აღსდექ აფრინდი ჩემო არწივო ნუ შეგაშინებს შავი ყორანი თავისუფლების დიდო რაინდო არ ასმენინო შენს მტრებს ოხვრანი
მიდი გაფრინდი და ინავრდე თავისუფლება შენი ხვედრია შენი კუთვნილი ზეცის სავანე ისევ შენ გელის შენ წილხვედრია
მიდი გახეთქე შენი გალია და აიყარე შენი ბორკილი დასტოვე მიწა ის ხომ მყრალია შენ ხომ ზეცისთვის ხარ მოხმობილი
და აიჭერი ყველაზე მაღლა თორმეტ ვარსკვლავი დაჰყარე მიწას და შემდეგ მთვარეც დაამხე დაბლა დათვიც ვერაფერს დაგაკლებს მფრინავს
დროზე არწივო შენი მართვენი ერთმანეთს სამტროდ დაჯახებიან მომრავლდნენ მათი ტვინის ამრევნი რატომღაც ქათმებს დაზავებიან
და აჯერებენ თავისუფლება არის მიწას და არა ზეცაში თქვენ აღარ გაქვთო ფრენის უფლება თქვენ ხომ ქათამი გჯობნით ფრენაში
დროზე არწივო გაშალე ფრთები შენი მართვენი ზეცას აფრინე არ დაჭირდებათ იქ ვიწრო გზები თავისუფლების ჰიმნი ასმინე
დროზე არწივო თორემ ქათამი იჩემებს თურმე უკვე მეფობას მიდი გვანახე ქათმის ვარამი შენს კლანჭებში რომ ხვდება ტყვეობას
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|