ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
27 ოქტომბერი, 2019


Emily Dickinson - That I did always love (549)

ემილი დიკინსონი - მე რომ ყოველთვის მიყვარდი მართლა (549)

მე რომ ყოველთვის მიყვარდი მართლა,
დაგისაბუთებ მარტივად ასე -
მანამ, სანამდე არ შემიყვარდა,
არ მიცხოვრია რადგან სისხლსავსედ.

შენით რომ მარად სულს მოვიოხებ
და მეყვარები, ეს უდავოა!
სიყვარულია რადგან სიცოცხლე,
ხოლო სიცოცხლე სამუდამოა!   

თუ ეჭვი მაინც არ აგცილდება,
ერთი გზა მრჩება სიტყვების ნაცვლად
ჭეშმარიტების დასამტკიცებლად -
წარმოგიდგინო საბუთად ჯვარცმა!

27 ოქტომბერი, 2019 წ.



Emily Dickinson - That I did always love (549)

That I did always love
I bring thee Proof
That till I loved
I never lived — Enough —

That I shall love alway —
I argue thee
That love is life —
And life hath Immortality —

This — dost thou doubt — Sweet —
Then have I
Nothing to show
But Calvary —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები