ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე927
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2019


ვირთხების დროება

ეხლა ვირთხების დადგა დროება
ეხლა ყვავ-ყორნებს აქვთ ჟრიამული
და აქ ჩანს ქვეყნის ამაოება
ლომს აუკრძალეს აქ სიარული

დღეს ბოროტება ქვეყნად აღზევდა
და მან მოირგო სიკეთის სახე
აქ თვით პლატონიც ვეღარ აღწერდა
რამხელა არის სიშლეგის მახე

აქ უვიცობას ნათლავენ ცოდნად
უცოდინარი მეცნიერია
უზრდელობას კი აქ ნახავთ ოხრად
გინება თურმე მშვენიერია

სიყვარული კი ვნებად მონათლეს
ვეფხისტყაოსანს არად აგდებენ
ცნობიერება მათ ხომ მოწამლეს
ისინი მხოლოდ უვიცს აქებენ

სიმამაცე კი გადასცეს წარსულს
წარსული კიდევ სულ მთლად უარყვეს
სანახაობით უაზროდ გართულს
არვინ იხსენებს შოთა რუსთაველს

მაგრამ იცოდეთ მალე დადგება
დრო როცა ლომი დაიღრიალებს
და მაშინ ვირთხაც უცებ გაქრება
რაინდთა ცეცხლი კვლავ იბრდღვიალებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები