ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მე თქვენ მოგიყვებით უბედური ქვეყნის,უფრო უბედური ადამიანების ისტორიას... ქვეყნის,სადაც ძნელია ბედნიერება იპოვო,თუკი ადამიანი ხარ. ქვეყნის,სადაც წვიმას უფრო ელოდებიან,ვიდრე სტუმარს. ყვეყნის,სადაც პატიმრების არქივი ბიბლიოთეკაზე დიდია. ქვეყანაზე,სადაც კანონი იმ ქაღალდის კუპიურის ფასიც კი არაა,რომლითაც ფეხსაცმელს იყიდი! გიამბობთ ხალხზე,როგორც ყველაზე უბედურ და დამპალ არსებებზე დედამიწის ზურგზე! დედებზე,რომლებსაც რძის ნაცვლად მლაშე ცრემლი გადმოსდით მკერდიდან! დედებზე,რომლებიც 11 წლის ასაკში დაიღუპნენ მშობიარობისას! დედებზე,რომელთა ცხოვრებაც ერთი დიდი კოშმარია! წინდაცვეთილ დედებზეც გიამბობთ,რომლებსაც ბედნიერება საკუთარ სისხლში ჩაუხრჩვეს! დედებზე,რომლებიც კაცების მონებად არიან ქცეულნი და ეს ბუნებრივი მოვლენაა! ცრემლიან დედებზე გიამბობთ ამბავს და მოისმინეთ! ........................................................... გიამბობთ ზნედაცემულ მამებზე,რომლებსაც მხოლოდ ცხოველური ინსტიქტიღა აქვს შენარჩუნებული:ჭამონ,არწყიონ,დალიონ,სექსით დაკავდნენ,სცემონ,დაიძინონ,ჰყავდეთ 3 ცოლი-7 შვილით და ცოცხლად მოკვდნენ! .............................................................. ბავშვებზეც მოგიყვებით! დიახ,ბავშვებზე,რომელთა ერთადერთი საზრუნავი 12 წლის ასაკში ისაა,რომ თავისზე პატარებისთვის ვირივით იმუშაონ,საკვები რომ მიუტანონ! ბავშვებზე,რომლებიც 3 დღეს საჭმლის გარეშე,ხოლო 1 დღე წყლის გარეშე ძლებენ! უსაბუთო ბავშვებზე დაგელაპარაკებით! რომელთა სურათშიც არაა გაღიმებული სახე... ბავშვებზე გიყვებით,რომლებიც სიბინძურეს იმდენად არიან შეჩვეულნი,ცისფერი თვალები გაშავებიათ! ბავშვებზე,რომლებიც სიგარეტს ზღვის წყალს აყოლებენ,შიმშილით რომ არ დაიხოცონ! გეტყვით ბავშვებზეც,რომლებსაც ყველაზე მეტად წყალი ენატრებათ,ადამიანების ნაცვლად! ფეხშიშველ,მკერდჩამოღაღებულ ბავშვებზე გიამბობთ ისტორიას,რომლებმაც არ იციან ნაიკის და ადიდასის არსებობის შესახებ. ბავშვებზე,რომლებსაც ასაკი არ აქვთ,თუმცა იმაზე მეტი აქვთ ნანახი,ვიდრე ევროპელ მოხუცებულს! ბავშვებზე,რომლებიც თაგვებსა და ტარაკნებთან მეგობრობენ ჩუმად,თავისთვის! ბავშვებზე,რომლებისთვისაც სწავლა არ არსებობს და მათთვის ეს დროის ფლანგვაა! იმ უბედურ ბავშვებზე გიყვებით,რომლებიც მშობლებს უჩივიან გაჩენისთვის,რადგან ჯოჯოხეთური ყოფის მეტი არაფერი აქვთ ნანახი! ..................................................... კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში,სახელად „კაპერნაუმი“!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|