ემილი დიკინსონი - ჩემი ყველა იმედიდან მარტო (913)
ჩემი ყველა იმედიდან მარტო შენ განქარდი დუმილით და წყნარად ათასფერა, ტურფა დილის ვარდო, გამიხმი და ვერ ვერევი ვარამს.
არასოდეს მსგავსი სიხარულით მოსწყვეტია თავის ღეროს კვირტი, არც დაუხრავს ასეთ სიქადულით მატლს ესოდენ გულმამაცი ძირი!
9 ოქტომბერი, 2019 წ.
Emily Dickinson - And this of all my Hopes (913)
And this of all my Hopes This, is the silent end Bountiful colored, my Morning rose Early and sere, its end
Never Bud from a Stem Stepped with so gay a Foot Never a Worm so confident Bored at so brave a Root
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|