ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Hermine
ჟანრი: პროზა
11 თებერვალი, 2009


დეე, მე ჩემს თავს შენს კალთაში ვდებ და სლუკუნით გეუბნები, დამაბრუნე... დაბადებიდან ვეცადე საკუთარი თავი გამეზარდა და აი მე დღეს შენს წინაშე ცარიელი ვდგევარ, ვიღაცეები გადი-გამოდიან ჩემში. შენ ხომ სხვებისგან გამორჩეული გინდოდა ვყოფილიყავი, თუმცა პირველი ამოსუნთქვა მათსავით ტირილით დავიწყე. რატომ  მეუბნები უკვე დიდი ხარ, 20 წლის ხდებიო? შენც ხომ იცი რომ 2+0 დღეც არ მიცხოვრია. დეე იცი ვგრძნობ რომ ტვინის ანთება მაქვს, უფრო და უფრო მიწევს ტემპერატურა, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ არ დამიჯერებ ,არადა ჩემი ტვინის შესაძლებლობების გჯერა ხო?სასაცილოა, მე ხომ არაფერი გამეგება ამ ქვეყნის და მით უმეტეს ჩემი. ზურგს უკან ყოველთვის ჩემს თავს დავცინი თუმცა არამგონია სასაცილო ვიყო. იცი სიზმარში მითხრეს გამოჯანმრთელდებიო, როგორ ვირწმუნო მათი როცა მე მხოლოდ შენი მინდა მჯეროდეს? დეე, იცი ვგრძნობ რომ ნაწილი ვარ (რაღაცის, აი თუნდაც შენი) და სულ ვცდილობ რომ მთელი გავხდე. რატომ გეღიმება?ხო დე მახსოვს,შენი მათემატიკური ლოგიკით როგორ მასწავლიდი ნაწილი მთელი ვერასოდეს გახდებაო.. თუმცა არა., არ მჯერა, მე არ მჯერა იმის, რომ ეს სამყარო მათემატიკურ კანონებს ემორჩილება და სულ რაღაც ათი ციფრი ქმნის უსასრულობას..ეს ხომ პირობითია და თითქმის ყველაფერი ჩვენს გარშემო,თუმცა სახელები ქვიათ.დეეე არ მინდა დავიჯერო, რომ ხშირად კითხვები ჯობია გაცემულ პასუხებს..არ ვიცი, მაინც გკითხავ და შეეცადე ამიხსნა..რატომ ვარქმევთ ყველაფრეს სახელებს და ამის გამო ვეღარ ვიხედებით ამ სახელების მიღმა.რატო ვერასოდეს ვერ ვწვდებით ანიდან ჰაეს და ვწყდებით სადღაც ნსთან ან ჟსთან?მე არ ვიცი დეეეე, ხომ ხედავ არაფერი არ ვიცი,შენ კი ისევ ჭკვიანს მეძახი.ვიცი შენტვის ძნელია მიწოდო სულელი..არადა მოდი,გამისწორე თალი გამჭირვალეს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები