| ავტორი: სანშაინ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 14 ოქტომბერი, 2019 |
ერთი კვირა.
სამი თვითმკვლელობა .
ასაკი : 16-20 წელი.
შემდეგ კვირაში სამ ბავშვს დავმარხავთ.
ასე უბრალოდ, ვიტირებთ, შევიცოდებთ, გავბრაზდებით, წავალთ სასაფლაოზე... დავმარხავთ სამ ბავშვს და ერთ დედას. , ჩამოვიფერთხავთ მიწიან ხელებს და ყველანი ჩვენ-ჩვენ სახლებში დავნაწილდებით, ჩავუსხდებით ტელევიზორებს და ისევ ჩვენ ბუშტში შევიხუთებით.
რაზე ვილაპარაკოთ? ვისი ბრალია? რისი ბრალია? რა გვჭირს?
უსიყვარულობა... სიცივე გულში... მშობლების გარეშე გაზრდილი აღზ არა გაზრდილი თაობა გგვყავს... რომელიც ასე ცივად გვეცლება ხელიდან.
სითბო აკლიათ... გვაკლია.
ამ უბედურების ჯაჭვის პირველი რგოლი მაინც ის არაფრისკეთებისგან საჯდომგასიებული პოლიტიკოსები მგონია, რომლებიც უყურებენ ახალ ამბებს და შარვლებიდან ხელსაც კი არ იღებენ... საკუთარ გენიტალიებთან მოთამაშე პოლიტიკოსები... რომელთა მოსაქმებულ ტუალეტებს 16 წლის ბიჭების და გოგონების დედები წმენდენ. მათი შვილები კი თვითმკვლელობას გეგმავენ.
მე მაინც მგონია, რომ ეკონომიკური მდგომარეობაა ყველა უბედურების საწყისი.
ვერ აჭმევ შვილს, რადგან არ გაქვს სამსახური, ან გაქვს და მაინც ვერ აჭმევ..
მიდიხარ სხვა ქვეყანაში... შრომობ. ამ დროს შენ შვილებს სკოლაში დასცინიან, არასრულფასოვნების კომპლექსები აქვთ,რეალიზებას ვერ ახდენენ... გვერდით მდგომს ვერ ნახულობენ და რჩება ორი ვარიანტი, ან იყოს მჩაგვრელი, ან ჩაგრული... ჩაგრულთა ხვედრი უფრო მძიმეა, ვერ უძლებენ და ბოლო ძალით რაც რჩებათ, ჭაღზე თოკს კიდებენ, ან კორპუსის კიბეებზე არბიან, აფთიაქში ჩარბიან და ათას უბედურ ხერხს მიმართავენ ამდენი სიცივის, მარტოობის და ჩაგვრის დასასრულებლად.
ადამიანები, რომლებიც ყველაფრის გამოსასწორებლად დავიქირავეთ, ჩვენ მიერ გადახდილ ხელფასს ტუალეტში უშვებენ. მიდიან მერე აქ დარჩენილი დედები და წმენდენ... სახლში მისულებს კი იმის ძალაც აღარ აქვთ შვილებს მოუსმინონ.
აქ დარჩენილი მამები რომ დედებს სცემენ, დედები შვილებს და მთელი ბავშვობა ცემა-ტყეპის ნაყურებ შვილებს რომ სითბო არსაიდან მიეწოდებათ, ეგეც ცალკე სალაპარაკო უზარმაზარი პრობლემაა...
ჩვენ, საზოგადოებამ ბავშვები დავმარხეთ ! ბავშვები! რომლებსაც ნათელი ბავშვობა უნდა ჰქონოდათ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რაც ხდება, საშინელებაა! ეს პატარა წერილი მართლაც რომ განგაშის ზარებს რეკს."წავალთ სასაფლაოზე... დავმარხავთ სამ ბავშვს და ერთ დედას. , ჩამოვიფერთხავთ მიწიან ხელებს და ყველანი ჩვენ-ჩვენ სახლებში დავნაწილდებით, ჩავუსხდებით ტელევიზორებს და ისევ ჩვენ ბუშტში შევიხუთებით."--ამაზე მეტი რაღაუნდა თქვას ავტორმა. შემოგვიძახა. ჩემში მთვლემარე სირცხვილმა შეიღვიძა. ბევრის გაღვიძებას მოჰყვება შედეგი... რაც ხდება, საშინელებაა! ეს პატარა წერილი მართლაც რომ განგაშის ზარებს რეკს."წავალთ სასაფლაოზე... დავმარხავთ სამ ბავშვს და ერთ დედას. , ჩამოვიფერთხავთ მიწიან ხელებს და ყველანი ჩვენ-ჩვენ სახლებში დავნაწილდებით, ჩავუსხდებით ტელევიზორებს და ისევ ჩვენ ბუშტში შევიხუთებით."--ამაზე მეტი რაღაუნდა თქვას ავტორმა. შემოგვიძახა. ჩემში მთვლემარე სირცხვილმა შეიღვიძა. ბევრის გაღვიძებას მოჰყვება შედეგი...
6. როცა სახლი იმის გამო გენგრევა, რომ ხელოსანმა აგურისთვის განკუთნილი ცემენტის ფულიდან ნახევარზე მეტი საკუთარ ჯიბეში წაიღო, დანგრევა ხელოსნის ბრალი უფროა, ვიდრე დამკვეთის. ასეა ჩემთვის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწრებლად ვიხდით ფულს, რომლის ნახევარზე მეტი "ხელოსნის" ჯიბეში მიდის. ხელოსანი კარგ სახლში ცხოვრობს, ჩვენ სახლი აღარ გვაქვს. პ.ს ჟანრის ამბავი მექანიკურია :( როცა სახლი იმის გამო გენგრევა, რომ ხელოსანმა აგურისთვის განკუთნილი ცემენტის ფულიდან ნახევარზე მეტი საკუთარ ჯიბეში წაიღო, დანგრევა ხელოსნის ბრალი უფროა, ვიდრე დამკვეთის. ასეა ჩემთვის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწრებლად ვიხდით ფულს, რომლის ნახევარზე მეტი "ხელოსნის" ჯიბეში მიდის. ხელოსანი კარგ სახლში ცხოვრობს, ჩვენ სახლი აღარ გვაქვს. პ.ს ჟანრის ამბავი მექანიკურია :(
5. კრიტიკა-პუბლიცისტიკაში გადაუტანეთ ;) კრიტიკა-პუბლიცისტიკაში გადაუტანეთ ;)
4. იაპონიაშიც და ნორვეგიაშიც ხდება მსგავსი და პროცენტულად ბევრად მეტჯერ. უპერსპექტივობას არ უჩივიან. კაი მოკლედ , კიდევ ვამბობ , მძიმე თემაა და რთულია აზრის გაცვლაც კი . იაპონიაშიც და ნორვეგიაშიც ხდება მსგავსი და პროცენტულად ბევრად მეტჯერ. უპერსპექტივობას არ უჩივიან. კაი მოკლედ , კიდევ ვამბობ , მძიმე თემაა და რთულია აზრის გაცვლაც კი .
3. პოლიტიკური ვითარება დიდად განაპირობებს, როცა ირგვლივ იმედგაცრუება და უპერსპექტივობაა.
პოლიტიკური ვითარება დიდად განაპირობებს, როცა ირგვლივ იმედგაცრუება და უპერსპექტივობაა.
2. ჰო ჟანრი შეგშლიათ.. ნუ ეგ არაფერი , მექანიკურად ხდება ხოლმე . ამბავი ისეთი მძიმეა , რომ ძნელია ცოტა აზრის გამოთქმაც და გაცვლაც , მაგრამ პოლიტიკა მართლა არაფერ შუაშია აქ . ეს ყველგან ყველა დროს ყველა ფენაში და ყველანაირი პოლიტიკური მართველობის დროს ხდებოდა . პოლიტიკოსები რო მართლა შარვალში ხელებჩაწყობილები ზიან ეგ კი მართალია და ვიღაც უკეთესი რო მაგათ მოსაქმებულს წმენდს ეგაც მართალია.. ამის გამო ქულებს დაგიწერთ ჰო ჟანრი შეგშლიათ.. ნუ ეგ არაფერი , მექანიკურად ხდება ხოლმე . ამბავი ისეთი მძიმეა , რომ ძნელია ცოტა აზრის გამოთქმაც და გაცვლაც , მაგრამ პოლიტიკა მართლა არაფერ შუაშია აქ . ეს ყველგან ყველა დროს ყველა ფენაში და ყველანაირი პოლიტიკური მართველობის დროს ხდებოდა . პოლიტიკოსები რო მართლა შარვალში ხელებჩაწყობილები ზიან ეგ კი მართალია და ვიღაც უკეთესი რო მაგათ მოსაქმებულს წმენდს ეგაც მართალია.. ამის გამო ქულებს დაგიწერთ
1. ამბავი გასაგებია.სურათი მძიმე!
მაგრამ პროზა რაშუაშია აქ?! ამბავი გასაგებია.სურათი მძიმე!
მაგრამ პროზა რაშუაშია აქ?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|