ემილი დიკინსონი - სირცხვილია ვარდისფერი შალი (1412)
სირცხვილია ვარდისფერი შალი, რომელშიაც სულს გავახვევთ, ვიდრე დაინახავს უკეთური თვალი - სიმორცხვეა ბუნებრივი რიდე,
რასაც გვიგდებს უმწეო ბუნება, საწუთროს იმ სცენას განარიდი, მის სიწმინდეს რომ ვერ ეგუება - ღვთაებრივი ელფერია რიდი.
8 ნოემბერი, 2019 წ.
Emily Dickinson - Shame is the shawl of Pink (1412)
Shame is the shawl of Pink In which we wrap the Soul To keep it from infesting Eyes — The elemental Veil
Which helpless Nature drops When pushed upon a scene Repugnant to her probity — Shame is the tint divine.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|