ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2019


მეთოჯინე

მე თქვენ გასწავლით, საკუთარი თავისგან როგორ დამალოთ ის,
რისთვისაც ხართ მოწოდებულები,
რადგან ვმოქმედებ საფარივით
როგორც სამოსი,
ფერი და ფორმა მრავალი მაქვს და გიცავთ თქვენგან,
რომ კვადრატებსა,
და კუბებში თქვენმა სიმრგვალემ ვერ ამოხეთქოს ვერასოდეს და ვერ შეიცნოთ თქვენი თავი,
ახლაც გატყუებთ  იქნებ,
რა იცით..
თქვენით ვთევზაობ,
თქვენი ხერხემლები ანკესებად მიჭირავს ხელში,
სატყუარად კი თქვენივე ხუთივე გრძნობა ჰკიდია სურვილის კაუჭს,
თქვენ არ ჩუმდებით, ვერ ჩუმდებით
და ამ ხმაურში მე ვიფარავ თქვენს წმინდა სიშიშვლეს,
რათა სარკეები არ იპოვოთ ერთმანეთის თვალებში
და არ გამექცეთ,
ერთხელ ნაშობნი შემდეგშიც ჩემთან დაბრუნდებით კი არადა მე თან მოგყვებით ყოველ წასვლაზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები