ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2019


არქივი

არქივი - ბუხარი
მე - ნაცარქექია
ინი და იანი
ვქექ
ჩვენი უჯრა!
რაც ვქენი ვწუხვარ იქ..
წახვედი..
ტირის..
სადაც პირველად ვაკოცეთ
ქუჩა.

არქივი - ბუხარი
მე  ნაცარქექია
რატომ არ თავდება
უჯრაში ნაცარი
მივხვდი და
შიშისგან..
ვერავის ვუთხარი
არ უყვართ
და რადგან
იციან რაც არი.

არქივი - ბუხარი
მე ნაცარქექია
რაღა დამრჩენია
ვქექ
ჩვენი უჯრა!
ვინ იყო მართალი
გვტკივა და ვარჩევთ
მე,
ჩემი დარდით მორთული ქუჩა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები