ზღვა ისე ჩუმდება ამ ბოლო დროს, მაეჭვიანებს. მეუცხოვება, ყველა მისი მზესთან სიგიჟე, და ყველა განცდა და შეგრძნება მასთან მიმათრევს, ის კი, მეც ვიცი შენს ხელებთან რომ არ მიმიშვებს... რადგან ღამეებს ვერ მოვპარე ეს ოცნებები, რადგან, სხივებმა როგორც ზღვაში,. სულშიც ჩაყვინთეს, ვინ ხარ ? ასეთი საოცრება, რომ მაგონდები, ზღვაზე მისულს რომ ამ ტალღებსაც, შენზე აფიქრებს. რატომ მეგონა, მხოლოდ ზეცა მიუწვდომელი ? რა ვქნა, ჩემს ქალაქს, უშენობა რომ არ ასტკივდეს ...? ან ვის გავანდო, ეს შეგრძბება მოულოდნელი, სად ვთქვა, მანძილი რომ ვერაფერს ვერ დაამტკიცებს, იქნებ, ღმერთივით მარტო არიან, ჩემი ფიქრები და სურვილები... ქარმა კი არა შენმა სიმღერამ, ისე არია, ეს წვრილმანები, რომ სუიციდსაც შენდობიანად ! და ... გაცოცხლებას დავიბრალებდი, დღეს ეს სამყარო ცოდვებიანად, არის ძვირფასო, შენი თვალები. მე ისე ჩუმი, გრძნობებიანად, თვითონ სიბრალულს შევიბრალებდი, და თუ, ღიმილმა გადაიარა, მაშინ, მზის სხივს ხომ შეიყვარებდი? ადამიანი, ადამიანად, დაიბადა და მერე დაბერდა, და ამ სამყაროს, სამოთხიანად, ეს შეცდომები სულ თან დასდევდა, მერე კი მივხვდი, როცა დაწვიმა, ზეცაც, შენსავით გამინაწყენდა. იასამანმა, ვარდი გაწურა, მე , გვირილები ვხატე, თავხედად, თუ იმედებმა, დრო ამოწურა, ჩათვალე, ზღვაც რომ გაგვინახევრდა. და თოვლი ჩვენთვის, ჯერ, არ მოსულა, და თოლიები წელსაც ნაკლებად .. თუ პოეზიაც, არის ორსულად, ჩვენი, შეხვედრა დაიბადება. დაიმედდება, გაზაფხული ცა, გაიცინებს, გამოდარებას .. ძვლებიანად, სულებიანად, იგრძნობენ, ვიცი პეპლები და ეტყვიან წვიმებს, რომ სიყვარული, ღმერთისაკენ შემოტრიალდა რომ ეს სიგიჟე, გაგიჟების გვიტოვებს იმედს, რომ გათენება დაიწყება სხივებიანად, და მერე, ალბათ, წამოუვათ, ცრემლები, წვიმებს, და მერე ალბათ, ეს ცრემლები, წვიმებიანად, ცეკვავენ, ვალსს და ამბობენ, რომ არსებობს ტირე. მრავალწერტილსაც, წერტილივით, დააგვიანდა, მრავალწერტილსაც, წერტილივით, მოუხდა ტირე, და ზღვა, საშინლად აფორიაქდა, სულზე, შეხება რომ დაგიპირე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ტექსტის პუნქტუაციური ნაწილი, მრავალწერტილზე, წერტილსა და ტირეზე , ძალიან მომეწონა :)
რატომღაც მგონია, რომ სადღაც წაკითხული მქონდა ეს ლექსი. ტექსტის პუნქტუაციური ნაწილი, მრავალწერტილზე, წერტილსა და ტირეზე , ძალიან მომეწონა :)
რატომღაც მგონია, რომ სადღაც წაკითხული მქონდა ეს ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|