| ავტორი: აზორ აჰაი ჟანრი: პროზა 29 აგვისტო, 2019 |
ნახევრად ჩაბნელებულ მტვრიან ოთახში ვსხედვართ მე, ჩემი მეწყვილე, ისტორიის ფაკულტეტის დოქტორანტი ხატია გულბანი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი შტეფან ბროხი და სტამბოლის ეროვნული არქივის თანამშრომელი ისმეთ ქარაქოლჯუ თავისი კატის, დემირის თანხლებით და უკვე მეოთხე წრეზე მივდივართ იმ დავისა თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის სტამბოლის ციხის გალავნის ადგილას აღმოჩენილი ცხვრის ტყავში გადახვეული ჩანახატები და წერილები აღმოსავლეთისა ქვეყნისა და ქართველი მეომრის ოსმალური, ჭედური, ნამგალა ხმალი რომელზედაც ასევე ქართულად წერია მოწყალეო უფალო შეინანიე სული ყმისა შენისა ანდრონიკე ჭაუჭაძისა. უშედეგოდ ვცდილობთ დავარწმუნოთ ისმეთი რომ ეს საგანძური ქართულ მხარეს გადმოსცეს, ის კი დაჟინებით იმეორებს რომ არქივიდან არაფერი არ გავა ხელისუფლების თანხმობის გარეშე. მოგუდული და გამყინავი ხმა აქვს და გალეულ მუშტებს ურტყამს ისედაც დამტვერილ მაგიდას და წიგნებიდან ავარდნილ ბუღს პორდაპირ ხატიას ჩაის ჭიქაში ყრის რომელსაც მაინც არ სვამდა რატომღაც ეს უკანასკნელი. ჩუმი გოგოა ხატია მარა სულ მგონია რომ წამიერად გაიღვიძებს მასში სვანი და თმებში სწვდება ისმეთს როგორც ეს ერთხელ გააკეთა უნივერსიტეტში ბიზანტიის იტორიის სემინარზე, როცა აწ უკვე ყოფილმა ლექტორმა ქეთა თარჩაიამ სტიპენდიის ქულა გაუფუჭა მხოლოდ იმის გამო, რომ მილანის ედიქტის არა ავთენტურობის დამტკიცების მაგალითი ვერ მოიყვანა. მაშინ ვნახე პირველად და უკანასკნელად გაცოფებული ხატია და მას მერე ვმეგობრობ მასთან. შტეფანი გერმანიაში გავიცანი სემინარზე ყოფნისას და რადგანაც პირველივე დღეს საფულე მომპარეს მან იკისრა ჩემი დატოვება მთელი კვირით. ჩვენი მეგობრობა კი ჩემს მიერ მოხვეული ხინკლის გასინჯვის შემდეგ დაიწყო, როგორც ამას თვითონ ამბობს, არადა ბებიაჩემი ჩემზე ასჯერ უკეთესს ახვევს და იმას ალბათ მეორე ცოლად წაიყვანდა დაშვებული რომ იყოს გერმანიაში. ერთადერთი ვინც წყნარადაა ოთახში ეს დემირია რომელსაც სულ კიდია ანდრონიკეც, იმისი ხმალიც და ჩანაწერებიც, სამი საათია თათებს ილოკავს. ისმეთმა მაინც თავისი გაიტანა და ვერაფრით დავათმობინეთ საგანძური, ერთი გზაღა გვრჩება რომ საკონსულოს მივმართოთ. გამტვერილები და დაღლილები გამოვდივართ სტამბოლის ქუჩებში. ხატია და შტეფი სასტუმროში მიდიან დასაძინებლად, მე კი აგერ უკვე მესამე დღეა ვეძებ იმ სახლს რომელიც ფამუქის წიგნის, \"მდუმარე სახლის\" მთავარი ლოკაციაა. ახალი ნაწვიმია და მარმარილოს ქარი უბერავს, თან მოაქვს თევზის და მარილის გემო. მესამე დღეა ვერ ვპოულობ იმ სახლს და დაღლილი, ჯემალის კაფეში ვათევ ღამეს. მეზიზღება სასტუმროები, თავის ოფიციალური სტუმრებით და ამოღამებული სახეებით, ყალბი პერსონალით და ერთი ღამის მეძავებით. ისევ ჯემალის კაფე მირჩევნია, ჯემალი ორი წლის წინ გავიცანი როცა სამეგრელოში სუფრაზე მოვხვდით ერთად. მისი ბებია თურქ მევახშე ნეჯმეთზე ყოფილა გათხოვილი და მიუხედავად იმისა რომ მესამე თაობა იყო ჯემალი, მაინც არ ივიწყებდა აქაურ ნათესავებს და ყოველ წელს სტუმრობდა. ჩემმა მოყოლილმა ისტორიებმა, საქართველოს ომებმა ირანთან და ოსმალეთთან გაიტაცა ჯემალი და მაშინ დავმეგობრდით. მერე უკვე თურქეთში ყოფნისას შევხვდი ახალი გახსნილი ქონდა კაფე და მას მერე ყოველ ჩასვლაზე მასთან ვათევ. დამინახა თუ არა სახე გაუბრწყინდა, მურადს გადაულაპარაკა და ნარდი გაამზადა, მარა ხელით ვანიშნე დალევა მინდა მარტოთქო და მიხვდა არ მქონდა თამაშის თავი. მის კაფეში სულ იყო ხალხი. ჩვეული ოფლის, ცხვრის მწვადის, ქებაბის და ჩაის არომატი ტრიალებდა. რაქი მოვატანინე და სიმითი, ჩაის ბოლოს ვსვამდით წასვლამდე. არ მახსოვს რამდენი დავლიე, ჩემთვის უფასო იყო და მეც არ ვზოგავდი, ჩაიც დავაყოლე და მოსაწევად გამოვედი, გამველელებს ვათვარიელებ და ქალწულის კოშკს გავცქერი. სულ მინდოდა სტამბოლში მქონოდა ბინდა ყოველ შემოდგომას ჩამოვსულიყავი. რატომ არ ვიცი მაგრამ მხოლოდ შემოდგომას. ამდროს ჟემალის ხმა მესმის, გინებას ყველა ენაზე ვარჩევ და მესმის რომ თავის შვილს აგინებს. მომვარდა ყვირის მაინც გააკეთაო. ვერ მივხვდი რას ამბობდა. ქრისტიანად მოინათლა და ქართველი ცოლი მოიყვანა, ამწამს დაურეკია ნურისთვისო, ნური ამის შებერტყილი ცოლია. რო ვთქვა მეწყინაო მოვიტყუები მარა როგორ გინდა თურქს თურქეთში უთხრა საღოლ შენ შვილს კაი რამე უქნიათქო. შევიცხადე და გამოვკითხე ყველაფერი. თურმე შარშან საქართველოში სანდროც წაუყვანია, ისქანდერაა მარა მე სანდროს ვეძახი. ხოდა ამ ბედოვლათ სანდროს რომელიც უკვე თითქმის ჩემი ასაკისაა ქართველი გოგო მოსწონებია, ცისფერთვალა და ლოყებჩაჩუტული და ღვთის საგმობი გეგმაც განუძრახავს. ან ამ გოგოს მოვიყვან ან სარიქაიების გვარს უძიროდ დავტოვებო. რჯულს შევიცვლი და მაინც მოვიყვანო. ლამის მოუკლია ჯემალს ცემით მარა სიყვარულს რას დაუშლი. სიყვარულზე ჩემი ამბები გამახსენდა. უკვე აღარც ვუსმენდი ჯემალს, ნიშანთაშში მივუყვებოდი ხალიჩების კოლონას. სტამბოლს კი არ ეძინა, ხარბად ისრუტავდა ჩემს ფიქრებს, გრძნობებსაც და სულსაც. მახსოვს როგორ ვოცნებობდი სტამბოლში სახლზე და კიდე ერთ რამეზე ვოცნებობდი, რამეზე რა ვინმეზე. რაც იყო იყო. კიდევ სამი დღე დავრჩით და საკონსულოს წყალობით როგორც იქნა წავგლიჯეთ განძი ისმეთს. გაფრენის დღე არის ყველაზე რთული სტამბოლიდან, ასე გგონია სულს ტოვებ იქ, ფერად ხალიჩებში, მინარეთებში, რელიეფებში, ჩაიში და მოლას ხმაში. სადათის ხმა მოგენატრება და მასზე დაკრული სევდიანი ნანა. ტოვებ აღმოსავლეთის ბრილიანტს და მიდიხარ უსახური ბეტონის ჯუნგლებში. მთელი გზა მეძინა, დაშვებისას გამეღვიძა ზუსტად. ხმალი ხატიას მოჰქონდა, მე წერილები, ჩვენი ბარგი კიდევ შტეფანს ავკიდეთ. უცებ სანდროს ვხედავ გასასვლელში, ისკანდერას. მის გვერდით კი ციფერთვალა და ლოყებჩაჩუტულ გოგოს რომელმაც ალბათ ჯერ არ იცის რომ სამოთხეში მიდიან. ცოტათი შემშურდა მაგრამ გავუღიმე, უკვე შედიოდნენ ესკავატორზე, ისკანდერამ მიცნო და ხტუნვა დაიწყო, მამამ მაპატიაო. ცისფერთვალა გოგომ კი ვერ მიცნო. ან კი რას მიცნობდა, იმდენი წელი გავიდა. მე კი ეხლაც მახსოვს როგორ გადმომძახა მელოტი დუნდუს ლექციაზე ხო არ დაგეხმაროო როცა შეატყო რო მაგრად ვწვალობდი. მშვიდობით ბეტონის ჯუნგლებო, რადგან წინ საოცრეებაა, უკან არ მოიხედო.
ეძღვნება ჩემს სალიკოს ექსპრომტად ვიცი ბევრს იცინებ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სტამბოლი ქალაქია სადაც გულს დატოვებ და ივლი მერე მთელი ცხოვრება უგულოდ))) ცუდი არ იყო. სტამბოლი ქალაქია სადაც გულს დატოვებ და ივლი მერე მთელი ცხოვრება უგულოდ))) ცუდი არ იყო.
4. ჯონათან შენს კომენტარებს ყოველთვის ველოდები ხოლმე და კრიტიკასაც )) ვიცი რომ გულისყურით კითხულობ. მომიტევე ხოლმე შეცდომები ^^, მზია მადლობა დიდი ) ჯონათან შენს კომენტარებს ყოველთვის ველოდები ხოლმე და კრიტიკასაც )) ვიცი რომ გულისყურით კითხულობ. მომიტევე ხოლმე შეცდომები ^^, მზია მადლობა დიდი )
3. ჯონათან შენს კომენტარებს ყოველთვის ველოდები ხოლმე და კრიტიკასაც )) ვიცი რომ გულისყურით კითხულობ. მომიტევე ხოლმე შეცდომები ^^ ჯონათან შენს კომენტარებს ყოველთვის ველოდები ხოლმე და კრიტიკასაც )) ვიცი რომ გულისყურით კითხულობ. მომიტევე ხოლმე შეცდომები ^^
1. \"გაფრენის დღე არის ყველაზე რთული სტამბოლიდან, ასე გგონია სულს ტოვებ იქ, ფერად ხალიჩებში, მინარეთებში, რელიეფებში, ჩაიში და მოლას ხმაში. \" - ზუსტად ასე ვფიქრობ სტამბულიდან ყოველი გამოფრენისას.
რა გრძელი წინადადებებია, აძნელებს კითხვას.
ესკალატორია ის :)
\"გაფრენის დღე არის ყველაზე რთული სტამბოლიდან, ასე გგონია სულს ტოვებ იქ, ფერად ხალიჩებში, მინარეთებში, რელიეფებში, ჩაიში და მოლას ხმაში. \" - ზუსტად ასე ვფიქრობ სტამბულიდან ყოველი გამოფრენისას.
რა გრძელი წინადადებებია, აძნელებს კითხვას.
ესკალატორია ის :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|