
41. ქალბატონო თამარ, უნივერსიტეტში ხომ არ გიმუშავიათ? რაღაც საეჭვოდ იცნობთ ატმოსფეროს. :) ქალბატონო თამარ, უნივერსიტეტში ხომ არ გიმუშავიათ? რაღაც საეჭვოდ იცნობთ ატმოსფეროს. :)
40. თეონა არ ვარ მაგრამ ორ წელიწადში მეც მექნება მისაღები გამოცდები და მერე უნივერსიტეტში სწავლა...თეონას მსგავს სიტუაციაში თუ მოვხვდი და ასეთი ლექტორი შემხვდა, მერე მე ვიცი და ჩემმა მუშტმა...მიფრთხილდეს ის :)) თეონა არ ვარ მაგრამ ორ წელიწადში მეც მექნება მისაღები გამოცდები და მერე უნივერსიტეტში სწავლა...თეონას მსგავს სიტუაციაში თუ მოვხვდი და ასეთი ლექტორი შემხვდა, მერე მე ვიცი და ჩემმა მუშტმა...მიფრთხილდეს ის :))
39. მერაბიკო, კიდევ კარგი შენ არ ხარ თეონა!....:)) მერაბიკო, კიდევ კარგი შენ არ ხარ თეონა!....:))
38. ქიმიის მაწავლებლები უმეტესად რომ მკაცრები არიან ეს მართალია... ვისაც ვიცნობ არავის არ უყვარს ქიმია,მასაწავლებლის გამო... ბ-ნ დავითიც არაა გამონაკლისი.მართლაც საშინელი ლექტორი ყოფილა..მე რომ თეონას ადგილას ვიყო ერთს გემრიელად ვუთავაზებდი ცხვირ-პირში 4-იანის გამო. ქიმიის მაწავლებლები უმეტესად რომ მკაცრები არიან ეს მართალია... ვისაც ვიცნობ არავის არ უყვარს ქიმია,მასაწავლებლის გამო... ბ-ნ დავითიც არაა გამონაკლისი.მართლაც საშინელი ლექტორი ყოფილა..მე რომ თეონას ადგილას ვიყო ერთს გემრიელად ვუთავაზებდი ცხვირ-პირში 4-იანის გამო.
37. ოხ, ისევ ეს ქიმია... ისე რა საშინელი ლექტორები ყოლია, ეს რა არია ა??? თსუ-ში ასეთი სიტუაციაა??? :D რომ არ დაგიმალოთ მეც მაგრად მიყვარს ქიმია, ოღონდ ორგანული... :) ოხ, ისევ ეს ქიმია... ისე რა საშინელი ლექტორები ყოლია, ეს რა არია ა??? თსუ-ში ასეთი სიტუაციაა??? :D რომ არ დაგიმალოთ მეც მაგრად მიყვარს ქიმია, ოღონდ ორგანული... :)
36. სტუდენტობა გამახსენდა:) სტუდენტობა გამახსენდა:)
35. კარგია. პლატონ კოღონია ნამდვილად არსებობდა, ცხოვრობდა პეკინის ქუჩაზე 2 ნომერში. მესამე სართულზე. თუ ეგ არის, ჩემი მეზობელი იყო. იასონი, მეცხვარიშვილი ხომ არ იყო გვარად? კითხვას ვაგრძელებ, ახლა კიდევ უფრო დავინტერესდი. კარგია. პლატონ კოღონია ნამდვილად არსებობდა, ცხოვრობდა პეკინის ქუჩაზე 2 ნომერში. მესამე სართულზე. თუ ეგ არის, ჩემი მეზობელი იყო. იასონი, მეცხვარიშვილი ხომ არ იყო გვარად? კითხვას ვაგრძელებ, ახლა კიდევ უფრო დავინტერესდი.
34. კარგია ძალიან კარგია ძალიან
33. აი,მესმის მოთმინება... მე ალბათ მეორე ჯერზე თუ არა, მესამეზე დარიშხანის გასინჯვის სურვილზე დავაყენებდი იმ იდიოტ მწვალებელს:)))) აი,მესმის მოთმინება... მე ალბათ მეორე ჯერზე თუ არა, მესამეზე დარიშხანის გასინჯვის სურვილზე დავაყენებდი იმ იდიოტ მწვალებელს:))))
32. კიდევ კარგი, იმ ორის მეტი არ გყოლია ასეტი საშინელებები!... 5 კიდევ კარგი, იმ ორის მეტი არ გყოლია ასეტი საშინელებები!... 5
31. მოკლედ, მთელი სტუდენტობა გააცოცხლე, რაააა! 5 მოკლედ, მთელი სტუდენტობა გააცოცხლე, რაააა! 5
30. საიდან მოიყვანე ასეთი ლექტორები? ახლაც კი შემეშინდა საიდან მოიყვანე ასეთი ლექტორები? ახლაც კი შემეშინდა
29. უმაღლეს მათემატიკაში, ფიზიკაში, სკკპ ისტორიასა და არაორგანულ ქიმიაში. ____ მძაგს, მძაგს ოთხივე საგანი :| არაორგანული, ორგანული და ბიოქიმიის ჩაბარება მიხდებოდა ადრე, როგორ ცუდად მახსენდება ის პერიოდი :(
არც ჩემი ლექტორები წყვეტდნენ ციდან ვარსკვლავებს ხასიათით, მაგრამ ადრინდელთან შედარებით ახლა ბევრად მარტივად გვაქვს საქმე. უნივერსიტეტებში არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი, - საორჭოფოა საკითხი? გადაწყდება სტუდენტის სასარგებლოდ! ჩვენც (განსაკუთრებით მე, რა ვქნა ვიკინგური სული და ბუნტის მოყვარული გოგო ვარ:) ) არ ვუთმობთ არაფერს ლექტორებს, ნაპრავა-ნალევა ყველას ვეპასუხებით (ტუ კი შესაპასუხებელია, რა თქმა უნდა). კარგია სტუდენტობის წლები, სამედიცინო ძალიან მიყვარს და მას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს, კარგა ხანი ხარ სტუდენტი :D უმაღლეს მათემატიკაში, ფიზიკაში, სკკპ ისტორიასა და არაორგანულ ქიმიაში. ____ მძაგს, მძაგს ოთხივე საგანი :| არაორგანული, ორგანული და ბიოქიმიის ჩაბარება მიხდებოდა ადრე, როგორ ცუდად მახსენდება ის პერიოდი :(
არც ჩემი ლექტორები წყვეტდნენ ციდან ვარსკვლავებს ხასიათით, მაგრამ ადრინდელთან შედარებით ახლა ბევრად მარტივად გვაქვს საქმე. უნივერსიტეტებში არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი, - საორჭოფოა საკითხი? გადაწყდება სტუდენტის სასარგებლოდ! ჩვენც (განსაკუთრებით მე, რა ვქნა ვიკინგური სული და ბუნტის მოყვარული გოგო ვარ:) ) არ ვუთმობთ არაფერს ლექტორებს, ნაპრავა-ნალევა ყველას ვეპასუხებით (ტუ კი შესაპასუხებელია, რა თქმა უნდა). კარგია სტუდენტობის წლები, სამედიცინო ძალიან მიყვარს და მას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს, კარგა ხანი ხარ სტუდენტი :D
28. თამრო, რა ლამაზი ხარ სურათში? სად იყავი აქამდე, გასული საუკუნის სურათებს რომ გვაჩვენებდი... მართლა ძალიან ლამაზი სურათია... თამრო, რა ლამაზი ხარ სურათში? სად იყავი აქამდე, გასული საუკუნის სურათებს რომ გვაჩვენებდი... მართლა ძალიან ლამაზი სურათია...
27. მომეწონა! მე მეორეში ვარ ეხლა და ერთ ლექტორზე ისეთი გაცოფებული ვარ რო მეტი არ შეიძლებაა:)თუმცა ბევრი ძალიან კარგია და მიყვარს:)
5 მომეწონა! მე მეორეში ვარ ეხლა და ერთ ლექტორზე ისეთი გაცოფებული ვარ რო მეტი არ შეიძლებაა:)თუმცა ბევრი ძალიან კარგია და მიყვარს:)
5
25. მწერლის თვალით დანახული საინტერესო სამყარო. მწერლის თვალით დანახული საინტერესო სამყარო.
24. ყველა - არა, ნეკერ! ერთი - მისაღებზე და 2-ც - ესენი! სხვა ყველა არაჩვეულებრივი იყო! :))
ნატა, არ მითხრა, - ვიცნობდიო! შენ რომ დაიბადე, მაგი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო! ყველა - არა, ნეკერ! ერთი - მისაღებზე და 2-ც - ესენი! სხვა ყველა არაჩვეულებრივი იყო! :))
ნატა, არ მითხრა, - ვიცნობდიო! შენ რომ დაიბადე, მაგი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო!
23. დედააა :)) უიმე ბ.დავითი :)) დედააა :)) უიმე ბ.დავითი :))
22. რავა ყველა ლექტორი შენ გიჩმახებდა თამარ :)) აფსუს ჩემი ლექტორები? რომ ვიცოდე ისევ იგივე ხალხი მასწავლის, დავბრუნდებოდი მეექვსეში :) ვენაცვალე, ზოგიერთების გამოკლებით :) რავა ყველა ლექტორი შენ გიჩმახებდა თამარ :)) აფსუს ჩემი ლექტორები? რომ ვიცოდე ისევ იგივე ხალხი მასწავლის, დავბრუნდებოდი მეექვსეში :) ვენაცვალე, ზოგიერთების გამოკლებით :)
21. ისევ სტუდენტობაში დავბრუნდი... გიერთდებით ლოზუნგში: გ ა უ მ ა რ ჯ ო ს ლ ე ქ ტ ო რ ე ბ ს!
("გოუმარჯოს რაჭველებს" - პონტში!) :) ისევ სტუდენტობაში დავბრუნდი... გიერთდებით ლოზუნგში: გ ა უ მ ა რ ჯ ო ს ლ ე ქ ტ ო რ ე ბ ს!
("გოუმარჯოს რაჭველებს" - პონტში!) :)
20. 19. და "მეორეკორპუსელებთან" ვის აქვს პრეტენზია?! (წარბისაწევასმაილიკი, მერე ჩახუტებასმაილიკი და მერე_ფაცხაფუცხითგასვლასმაილიკი! ) ბერეთელი. 2009-02-09 21:25:54
პრეტენზიაც უნდა მქონდეს, მეორეკორპუსელლექტორებთან, მოგონებების გარდა? ნახევარი ლექციები - მანდ მიტარდებოდა და ამ ორის გარდა, ყველა ლექტორი - ერთმანეთზე უკეთესი იყო! ასე რომ... გაუმარჯოს ლექტორებს! :) 19. და "მეორეკორპუსელებთან" ვის აქვს პრეტენზია?! (წარბისაწევასმაილიკი, მერე ჩახუტებასმაილიკი და მერე_ფაცხაფუცხითგასვლასმაილიკი! ) ბერეთელი. 2009-02-09 21:25:54
პრეტენზიაც უნდა მქონდეს, მეორეკორპუსელლექტორებთან, მოგონებების გარდა? ნახევარი ლექციები - მანდ მიტარდებოდა და ამ ორის გარდა, ყველა ლექტორი - ერთმანეთზე უკეთესი იყო! ასე რომ... გაუმარჯოს ლექტორებს! :)
19. და "მეორეკორპუსელებთან" ვის აქვს პრეტენზია?! (წარბისაწევასმაილიკი, მერე ჩახუტებასმაილიკი და მერე_ფაცხაფუცხითგასვლასმაილიკი! :) ) და "მეორეკორპუსელებთან" ვის აქვს პრეტენზია?! (წარბისაწევასმაილიკი, მერე ჩახუტებასმაილიკი და მერე_ფაცხაფუცხითგასვლასმაილიკი! :) )
18. ძალიან საინტერესო იყო... ჩვენც გვყავდნენ ,,უცნაურები'' მაშინ... ეჰ, როგორი ნოსტალგია შემომეძალა ახლა, თამარ... რა კარგი დრო იყო... სტუდანტობა....გმადლობ! დიდი სიამოვნება მივიღე! :) ძალიან საინტერესო იყო... ჩვენც გვყავდნენ ,,უცნაურები`` მაშინ... ეჰ, როგორი ნოსტალგია შემომეძალა ახლა, თამარ... რა კარგი დრო იყო... სტუდანტობა....გმადლობ! დიდი სიამოვნება მივიღე! :)
17. 15. ოჰ ეს მაღლიველი ლექტორები.. გაგვიშრეს სისხლი.. რა კარგად წამეკითხა ტუტუცი_განდალფი. 2009-02-09 19:36:40
:)) სამწუხაროდ, ის საშინელი ლექტორები - მაღლიველები არ იყვნენ... ორივე მეორეკორპუსელი იყო: ფიზიკაც და ქიმიაც.!
და ისე, შენც მაღლიველი ხარ? შენც "მალიარი ხარ, ბიჭო?" :) (მხ.ფ. "ბეღურების გადაფრენა") 15. ოჰ ეს მაღლიველი ლექტორები.. გაგვიშრეს სისხლი.. რა კარგად წამეკითხა ტუტუცი_განდალფი. 2009-02-09 19:36:40
:)) სამწუხაროდ, ის საშინელი ლექტორები - მაღლიველები არ იყვნენ... ორივე მეორეკორპუსელი იყო: ფიზიკაც და ქიმიაც.!
და ისე, შენც მაღლიველი ხარ? შენც "მალიარი ხარ, ბიჭო?" :) (მხ.ფ. "ბეღურების გადაფრენა")
16. სამწუხაროდ პროზის მონიტორზე კითხვა არ შემიძლია,თან როგორც ვხედავ ჩამოვრჩენილვარ ამ ნაწარმოებს:) (6 თავიო?) ამიტომაც,უბრალოდ, მოგიკითხეთ ქ-ნო თამარ:) სამწუხაროდ პროზის მონიტორზე კითხვა არ შემიძლია,თან როგორც ვხედავ ჩამოვრჩენილვარ ამ ნაწარმოებს:) (6 თავიო?) ამიტომაც,უბრალოდ, მოგიკითხეთ ქ-ნო თამარ:)
15. ოჰ ეს მაღლიველი ლექტორები.. გაგვიშრეს სისხლი.. რა კარგად წამეკითხა ოჰ ეს მაღლიველი ლექტორები.. გაგვიშრეს სისხლი.. რა კარგად წამეკითხა
14. სახალისოდ იკითხება და ამიტომ, მეპატარავება კიდეც ეს თავები :) სახალისოდ იკითხება და ამიტომ, მეპატარავება კიდეც ეს თავები :)
13. ყოჩაღ! =D> :) ყოჩაღ! =D> :)
12. წავიკითხე... წავიკითხე...
10. მეც ლექტორი ვარ, მიშა და სწორედ მაშინ დავიფიცე, რომ თუ ლექტორი გავხდებოდი, არასოდეს ვიქნებოდი მათი მსგავსი! დანარჩენი - ყველა არაჩვეულებრივი ლექტორი მყავდა, ასე რომ... კურიოზები გამოცდებთან დაკავშირებით, - დამთავრებულია! :)
მაგრამ ამ რომანის დანიშნულებაა, საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენათა აღწერა, რომლის ეპიცენტრშიც იყო მოქცეული თეონა. ეს გამოცდებიც - იმ მოვლენათა ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო და ამდენად ჩავწერე. მეც ლექტორი ვარ, მიშა და სწორედ მაშინ დავიფიცე, რომ თუ ლექტორი გავხდებოდი, არასოდეს ვიქნებოდი მათი მსგავსი! დანარჩენი - ყველა არაჩვეულებრივი ლექტორი მყავდა, ასე რომ... კურიოზები გამოცდებთან დაკავშირებით, - დამთავრებულია! :)
მაგრამ ამ რომანის დანიშნულებაა, საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენათა აღწერა, რომლის ეპიცენტრშიც იყო მოქცეული თეონა. ეს გამოცდებიც - იმ მოვლენათა ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო და ამდენად ჩავწერე.
9. რამდენადაც, ნაწარმობი ბიოგრაფიულია ჩემთვის არაა ძნელი ( პირიქით სასიამოვნოც არია) მისი წაკითხვა...ავტორთან მეგობრული ურთიერთობის გამო, მაგრამ უცხოსათვის მგონია, რომ ძალიან გაიწელა გამოცდების თემა.სასურველია თუ სხვა სიუჟეტით ჩაანაცვლებს ავტორი. მიუხედავად ამისა 5 ვწერ. მომწონს თამარის ნაწეერი, მსუბუქად იკითხება და იმიტომ:) 5 ;) რამდენადაც, ნაწარმობი ბიოგრაფიულია ჩემთვის არაა ძნელი ( პირიქით სასიამოვნოც არია) მისი წაკითხვა...ავტორთან მეგობრული ურთიერთობის გამო, მაგრამ უცხოსათვის მგონია, რომ ძალიან გაიწელა გამოცდების თემა.სასურველია თუ სხვა სიუჟეტით ჩაანაცვლებს ავტორი. მიუხედავად ამისა 5 ვწერ. მომწონს თამარის ნაწეერი, მსუბუქად იკითხება და იმიტომ:) 5 ;)
8. აუ რა "პალაჩი" ლექტორები არიან! რა ვიცი, გენაცვალე, მეც კი ვიყავი ლექტორი ერთდროს, მარა ასეთი საძაგლობები არ მიკეთებია.!.. სხვად ყველაფერი კარგია და ველოდები შემდეგ თავს. აუ რა "პალაჩი" ლექტორები არიან! რა ვიცი, გენაცვალე, მეც კი ვიყავი ლექტორი ერთდროს, მარა ასეთი საძაგლობები არ მიკეთებია.!.. სხვად ყველაფერი კარგია და ველოდები შემდეგ თავს.
7. დაიწყო ჩემი სასესიო ღელვა... 5!!! დაიწყო ჩემი სასესიო ღელვა... 5!!!
6. ველოდები გაგრძელებას, 5555555 ველოდები გაგრძელებას, 5555555
5. ველოდებით55555 ველოდებით55555
4. ასეთები ყოველთვის არიან მგონი :)) მეც მქონია ჩემი სტუდენტური მოღვაწეობისას ასეთი შემთხვევები :) ასეთები ყოველთვის არიან მგონი :)) მეც მქონია ჩემი სტუდენტური მოღვაწეობისას ასეთი შემთხვევები :)
3. შემოგევლე თამარ ვერ გავძელი და წავიკითხე!!! არაჩვეულებრივია!!! საკმაოდ ვიხალისე, თუმცა თეონას კი სულითვგულშემატკივრობდი, გაიხარეეე!!! :) :) :) შემოგევლე თამარ ვერ გავძელი და წავიკითხე!!! არაჩვეულებრივია!!! საკმაოდ ვიხალისე, თუმცა თეონას კი სულითვგულშემატკივრობდი, გაიხარეეე!!! :) :) :)
2. :)) :)) :)) სულ ჩვენ არ გვგვანან ეს ლექტორები თაამ??? :)) მაინც სად იპოვე ამისთანები? :-* :)) :)) :)) სულ ჩვენ არ გვგვანან ეს ლექტორები თაამ??? :)) მაინც სად იპოვე ამისთანები? :-*
1. სახლში წავიკითხავ. მოგიკითხე თამარ!!! სახლში წავიკითხავ. მოგიკითხე თამარ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|