ემილი დიკინსონი - ნეტავ განცდილი ლხენა სულმთლად გადამავიწყა! (898)
ნეტავ განცდილი ლხენა სულმთლად გადამავიწყა! მხოლოდ მახსოვდეს ძნელბედობა და გასაჭირი! რას დამაკლებდა მაშინ ხსოვნის გაწამაწია! თუმც მოგონება ყვავილობის ათასნაირის
ნოემბრის დღეებს წარმოაჩენს უფრო ბედითად და გული მიგრძნობს აქამომდე თითქმის მამაცი, ჩვილი ბავშვივით დაბნეული გზას ავცდები და ვიღაც მიპოვის გამთოშველი ყინვით გარდაცვლილს.
2 ნოემბერი, 2019 წ.
Emily Dickinson - How happy I was if I could forget (898)
How happy I was if I could forget To remember how sad I am Would be an easy adversity But the recollecting of Bloom
Keeps making November difficult Till I who was almost bold Lose my way like a little Child And perish of the cold.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|