ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: rezi_555
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2009


***

წვიმა…თუ?
აკაციის ყვავილთა ცვენა.
ქარი თუ...
მზის სხივებით ნაწრთობი ვნება
ვნება ცივი და მივიწყებული,
ვნება ოდესღაც კუპიდონის
ისრით შობილი,
დავიწყების მტვერ დადებული;
გაციებული.
ისევ წვიმა, ისევ ქარი
და აკაციის ყვავილთა ცვენა.
ისევ დინება გულში
მდუღარე სისხლის.
მივიწყებული ვნების ფეთება
და აფეთქება.
დავიწყება თუ არ დავიწყება,
გახსენება თუ ხელახლა შობა.
ვიცი? არ ვიცი
ისევ წვიმა, ისევ ქარი
და აკაციის ყვავილთა ცვენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები