| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2019 |
მაღალ მთებში, წინაპრების ნაკვალებზე, მაღლა ცასთან , შეხებაც რომ შეგიძლია, საუბრები მთვარეზე და მცხუნვარ მზეზე, როცა სუნთქვსც უცნაური ზეიმია.
როცა გიწუხს, სისხლში ანცი გადაღლები, ცა თეთრია, კლდე ირმების სათრეშო სადაც სისხლი, სულის ძარღვის ნაკადული ამ წალკოტში იღებს თურმე სათავესო.
ხის ტოტებში შემალული მდუმარება, ჩანჩქერების სიწმინდე და თოვლი მთებზე, დაფიქრება აშოლტილი მწვერვალების , უპატრონოდ დარჩენილთა ოცნებებზე.
მაღლა მთებში, ჩემი სისხლის ნაკვალებზე მაღლა ცასთან მე და ჩემი სამი თვალი, გვირილების კეკლუცობა გაშლილ მთებზე, და კესანე მინდვრის ლურჯი დედოფალი.
03.07.2019 ზ. მ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მწვერვალს არ უხდება აყლაყუდა ჩემი აზრით . მიუხედავად იმისა რომ სითბოს და სიყვარულის გამოხატვა გსურთ , ცოტა ცუდად ჟღერს.. ტექსტს გადახედეთ , ასოებია შესასწორებელი .. წარმატებას გისურვებთ. მწვერვალს არ უხდება აყლაყუდა ჩემი აზრით . მიუხედავად იმისა რომ სითბოს და სიყვარულის გამოხატვა გსურთ , ცოტა ცუდად ჟღერს.. ტექსტს გადახედეთ , ასოებია შესასწორებელი .. წარმატებას გისურვებთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|