 | ავტორი: ნინო დარბაისელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 ოქტომბერი, 2019 |
ნინო დარბაისელი
ნიჭიერთა და უნიჭოთა შესახებ - - -
ბრძოლა უნიჭოებთან - ეს არის უდიდესი შეცდომა, ეს არის უდიდესი ცოდვა! რატომ? იმიტომ, რომ იმას არ ებრძვი, ვისაც უნდა ებრძოდე. ნიჭი - შენი დამსახურება სულაც არაა. ნიჭს ღმერთი იძლევა სესხად , როგორც ტალანტს (ფულის ერთეულის ეს სახელიც ხომ სახარებიდან მოდის), რათა გაისარჯო და მოგებით დაუბრუნო. ეს - შენი ვალია. უნიჭობაც ღმერთისგანაა. უნიჭო ადამიანები სხვა მიზნებისთვის სჭირდება ღმერთს და შეიძლება ის მიზნები იმაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე შენია. თუ ბრძოლა გინდა, უნდა ებრძოლო იმას, ვინც უნიჭოს აძლევს ნიჭიერი კაცის ადგილს. ხოლო ასეთი, ადგილისმიმცემი ადამიანი თავად, თავის მხრივ, შეიძლება ნიჭიერიც იყოს, მეტიც, შენზე ნიჭიერი და შეიძლება, იყოს უნიჭოც. რა აიძულებს მას ასე მოიქცეს? ძირითადად შური, სხვადასხვაგვარი გამორჩენის მოლოდინი ან გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნა... ყველაზე მძიმე აქ ისაა, რომ ჩვეულებრივ, ნიჭიერი თუ უნიჭო ადამიანები ღიად თუ ფარულად ადვილად ერთიანდებიან ნიჭიერი ადამიანის წინააღმდეგ, ნამდვილ აისბერგებს ქმნიან. მიდი და ებრძოლე! აი, ესაა ნიჭიერი მარტოკაცის ტრაგედია. გამოსავალი?! მე არ ვიცი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. თორნიკე ბატონო, დიდად დამავალებთ, თუ სწორად გამაგებინებთ იმას, რაც თქვენი სიტყვით,, არასწორად მესმის@, თან ისე, რომ სხვა მკითხველებსაც გამოადგეთ. აბა, გისმენთ! თორნიკე ბატონო, დიდად დამავალებთ, თუ სწორად გამაგებინებთ იმას, რაც თქვენი სიტყვით,, არასწორად მესმის@, თან ისე, რომ სხვა მკითხველებსაც გამოადგეთ. აბა, გისმენთ!
20. უნიჭო ადამიანები არ არსებობენ (გარდა იმ ადამიანებისა, რომლებთაც რაიმე დაავადება სჭირთ და გარკვეულწილად უუნაროები არიან)...
ზოგადად ნიჭის რაობაც არასწორად გესმით... უნიჭო ადამიანები არ არსებობენ (გარდა იმ ადამიანებისა, რომლებთაც რაიმე დაავადება სჭირთ და გარკვეულწილად უუნაროები არიან)...
ზოგადად ნიჭის რაობაც არასწორად გესმით...
19. ძალიან მომეწონა ;) გამოსავალსაც მოვისმენდი სიამოვნებით :) 3 ძალიან მომეწონა ;) გამოსავალსაც მოვისმენდი სიამოვნებით :) 3
18. დმდ იქნებ თქვენი ბოლო კომენტარი ახლიდან გადაიკითხოთ და გაარკვიოთ, რამდენად უკავშირდება იმ კონცეფციას, რომელზეც ზემოთა ოპუსში ვსაუბრობ. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მსჯელობის საგანს ასცდით. კერძოდ, შემოქმედებითი პაექრობა, როგორც აუცილებელი თანმხლები მოვლენა ხელოვნების განვითარებისთვის ( ჰოეზინგა) სოციალურ კონფლიქტშია არეული. მე მაქვს სურვილი, განვაგრძო თქვენთან დიალოგი ჩემს ოპუსში დაყენებულ საკითხზე. მეჩვენება, რომ ეს საინტერესო უნდა აღმოჩნდეს საიტის მკითხველებისთვის თუ თქვენც გაქვთ იგივე სურვილი, იქნებ დამიდასტუროთ, ამის შემდგომ აქამდე გამოთქმული ჩვენი აზრებიდან ღირებული ამოვიღოთ, ტერმინებსა და პოზიციებზე შევჯერდეთ და საქმეს შევუდგეთ. დმდ იქნებ თქვენი ბოლო კომენტარი ახლიდან გადაიკითხოთ და გაარკვიოთ, რამდენად უკავშირდება იმ კონცეფციას, რომელზეც ზემოთა ოპუსში ვსაუბრობ. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მსჯელობის საგანს ასცდით. კერძოდ, შემოქმედებითი პაექრობა, როგორც აუცილებელი თანმხლები მოვლენა ხელოვნების განვითარებისთვის ( ჰოეზინგა) სოციალურ კონფლიქტშია არეული. მე მაქვს სურვილი, განვაგრძო თქვენთან დიალოგი ჩემს ოპუსში დაყენებულ საკითხზე. მეჩვენება, რომ ეს საინტერესო უნდა აღმოჩნდეს საიტის მკითხველებისთვის თუ თქვენც გაქვთ იგივე სურვილი, იქნებ დამიდასტუროთ, ამის შემდგომ აქამდე გამოთქმული ჩვენი აზრებიდან ღირებული ამოვიღოთ, ტერმინებსა და პოზიციებზე შევჯერდეთ და საქმეს შევუდგეთ.
17. დმდ. კითხვაზე კითხვით პასუხი ხომ არ გამოგდით? ამ კითხვაში დევს პასუხი და ეს პასუხი შემდგომში მდგომარეობს :არცერთ თავმოყვარე ადამიანს არ სიამოვნებს როდესაც ამცირებენ....
ჩემზე ძლიერმა მეტოქემ მე რატომ უნდა გამომიწვიოს? ზოგადად ადამიანი პროფესიონალური თვალსაზრისით იზრდება მშინ როდესაც მასზე ძლიერთან უწევს პაექრობა შეიძლება რაღაც მომენტში დამარცხდეს მაგრამ საერთო ჯამში ერთიორად იზრდება..ამიტომ თუ ადამიანისთვის სიკეთის გაკეთება გვინდა იგნორი კი არ უნდა დავადოთ ან შევიცოდოთ პირიქით ბრძოლისკენ უნდა ვუბიძგოთ
დმდ. კითხვაზე კითხვით პასუხი ხომ არ გამოგდით? ამ კითხვაში დევს პასუხი და ეს პასუხი შემდგომში მდგომარეობს :არცერთ თავმოყვარე ადამიანს არ სიამოვნებს როდესაც ამცირებენ....
ჩემზე ძლიერმა მეტოქემ მე რატომ უნდა გამომიწვიოს? ზოგადად ადამიანი პროფესიონალური თვალსაზრისით იზრდება მშინ როდესაც მასზე ძლიერთან უწევს პაექრობა შეიძლება რაღაც მომენტში დამარცხდეს მაგრამ საერთო ჯამში ერთიორად იზრდება..ამიტომ თუ ადამიანისთვის სიკეთის გაკეთება გვინდა იგნორი კი არ უნდა დავადოთ ან შევიცოდოთ პირიქით ბრძოლისკენ უნდა ვუბიძგოთ
16. დმდ. კითხვაზე კითხვით პასუხი ხომ არ გამოგდით? ჩემზე ძლიერმა მეტოქემ მე რატომ უნდა გამომიწვიოს? თავის საკეთებელს მიხედოს, რამე კარგი შექმნას და ჩემზე ნუ მოცდება. რატომ უნდა ჩამთვალოს ბრძოლის ღირსად? მაგისთვის მისცა ღმერთმა ის ნიჭი?
თუ დასვენება და გართობა უნდა, მაშინ გასაგებია და ავყვები, თუ მცალია. დმდ. კითხვაზე კითხვით პასუხი ხომ არ გამოგდით? ჩემზე ძლიერმა მეტოქემ მე რატომ უნდა გამომიწვიოს? თავის საკეთებელს მიხედოს, რამე კარგი შექმნას და ჩემზე ნუ მოცდება. რატომ უნდა ჩამთვალოს ბრძოლის ღირსად? მაგისთვის მისცა ღმერთმა ის ნიჭი?
თუ დასვენება და გართობა უნდა, მაშინ გასაგებია და ავყვები, თუ მცალია.
15. ვფიქრობ, ნიჭიერის ნიჭის აღიარება ვინმესგან, ესეც-ნიჭია.და არამარტო...სიკეთეცაა და უშურველობაც. უნიჭობას ვინ ებრძვის? რად უნდა უნიჭობას ბრძოლა, თავის გასაჭირი ეყოფა. საერთოდ, , კონსტანტინე როგორც ბრძანებს ბრძენის,გმირის,ოსტატის წინააღმდეგაა, ხოლმე. ვფიქრობ, ნიჭიერის ნიჭის აღიარება ვინმესგან, ესეც-ნიჭია.და არამარტო...სიკეთეცაა და უშურველობაც. უნიჭობას ვინ ებრძვის? რად უნდა უნიჭობას ბრძოლა, თავის გასაჭირი ეყოფა. საერთოდ, , კონსტანტინე როგორც ბრძანებს ბრძენის,გმირის,ოსტატის წინააღმდეგაა, ხოლმე.
14. თქვენ რომელი გირჩევნიათ თქვენზე ძლიერმა მეტოქემ ბრძოლაში გამოგიწვიოთ თუ ბრძოლის ღირსადაც არ ჩაგთვალოს და უბრალოდ შეგიცოდოს ? რა უფრო ლახავს ამ შემთხვევაში მხატვრის თავმოყვარეობას?))
ტიპიურია რადგან ძირითადად მასეთი მეთოდებით ხედბა ადამიანების ფსიქიკაზე ზემოქმედება
თქვენ რომელი გირჩევნიათ თქვენზე ძლიერმა მეტოქემ ბრძოლაში გამოგიწვიოთ თუ ბრძოლის ღირსადაც არ ჩაგთვალოს და უბრალოდ შეგიცოდოს ? რა უფრო ლახავს ამ შემთხვევაში მხატვრის თავმოყვარეობას?))
ტიპიურია რადგან ძირითადად მასეთი მეთოდებით ხედბა ადამიანების ფსიქიკაზე ზემოქმედება
13. ჩემთვის ბოლომდე ნათელი არაა, რატომ მიგაჩნიათ ეს ყველაფერი სტიგმატიზაციის ტიპიურ ნიმუშად და ვიდრე უმორჩილესად გთხოვდეთ, იქნებ უკეთ განმიმარტოთ, ერთ რიტორიკულ ხერხს მინდა მოვუხმო, ეს ხერხი ლოგიკის კანონებიდან გამომდინარეობს: თუ რაიმე გამონათქვამი ერთმნიშვნელოვნად მცდარი ან მავნეა, მისი უარყოფით, საპირისპიროს თქმით ერთმნიშვნელოვნად დადებითი და სასარგებლო შედეგი უნდა მივიღოთ.
მაგალითად, თქვენ მიერ დამოწმებული ჩემივე ტექსტი გადავიყვანოთ საპირისპირო გამონათქვამში: ,,ბრძოლა უნიჭოებთან ეს არის უდიდესი მართებულება, ეს არის უდიდესი მადლი. რატომ? იმას ებრძვი, ვისაც უნდა ებრძოდე. ნიჭი - სწორედაც შენი დამსახურებაა”. და ასე შემდეგ. თუ თქვენი ლოგიკა სარწმუნოა, ამ რიტორიკული ხერხის შედეგად გადაგვირჩენია თქვენი წარმოსახული მხატვარი და ესაა! ნეტა სხვა მხატვრებსაც უშველის? ჩვეულებრივ, ჩვენ ყველას ადამიანებს, ნიჭიერება - საკუთარი, პიროვნული ან ჩვენი საყვარელი ადამიანების გამორჩეული თვისება გვქონია, ხოლო უნიჭოებად - დანარჩენები მიგვაჩნია. ნიჭის საზომი ზუსტი არშინი - ჯერ არ შექმნილა, მიახლოებითი არშინი - კი არსებობს, მაგრამ შემოქმედს - რა? მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების ან იქნებ საუკუნეების შემდეგ თუ მიუსადაგებს ვინმე მადლიანი. მე ამჟამად, ისევე როგორც შემთხვევაა უმრავლეს ნაწილში, როცა საიტზე ვიხედები, მოცლილი ვარ (აბა, თუ უფრო მნიშვნელოვანი საქმე მელის, აქ ხომ არ მოვცდები. სხვებსაც მუდამ ამას ვურჩევ: ჯერ გადაუდებელი საქმე!) და სიამოვნებით განვაგრძობ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ არ მინდა, ვრცელი მსჯელობით თქვენ და მკითხველებს თავი შეგაწყინოთ. ახლა კი ჩემი გამოხმაურების დასაწყისში გამოთქმულ თხოვნაზე ველი პასუხს. ჩემთვის ბოლომდე ნათელი არაა, რატომ მიგაჩნიათ ეს ყველაფერი სტიგმატიზაციის ტიპიურ ნიმუშად და ვიდრე უმორჩილესად გთხოვდეთ, იქნებ უკეთ განმიმარტოთ, ერთ რიტორიკულ ხერხს მინდა მოვუხმო, ეს ხერხი ლოგიკის კანონებიდან გამომდინარეობს: თუ რაიმე გამონათქვამი ერთმნიშვნელოვნად მცდარი ან მავნეა, მისი უარყოფით, საპირისპიროს თქმით ერთმნიშვნელოვნად დადებითი და სასარგებლო შედეგი უნდა მივიღოთ.
მაგალითად, თქვენ მიერ დამოწმებული ჩემივე ტექსტი გადავიყვანოთ საპირისპირო გამონათქვამში: ,,ბრძოლა უნიჭოებთან ეს არის უდიდესი მართებულება, ეს არის უდიდესი მადლი. რატომ? იმას ებრძვი, ვისაც უნდა ებრძოდე. ნიჭი - სწორედაც შენი დამსახურებაა”. და ასე შემდეგ. თუ თქვენი ლოგიკა სარწმუნოა, ამ რიტორიკული ხერხის შედეგად გადაგვირჩენია თქვენი წარმოსახული მხატვარი და ესაა! ნეტა სხვა მხატვრებსაც უშველის? ჩვეულებრივ, ჩვენ ყველას ადამიანებს, ნიჭიერება - საკუთარი, პიროვნული ან ჩვენი საყვარელი ადამიანების გამორჩეული თვისება გვქონია, ხოლო უნიჭოებად - დანარჩენები მიგვაჩნია. ნიჭის საზომი ზუსტი არშინი - ჯერ არ შექმნილა, მიახლოებითი არშინი - კი არსებობს, მაგრამ შემოქმედს - რა? მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების ან იქნებ საუკუნეების შემდეგ თუ მიუსადაგებს ვინმე მადლიანი. მე ამჟამად, ისევე როგორც შემთხვევაა უმრავლეს ნაწილში, როცა საიტზე ვიხედები, მოცლილი ვარ (აბა, თუ უფრო მნიშვნელოვანი საქმე მელის, აქ ხომ არ მოვცდები. სხვებსაც მუდამ ამას ვურჩევ: ჯერ გადაუდებელი საქმე!) და სიამოვნებით განვაგრძობ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ არ მინდა, ვრცელი მსჯელობით თქვენ და მკითხველებს თავი შეგაწყინოთ. ახლა კი ჩემი გამოხმაურების დასაწყისში გამოთქმულ თხოვნაზე ველი პასუხს.
12. დავიწყოთ იქიდნ რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი ოღონდ მნიშვნელოვანია მიაგნოს იმ კონკრეტულ სფეროს სადაც ის შეძლებს თავისი თავის ბოლომდე რეალიზებას....ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი დავუშვათ მხატვარი რომელიც ვერ გამოირჩევა დიდი ტალანტითა და ნიჭით და ის ამ ყველაფერს გრძნობს (ზოგიერთისგან განსხვავებით)) და ესეთი ადამიანი კითხულობს შემდეგ ფრაზებს : ბრძოლა უნიჭოებთან - ეს არის უდიდესი შეცდომა, ეს არის უდიდესი ცოდვა! რატომ? იმიტომ, რომ იმას არ ებრძვი, ვისაც უნდა ებრძოდე. ნიჭი - შენი დამსახურება სულაც არაა და ასე შემდეგ
არის თუ არა ეს ადამიანის სტიგმატიზირების ტიპიური ნიმუში?
დავიწყოთ იქიდნ რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი ოღონდ მნიშვნელოვანია მიაგნოს იმ კონკრეტულ სფეროს სადაც ის შეძლებს თავისი თავის ბოლომდე რეალიზებას....ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი დავუშვათ მხატვარი რომელიც ვერ გამოირჩევა დიდი ტალანტითა და ნიჭით და ის ამ ყველაფერს გრძნობს (ზოგიერთისგან განსხვავებით)) და ესეთი ადამიანი კითხულობს შემდეგ ფრაზებს : ბრძოლა უნიჭოებთან - ეს არის უდიდესი შეცდომა, ეს არის უდიდესი ცოდვა! რატომ? იმიტომ, რომ იმას არ ებრძვი, ვისაც უნდა ებრძოდე. ნიჭი - შენი დამსახურება სულაც არაა და ასე შემდეგ
არის თუ არა ეს ადამიანის სტიგმატიზირების ტიპიური ნიმუში?
11. ნიჭიერებს ხვები ხედავენ, უნიჭოებს თავი გააქვთ, თავის გატანაც ცალკე ნიჭია. :) მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო. :-* ნიჭიერებს ხვები ხედავენ, უნიჭოებს თავი გააქვთ, თავის გატანაც ცალკე ნიჭია. :) მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო. :-*
10. დმდ, გადავიკითხე ტექსტი, რამდენადაც შემეძლო, უცხო თვალით და როგორც ჩანს, გამიჭირდა მიხვედრა. იქნებ მიმითითოთ, კერძოდ, რას გულისხმობთ. დმდ, გადავიკითხე ტექსტი, რამდენადაც შემეძლო, უცხო თვალით და როგორც ჩანს, გამიჭირდა მიხვედრა. იქნებ მიმითითოთ, კერძოდ, რას გულისხმობთ.
9. რაც შეეხება ზემოთ მოცემულ ტექსტს შეიძლება ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ თქვენ თავად ახდენთ ეგეთი ადამიანების სტიგმატიზირებას... რაც შეეხება ზემოთ მოცემულ ტექსტს შეიძლება ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ თქვენ თავად ახდენთ ეგეთი ადამიანების სტიგმატიზირებას...
8. წესით არ უნდა გწყენოდათ თუ მართლა ეგრე ფიქრობთ როგორ კომენტარში წერთ....
წესით არ უნდა გწყენოდათ თუ მართლა ეგრე ფიქრობთ როგორ კომენტარში წერთ....
7. ადვოკატი და სასამართლოს დარბაზი. ესაა სწორი და კანონიერი გამოსავალი. სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველას დაეწევა. ტირილს ბრძოლა ჯობს. ბრძოლის ცეცხლი აისბერგსაც ადნობს.
ადვოკატი და სასამართლოს დარბაზი. ესაა სწორი და კანონიერი გამოსავალი. სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველას დაეწევა. ტირილს ბრძოლა ჯობს. ბრძოლის ცეცხლი აისბერგსაც ადნობს.
6. ეს ოპუსი რეჟისორ მიხეილ კობახიძის ერთი ნეკროლოგის სათაურმა დამაწერინა. ასე ერქვა ,,კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება უნიჭოებს ებრძოდა”. “უნიჭო” და “გაუნათლებელი” - როგორც დამამცირებელი შეფასებები ქართულ კულტურაში დღემდე ძალზე აქტუალურია და ვფიქრობ, ამაში გარკვეული წვლილი საბჭოთა, კომუნისტურ იდეოლოგიას მიუძღვის. არც გაუნათლებლობა, არც უნიჭობა, არც ულამაზობა, არც რაიმე ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლი, არც ხელმოცარულობა, ანუ ყოველივე ის, რასაც საქართველოში ადამიანის სტიგმატიზაციისთვის იყენებენ, ჩემს ქვეყანაში, ანუ ამერიკაში არ არის მიჩნეული ნაკლად, ჩამოთვლილ თვისებების დიდი ნაწილი პიროვნებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის, სითბოს მიზეზადაც კი ითვლება. პიროვნების ნაკლია უპატიოსნება, უსინდისობა, კანონსაწინააღმდეგო , კრიმინალური მოქმედება და საქმიანობა, კანონისადმი დაუმორჩილებლობა მატყუარობა, მთელი თავისი ფართო სპექტრით, სხვათა დამცირება და კანონიერი უფლებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ტექსტი ნიჭიერად დაწერილობაზე პრეტენზიას არ აცხადებს. ხოლო მის ავტორს , გაგიკვირდებათ და, დიდი ხანია , სულ არ ადარდებს, სადმე , ქვეყნიერებაზე ნიჭიერად მიიჩნევენ თუ უნიჭოდ და გულწრფელად ეცოდება კიდეც მაგ დონეზე დარჩენილები. ეს ოპუსი რეჟისორ მიხეილ კობახიძის ერთი ნეკროლოგის სათაურმა დამაწერინა. ასე ერქვა ,,კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება უნიჭოებს ებრძოდა”. “უნიჭო” და “გაუნათლებელი” - როგორც დამამცირებელი შეფასებები ქართულ კულტურაში დღემდე ძალზე აქტუალურია და ვფიქრობ, ამაში გარკვეული წვლილი საბჭოთა, კომუნისტურ იდეოლოგიას მიუძღვის. არც გაუნათლებლობა, არც უნიჭობა, არც ულამაზობა, არც რაიმე ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლი, არც ხელმოცარულობა, ანუ ყოველივე ის, რასაც საქართველოში ადამიანის სტიგმატიზაციისთვის იყენებენ, ჩემს ქვეყანაში, ანუ ამერიკაში არ არის მიჩნეული ნაკლად, ჩამოთვლილ თვისებების დიდი ნაწილი პიროვნებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის, სითბოს მიზეზადაც კი ითვლება. პიროვნების ნაკლია უპატიოსნება, უსინდისობა, კანონსაწინააღმდეგო , კრიმინალური მოქმედება და საქმიანობა, კანონისადმი დაუმორჩილებლობა მატყუარობა, მთელი თავისი ფართო სპექტრით, სხვათა დამცირება და კანონიერი უფლებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ტექსტი ნიჭიერად დაწერილობაზე პრეტენზიას არ აცხადებს. ხოლო მის ავტორს , გაგიკვირდებათ და, დიდი ხანია , სულ არ ადარდებს, სადმე , ქვეყნიერებაზე ნიჭიერად მიიჩნევენ თუ უნიჭოდ და გულწრფელად ეცოდება კიდეც მაგ დონეზე დარჩენილები.
5. დდდ ეს ტექსტიც უნიჭობის ერთ-ერთი გამოვლინებაა
დდდ ეს ტექსტიც უნიჭობის ერთ-ერთი გამოვლინებაა
4. დრო! დრო გაფილტრავს ყველას და ყველაფერს!
დრო! დრო გაფილტრავს ყველას და ყველაფერს!
3. მსოფლიო დონეზე დღესდღეისობით ნიჭიერთა და უნიჭოთა ზღვარი ისე მიუახლოვდა ერთმანეთს, რომ განსაზღვრა ძნელია, ვინ ვის წინააღმდეგ...
მსოფლიო დონეზე დღესდღეისობით ნიჭიერთა და უნიჭოთა ზღვარი ისე მიუახლოვდა ერთმანეთს, რომ განსაზღვრა ძნელია, ვინ ვის წინააღმდეგ...
2. არც მე ვიცი და ვერც გავიგებ, კედელი ვარ და ცერცვი არ მიჩერდება არც მე ვიცი და ვერც გავიგებ, კედელი ვარ და ცერცვი არ მიჩერდება
1. ივან ტურგენევის - რუდინი წაიკითხეთ და მიიღებთ თქვენს კითხვაზე პასუხს. არ მინდა მისი მოკლე პერიფრაზირება გავაკეთო. ივან ტურგენევის - რუდინი წაიკითხეთ და მიიღებთ თქვენს კითხვაზე პასუხს. არ მინდა მისი მოკლე პერიფრაზირება გავაკეთო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|