ნინო დარბაისელი
მარიამული - - - -
ათი, ათასი, ათიათასი, აურაცხელი შენი ვთქვათ, ჩემო მაცხოვარო, ერთიც იმისა - პირველისა, ვინც შენს სიტყვაზე სიძულვილით აღმართული ხელი დაუშვა და ჩასაქოლად მომარჯვებული ქვა ვინც დადო მტვრიან მიწაზე; ვინც თავის თავში მეტი ცოდვა აღმოაჩინა, შენ კი იმ მტვერში თითით წერდი, გამოუცნობი ასოები გამოგყავდა, წაუკითხავი.
და ვთქვათ იმათიც, იმ ცოდვილთა, იმ ურწმუნოთა, ვინც შეყოყმანდა, მაგრამ პირველის მაგალითი მაინც უბრად გაიმეორა, ცოდვილისათვის მოღერებული ქვა მოიშორა და ისევ თავის სავალს გაუყვა...
და უფრორე კი ვთქვათ იმისი, ვინც შენგან ხსნილმა და შენდობილმა მეძავეობა დაუტევა და მოგეკედლა შენ - მიმავალს გარდაუვალი სასმისის და გოლგოთისაკენ, ვინც დაგიტირა, ვინც იხარა შენი ხილვით აღდგომის მერე, ვისაც არასდროს უკან აღარ მიუხედავს, ცოდვის ცეცხლში გახვეული წარსულისაკენ და ამის გამო დანაცრება არ უწერია, ვინც დაიჯერა, რომ მიმავალი უკან-უკან თუ იყურება, გზაზე დაგდებულ ქვას ფეხს წამოკრავს, დაეცემა, დაიღუპება.
აურაცხელი შენი ითქვას, მაცხოვარო, ერთიც - იმათი, დანარჩენი ამ ცხოვრებაში - მარადიული ქვა და მტვერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობა მუხა, ნიკი და მისანი! მადლობა მუხა, ნიკი და მისანი!
7. მშვენიერია ქალბატონო ნინო
ძალიან კარგი
ფინალური ფრაზაც რა კარგად ზია
დანარჩენი ამ ცხოვრებაში - მარადიული ქვა და მტვერია. მშვენიერია ქალბატონო ნინო
ძალიან კარგი
ფინალური ფრაზაც რა კარგად ზია
დანარჩენი ამ ცხოვრებაში - მარადიული ქვა და მტვერია.
5. ლაშა, გლეხიკაცი, ჯონათან, მზია, მადლობა! ნაკლებსევდიან შემოდგომას გისურვებთ ლაშა, გლეხიკაცი, ჯონათან, მზია, მადლობა! ნაკლებსევდიან შემოდგომას გისურვებთ
4. „დანარჩენი ამ ცხოვრებაში – მარადიული ქვა და მტვერია.“ ჩემგან 5
„დანარჩენი ამ ცხოვრებაში – მარადიული ქვა და მტვერია.“ ჩემგან 5
3. ღმერთის და ადამიანების ამბავი...
ღმერთის და ადამიანების ამბავი...
2. როგორ მიხარია ეს ყველაფერი, და როგორი კარგი შეგრძნებაა, რომ ამის ავტორი თქვენ ხართ... როგორ მიხარია ეს ყველაფერი, და როგორი კარგი შეგრძნებაა, რომ ამის ავტორი თქვენ ხართ...
1. ნინო დარბაისელის დაბრუნება )) +5 ნინო დარბაისელის დაბრუნება )) +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|