დადგა გაზაფხული. მზეს – სითბო მოემატა, ცას – სილურჯე, მიწას – ბალახი. ტყეებში ყოჩივარდები ეფინა ხალიჩად, ტყისპირებს – იები და ფურისულები მოსდებოდნენ. ყვავილნარევი მიწის სურნელი იდგა ჰაერში. ჩიტუნების ჟივილ-ხივილი ისმოდა ჯერ კიდევ შეუფოთლავი ხის ტოტებიდან. იღვიძებდა და იზმორებოდა ბუნება!.... თეონას დაბადების დღე ახლოვდებოდა. პირველი სტუდენტური დაბადების დღე!
თეონამ ბლოკნოტში ჩამოწერა, ვის დაპატიჟებას აპირებდა: 1. უნივერსიტეტის მეგობრები... - 25 კაცი; 2. კლასელები... – 20; 3. ნათესავები... - 30-მდე...
ბევრი გამოვიდა, ძალიან ბევრი, თითქმის 75 ადამიანი! მის სახლში კი 30 ადამიანზე მეტი სუფრას ვერ მიუჯდებოდა.
- დე, რა ვქნა? - მამას ჰკითხე... - მააა, მითხარი, რა ვქნა, ააა? - თეონა, ფაქტია, რომ ყველას ერთად – ვერ მოიყვან! ან უნდა შეამცირო და ან... - რა ან, მაა? ხომ იცი, რომ ამათ ვერ შევამცირებ? - მაშინ უნდა დაყო, 3 ჯგუფად მაინც! - როგორც მე მაქვს დაყოფილი, ხო?...
ასეც გადაწყდა.
უნივერსიტეტის მეგობრებიდან დაპატიჟა ჯგუფელები, კურსელები, რამდენიმე უფროსკურსელი და თავისი ანსამბლის წევრები.
ანსამბლის წევრები – რეპეტიციის დროს დაპატიჟა, როცა თავად სცენაზე იდგა და დანარჩენები (მუსიკოსების გარდა) – პარტერში ისხდნენ.
- ხალხნო, პარასკევს, საღამოს 7-8 საათზე ყველანი მოხვალთ ჩემთან. - რა ხდება, თეონა, თხოვდები? - არა, შენ წარმოიდგინე... მხოლოდ დაბადების დღე მაქვს! - ოოოო, ყველანი შენთან გავჩნდებით! - ან გაჩნდებით და ან ვერა, - ცივი წყალი გადაასხა ბიჭების სიხარულს ვაჟამ, - პარასკევს სპორტის სასახლეშია კონცერტი... - რა კონცერტი, ვაჟა? – თვალები გაუფართოვდა თეონას, - ჩვენც გამოვდივართ? - არა, მხოლოდ საუნივერსიტეტო შვიდკაცა და ვაჟთა გუნდი! ანუ მე, ნიკო, გია, ავთო და ფრიდონი – ვერ მოვალთ! - აუუუ, კაი, რა, ვაჟა... – თეონას ცრემლებით აევსო თვალები. - რა ვქნა, ბაბა?! რაფერ მინდა წამოსლა, იცი? – მოუქცია გურულად. – აით, ბაღნებო, სცენაზე!
გია და ცისანა თეონას ამოუდგნენ გვერდით. გია სულ ოდნავ მიბრუნდა თეონასკენ და თვალებში ჩახედა.
თეონამ თვალები დახარა. ვეღარ უძლებდა გიას შემოხედვას. ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა, მაგრამ... მისი შავი, ცეცხლოვანი თვალების დანახვაზე – ცუდად ხდებოდა ლამის!
ახლაც, დაიწყეს სიმღერა და... გიამ სულ რაღაც 10 სმ-ით მიიწია თეონასკენ. ცისანა – გიას მიჰყვა... თეონამ – უკან დაიხია... ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ კულისებისკენ... - კაით, დაბრუნდით ახლა სცენაზე... ან მიკროფონი მაინც გაიყოლეთ-ხოლმე თან! – მიაძახა ვაჟამ.
თეონამ გია და ცისანა მიატოვა და პირველი დაბრუნდა მიკროფონთან. 10 წუთის შემდეგ სამივე ისევ მიკროფონისკენ მიდიოდა.
- თეონა, ერთადერთი გამოსავალია: ვეფერს ვერ გიზამს გია სცენაზე და უნდა დარჩე ადგილზე. თუ არა და, ა, ბატონო, იარეთ ასე წინ და უკან! – ხელები გაშალა ვაჟამ და ავთოს და ფრიდონს მიუბრუნდა, - დეიღალა აი ბაღანა სცენაზე სირბილით... შეენაცვლეთ გოგონებს!
.................
პარასკევს დიდ მზადებაში იყო თეონა! მართალია, მას მხოლოდ ნამცხვრების გაკეთება ანდეს... მაგრამ სამი დიდი ტორტის და ორი ნამცხვრის გამოცხობა – არ იყო ადვილი საქმე! კიდევ კარგი, სამივე ტორტი ერთ დღეს არ ჰქონდა მოსართავი!
7 საათიდან სტუმრებმა მოსვლა დაიწყეს. 8-ზე – ყველა სუფრასთან იჯდა. ობლად გამოიყურებოდა 5 ადგილი, რომელიც კონცერტიდან დაბრუნებულ ბიჭებს ელოდა. ბიჭები კი – არ ჩანდნენ. ღამის 12 საათი ხდებოდა. ის იყო, სტუმრები დასაშლელად მოემზადნენ, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.
თეონამ კარი გააღო და... თვალებს არ დაუჯერა: კარებში სისხლივით წითელი მიხაკების უუუუზარმაზარი თაიგული იდგა, მის უკან კი მხოლოდ ბიჭების ფეხები მოჩანდა. - მოვიდნეეენ, - იყვირა თეონამ, დერეფანში უკან დაიხია და ბიჭებს გზა დაუთმო. - ჰე, გამოგვართვი ეს ყვავილები! – გიამ თაიგული მიაწოდა თეონას და გადაკოცნა.
5-ს ელოდნენ და 7-ნი მოვიდნენ. გია, ავთო და ფრიდონი – თეონაზე 2-3 წლით უფროსები იყვნენ, ვაჟა და ნიკო – 8-10 წლით უფროსები, და ის ორი უცნობი სტუმარი, - კიდევ უფრო ასაკოვანი ჩანდა.
სტუმრებს ადგილები მიუჩინეს და მამამ თეონა გვერდზე ოთახში გაიყვანა. - თეონა, ის ორი კაცი ვინ არის? რა საერთო აქვთ შენთან, 17 წლის გოგოსთან 34-35 წლის კაცებს?! - აზრზე არ ვარ, მამა... ალბათ ვაჟას მეგობრები არიან!... - კარგი... ახლა არ არის ამის დრო... ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ!... - მამა, მართლა არ ვიცნობ არცერთს... ჩემზე ნუ გაბრაზდები, კარგი? სახელებიც კი არ ვიცი მათი... – თეონა ფეხის წვერებზე აიწია და მამას ლოყაზე აკოცა.
სტუმრები – აღარ დაიშალნენ, ყველა ადგილზე დაბრუნდა... კონცერტიდან დაბრუნებულებმა ცოტა დალიეს და... გიტარა მოითხოვეს!
საოცარი ხმებით აივსო ოთახი. ტრიო თუ კვინტეტი, დუეტი თუ შვიდკაცა... გიტარის თანხლებით თუ უგიტაროდ... კახურ სუფრულ სიმღერებს იმერული ლირიული სიმღერები ცვლიდა, მეგრულ ნანას – გურული კრიმანჭული, ქალაქურ სატრფიალოებს – თანამედროვე საესტრადო სიმღერებს უნაცვლებდნენ... სულგანაბულნი ისხდნენ თეონას მეგობრები. გიზოსაც დაავიწყდა, გაბრაზებული რომ იყო და ახლა ნამიანი თვალებით უსმენდა ღვთაებრივ ხმებს...
ღამის 4 საათი ხდებოდა, როცა სტუმრებმა “სინდისიც კარგი საქონელია, დავასვენოთ ეს ხალხიო”- თქვეს და დაშლა დაიწყეს.
სადარბაზოში რომ გავიდნენ, ერთ-ერთმა, უკვე ნაცნობმა “უცნობმა” სტუმარმა, ჰენრიმ მამია ხატელიშვილის ”ფიროსმანი” წამოიწყო. წამში აიტაცეს ბიჭებმა სიმღერა.
“შეეეენ გიგალოოოობ... გი-გალოოოობ... შეეეენ გიმღერიიიიიიი... გიმღერიიიიიი...”
საოცარი აკუსტიკა ჰქონდა ღამის სიჩუმეში მიძინებულ სადარბაზოს. ამოსუნთქვასაც ვერ ბედავდნენ ზედმეტად, რომ უნებლიედ დისონანსი არ შეეტანათ ნამღერში... მიჩუმდა სიმღერა და... იქუხა ტაშმა ზედა თუ ქვედა სართულებიდან... თურმე, მეზობლები თავ-თავის კართან ატუზულები უსმენდნენ ამ საოცარ “უფასო” კონცერტს!
- თქვენ გაიხარეთ, ბიძიებო... ეს ხალხი ჩემი თვალით უნდა ვნახო... ეს რა სიმღერა გცოდნიათ, ბიჭებო... – ზედა სართულიდან ჩუსტების ფლატუნით ჩამოვიდა ხნიერი მეზობელი და სათითაოდ ჩამოართვა ხელი ყველა მომღერალს. - ვაჟა, ჰენრი, ბიჭებო, ჩემი სახლის კარი დღე-ღამის ნებისმიერ დროს ღიაა თქვენთვის! – გიზო მომღერლებს გადაეხვია და გადაკოცნა. ვიღას ახსოვდა წეღანდელი გაბრაზება?!
სახლში რომ შემოვიდნენ, გიზო თეონას მოეხვია და გულზე მიიხუტა: - კარგი მყავხარ, მამიკო, კარგი... შენი მეგობრებიანად! - მიყვარხარ, მამა!...
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ფენიქსს ვეთანხმები...მეგობრებიც კარგი ჰყავს თეონას... ფენიქსს ვეთანხმები...მეგობრებიც კარგი ჰყავს თეონას...
29. მაგარი კაცია გიზო... :) მამაც ასეთი უნდა... :) მაგარი კაცია გიზო... :) მამაც ასეთი უნდა... :)
27. სიამოვნებით დავესწრებოდი მეც იმ სუფრას. სიამოვნებით დავესწრებოდი მეც იმ სუფრას.
26. საოცარი ხმებით აივსო ოთახი. ტრიო თუ კვინტეტი, დუეტი თუ შვიდკაცა... გიტარის თანხლებით თუ უგიტაროდ... კახურ სუფრულ სიმღერებს იმერული ლირიული სიმღერები ცვლიდა, მეგრულ ნანას – გურული კრიმანჭული, ქალაქურ სატრფიალოებს – თანამედროვე საესტრადო სიმღერებს უნაცვლებდნენ... სულგანაბულნი ისხდნენ თეონას მეგობრები. გიზოსაც დაავიწყდა, გაბრაზებული რომ იყო და ახლა ნამიანი თვალებით უსმენდა ღვთაებრივ ხმებს...
მეც იმ კონცერტზე ვიყავი ახლა! :) საოცარი ხმებით აივსო ოთახი. ტრიო თუ კვინტეტი, დუეტი თუ შვიდკაცა... გიტარის თანხლებით თუ უგიტაროდ... კახურ სუფრულ სიმღერებს იმერული ლირიული სიმღერები ცვლიდა, მეგრულ ნანას – გურული კრიმანჭული, ქალაქურ სატრფიალოებს – თანამედროვე საესტრადო სიმღერებს უნაცვლებდნენ... სულგანაბულნი ისხდნენ თეონას მეგობრები. გიზოსაც დაავიწყდა, გაბრაზებული რომ იყო და ახლა ნამიანი თვალებით უსმენდა ღვთაებრივ ხმებს...
მეც იმ კონცერტზე ვიყავი ახლა! :)
25. :) საინტერესოა და თან ძალიან :) :) საინტერესოა და თან ძალიან :)
24. მიჩუმდა სიმღერა და... იქუხა ტაშმა ზედა თუ ქვედა სართულებიდან... თურმე, მეზობლები თავ-თავის კართან ატუზულები უსმენდნენ ამ საოცარ “უფასო” კონცერტს!
5... კარგია! შენი მეხსიერება მომცა, ააა?
მიჩუმდა სიმღერა და... იქუხა ტაშმა ზედა თუ ქვედა სართულებიდან... თურმე, მეზობლები თავ-თავის კართან ატუზულები უსმენდნენ ამ საოცარ “უფასო” კონცერტს!
5... კარგია! შენი მეხსიერება მომცა, ააა?
23. შენთან მართლა სულ მასე იყო-ხოლმე... მერე "თამარობაზეც" მოყევი, რააა? მარტო ტკბილეული გააკეტეო, - რომ ვითხოვდით! 5 შენთან მართლა სულ მასე იყო-ხოლმე... მერე "თამარობაზეც" მოყევი, რააა? მარტო ტკბილეული გააკეტეო, - რომ ვითხოვდით! 5
22. საოცარი სილაღეა შენს ნაწერებში :) მიყვარხარ, შენი გმირებიანად :-* საოცარი სილაღეა შენს ნაწერებში :) მიყვარხარ, შენი გმირებიანად :-*
21. კარგად მიდის, სასიამოვნოდ იკითხება, საინტერესოა. კარგად მიდის, სასიამოვნოდ იკითხება, საინტერესოა.
20. კარგია თამარ ! :)
5555 კარგია თამარ ! :)
5555
19. 14. 5 (ეჰ რა დრო იყო, 10-ანების წერის უფლება მქონდა ... ნეტა ან რა მომცეს ან რად წამრთვეს.. ) ძალიან საინტერესოა... ველოდებით გაგრძელებას... ლ. ლორია. 2009-02-11 23:49:55
გაგვაერთმნიშვნელიანეს, ლევან! და სიმართლე გითხრა, დავისვენე! კარგია 5-ქულიანი შეფასება რომ გვაქვს ყველას... აღარ ეგონებათ ზოგიერთებს, რომ "რჩეულავტორობა" ვინმესთვის ქულების მოსამატებლად არის საჭირო!
14. 5 (ეჰ რა დრო იყო, 10-ანების წერის უფლება მქონდა ... ნეტა ან რა მომცეს ან რად წამრთვეს.. ) ძალიან საინტერესოა... ველოდებით გაგრძელებას... ლ. ლორია. 2009-02-11 23:49:55
გაგვაერთმნიშვნელიანეს, ლევან! და სიმართლე გითხრა, დავისვენე! კარგია 5-ქულიანი შეფასება რომ გვაქვს ყველას... აღარ ეგონებათ ზოგიერთებს, რომ "რჩეულავტორობა" ვინმესთვის ქულების მოსამატებლად არის საჭირო!
18. გენაცვალე თამუ, საინტერესოა, როგორც ყოველთვის55555555555555555555555555555555555:) გენაცვალე თამუ, საინტერესოა, როგორც ყოველთვის55555555555555555555555555555555555:)
17. 5 თამარ მსუბუქად და საინტერესოდ წერ 5 თამარ მსუბუქად და საინტერესოდ წერ
16. 5 ძალიან საინტერესოა და ძალიან საყვარელი ადამიანის ცხოვრებას მაცნობს. მიყვარხარ თამრიკო!!!!!!!!!! 5 ძალიან საინტერესოა და ძალიან საყვარელი ადამიანის ცხოვრებას მაცნობს. მიყვარხარ თამრიკო!!!!!!!!!!
15. ისე, ეს თავები ასე რატომ დააპატარავეთ ქალბატონო თამარ? მეც მინდა დაბადებისდღეზე!!! ისე, ეს თავები ასე რატომ დააპატარავეთ ქალბატონო თამარ? მეც მინდა დაბადებისდღეზე!!!
14. 5 (ეჰ რა დრო იყო, 10-ანების წერის უფლება მქონდა ... ნეტა ან რა მომცეს ან რად წამრთვეს.. :) ) ძალიან საინტერესოა... ველოდებით გაგრძელებას...
5 (ეჰ რა დრო იყო, 10-ანების წერის უფლება მქონდა ... ნეტა ან რა მომცეს ან რად წამრთვეს.. :) ) ძალიან საინტერესოა... ველოდებით გაგრძელებას...
13. რა ნაღდია და რა ნაცნობი რა ნაღდია და რა ნაცნობი
12. - თქვენ გაიხარეთ, ბიძიებო... ეს ხალხი ჩემი თვალით უნდა ვნახო... ეს რა სიმღერა გცოდნიათ, ბიჭებო... – ზედა სართულიდან ჩუსტების ფლატუნით ჩამოვიდა ხნიერი მეზობელი და სათითაოდ ჩამოართვა ხელი ყველა მომღერალს.
აი ეს მაგრად მესიამოვნა, ქართული სული :) - თქვენ გაიხარეთ, ბიძიებო... ეს ხალხი ჩემი თვალით უნდა ვნახო... ეს რა სიმღერა გცოდნიათ, ბიჭებო... – ზედა სართულიდან ჩუსტების ფლატუნით ჩამოვიდა ხნიერი მეზობელი და სათითაოდ ჩამოართვა ხელი ყველა მომღერალს.
აი ეს მაგრად მესიამოვნა, ქართული სული :)
10. ველოდები გაგრძელებას, როგორც ფისო ახალ თევზსა... შეგვიბრალეთ, თამარ ქალო, პატარაა ჩვენთვის ესა... ცოტა იქნებ გაადიდოთ, ან ორ-ორი დადოთ ერთად! მაპატიეთ, თავხედობა დააბრალეთ ჩემს ურჩ ლექსსა! :);) პატივისცემით.... მათე- ბიჭი. ველოდები გაგრძელებას, როგორც ფისო ახალ თევზსა... შეგვიბრალეთ, თამარ ქალო, პატარაა ჩვენთვის ესა... ცოტა იქნებ გაადიდოთ, ან ორ-ორი დადოთ ერთად! მაპატიეთ, თავხედობა დააბრალეთ ჩემს ურჩ ლექსსა! :);) პატივისცემით.... მათე- ბიჭი.
8. კარგი იყო...5 კარგი იყო...5
7. 5. ამ სიუჟეტმა გამოაცოცხლა ნაწარმოები. მე ვისურვებდი, უფრო მძაფრ შეგრძნებებს და ემოციებს! მითუმეტეს თქვენ ეს ქალბატონო თამარ სხვაზე კარგად გამოგდით 5 თუმცა უბრალოება, მართლაც მხიბლავს თქვენი ნაწერების! ლელა-65. 2009-02-11 09:31:22 --------------
გვაცადეთ, ქ-ნო ლელა!... ანუ, "მოთმინება, თავადო!" ;) და მერე განვავრცობ, აბა რაააა?! :) რა მძაფრი შეგრძნებები გინდა? ჯერ 17 წლის გახდა ბაღანა... :)) :)) 5. ამ სიუჟეტმა გამოაცოცხლა ნაწარმოები. მე ვისურვებდი, უფრო მძაფრ შეგრძნებებს და ემოციებს! მითუმეტეს თქვენ ეს ქალბატონო თამარ სხვაზე კარგად გამოგდით 5 თუმცა უბრალოება, მართლაც მხიბლავს თქვენი ნაწერების! ლელა-65. 2009-02-11 09:31:22 --------------
გვაცადეთ, ქ-ნო ლელა!... ანუ, "მოთმინება, თავადო!" ;) და მერე განვავრცობ, აბა რაააა?! :) რა მძაფრი შეგრძნებები გინდა? ჯერ 17 წლის გახდა ბაღანა... :)) :))
5. ამ სიუჟეტმა გამოაცოცხლა ნაწარმოები. მე ვისურვებდი, უფრო მძაფრ შეგრძნებებს და ემოციებს! მითუმეტეს თქვენ ეს ქალბატონო თამარ სხვაზე კარგად გამოგდით ;) 5 თუმცა უბრალოება, მართლაც მხიბლავს თქვენი ნაწერების! :) ამ სიუჟეტმა გამოაცოცხლა ნაწარმოები. მე ვისურვებდი, უფრო მძაფრ შეგრძნებებს და ემოციებს! მითუმეტეს თქვენ ეს ქალბატონო თამარ სხვაზე კარგად გამოგდით ;) 5 თუმცა უბრალოება, მართლაც მხიბლავს თქვენი ნაწერების! :)
4.
საოცარი ხმებით აივსო ოთახი. ტრიო თუ კვინტეტი, დუეტი თუ შვიდკაცა... გიტარის თანხლებით თუ უგიტაროდ... კახურ სუფრულ სიმღერებს იმერული ლირიული სიმღერები ცვლიდა, მეგრულ ნანას – გურული კრიმანჭული, ქალაქურ სატრფიალოებს – თანამედროვე საესტრადო სიმღერებს უნაცვლებდნენ... სულგანაბულნი ისხდნენ თეონას მეგობრები. გიზოსაც დაავიწყდა, გაბრაზებული რომ იყო და ახლა ნამიანი თვალებით უსმენდა ღვთაებრივ ხმებს...
... რა უბრალოდ და ზუსტადაა გადმოცემული ცხოვრებისეული სურათი! 5:) 5...
საოცარი ხმებით აივსო ოთახი. ტრიო თუ კვინტეტი, დუეტი თუ შვიდკაცა... გიტარის თანხლებით თუ უგიტაროდ... კახურ სუფრულ სიმღერებს იმერული ლირიული სიმღერები ცვლიდა, მეგრულ ნანას – გურული კრიმანჭული, ქალაქურ სატრფიალოებს – თანამედროვე საესტრადო სიმღერებს უნაცვლებდნენ... სულგანაბულნი ისხდნენ თეონას მეგობრები. გიზოსაც დაავიწყდა, გაბრაზებული რომ იყო და ახლა ნამიანი თვალებით უსმენდა ღვთაებრივ ხმებს...
... რა უბრალოდ და ზუსტადაა გადმოცემული ცხოვრებისეული სურათი! 5:) 5...
3. ხალხნო, პარასკევს, საღამოს 7-8 საათზე ყველანი მოხვალთ ჩემთან. - რა ხდება, თეონა, თხოვდები? - არა, შენ წარმოიდგინე... მხოლოდ დაბადების დღე მაქვს! - ოოოო, ყველანი შენთან გავჩნდებით :) კაია ნამეტნავად... ხალხნო, პარასკევს, საღამოს 7-8 საათზე ყველანი მოხვალთ ჩემთან. - რა ხდება, თეონა, თხოვდები? - არა, შენ წარმოიდგინე... მხოლოდ დაბადების დღე მაქვს! - ოოოო, ყველანი შენთან გავჩნდებით :) კაია ნამეტნავად...
2. ვაჰ, როგორი დროული იყო ახლა ეს. სხვანაირად შევხედე ჩემს დაბადების დღეს, რომელიც ძალიან მალე მოვა და რომელსაც ასე ძალიან არ ველი... ნეტავ მეც 17 წლის ვხდებოდე! :( გაიხარეთ ქალბატონო თამარ, მიყვარს თქვენი გულწრფელი და ცოცხალი ნაწერები! :-* ვაჰ, როგორი დროული იყო ახლა ეს. სხვანაირად შევხედე ჩემს დაბადების დღეს, რომელიც ძალიან მალე მოვა და რომელსაც ასე ძალიან არ ველი... ნეტავ მეც 17 წლის ვხდებოდე! :( გაიხარეთ ქალბატონო თამარ, მიყვარს თქვენი გულწრფელი და ცოცხალი ნაწერები! :-*
1. აქ პირველი ხუთი ჩემი უნდა იყოს!!! აქ პირველი ხუთი ჩემი უნდა იყოს!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|