 | ავტორი: აბრრაგი. ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დილიპირზე, მაჭარსა ვსვამთ მე და ცაბუტაანთ ბეცი. კაცი ცელით წამოგვადგა მეუნევა - გამამყეცი! შეუღრინე გამაძღარმა აეგ ცელი დაკეცეო, თუ არ გინდა წამოვხტე და კეთილებში დაგეცეო, თვალებს ბჟუტავს ცაბუტიჩი, გვისმენს რასა კროცამენო სიკვდილს კარგებს არ უტყნამენ, ახსენებენ,ლოცამენო.. \"სუ უნ სვა და სუ უნ ხეთქო?!\" ხმას იმკაცრებს მიქელაო ეგ \"ბაშკა\" უნ გაგიხეთქო სუფრა ფეხით გვიქელაო. ვეუბნები, წაიყვანე ვისზეც მართლა ახიაო ეგე, დამბლა მიტოი ბიჭი სიდედრი რო დახიაო, ანდა ეგე სოფლი ბოლოს, სახლი ჩადგა ჯუმბერამ და შარშან ზაფხულ მივატანე ცოლის დაი რო უბერამდა. მე რას მერჩი რად გინდივარ, ჩემთანა გაქ რა ხელიო? დავიჯერო აღარა ხარ ჩემზე ცუდის მნახველიო, დაჯექ მოდი დაშოშმინდი ე მაგ ცელს ნუ აფრიალებ.. კაცია და თვალებს როგო მოზვერივით აბრიალებს.. რასაცა ვსვამთ, გაგვისინჯე ჩვენი წალმის ნამყენია, ჭალის ბოლოს ცაბუტიჩის თეთრი ვირი აყენია, გაბრომ ვაზის სიყვარული დაიყენა თავდებადო სიცოცხლისა დაასხითო (მალე გაუთავდებათო) ჯერ ვენახი დალოცა და მერმე ჩვენი მარჯვენაო, მერვე ჭიქის მერე მკლავზე ნაკოლკები გვაჩვენაო, მოკლედ ატყდა პურიჭამა არი დიდი \"გნიასიო\" ცელის \"რუჩკას\" გაუთიშა ჯოჯოხეთთან \"სვიაზიო, ბევრი თვითონ მოიფიქრა ციტატები, ფრაზებიო, თეთრი ვირი ყროყინებდა შრიალებდა ვაზებიო, მოვდიოდით ჭალის პირას შიში მქონდა აღარაო, გაბრიელმა მოიფხანა კეფი ბოლოს ჭაღარაო, ცაბუტიჩმა შემახსენა დილას სამტროდ გვეკვეთაო ახლა ცელი მხარზე ედო ტარი ტრაკში ეკეთაო.
2015 +- 1-2 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აუუუუუ <3 შენ ვინ ყოფილხარ სგ სგ, ძაან მაგარი იყო :D :D :D აუუუუუ <3 შენ ვინ ყოფილხარ სგ სგ, ძაან მაგარი იყო :D :D :D
3. ჯიგარი ხარ, იუმორში ჯიგარი ხარ, იუმორში
2. ლოლაშვილზე დავაყენო? )) ლოლაშვილზე დავაყენო? ))
1. გაბრო :))
შეუცვალე ჟანრი, შესანიშნავი იუმორია :)
გაბრო :))
შეუცვალე ჟანრი, შესანიშნავი იუმორია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|