ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ბარქაია
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2009


ჩრდილები

                "წარვედ წყალის პირს, სევდიანი..."
                                              ტატო ბარათაშვილი

...აქ ვდგავარ ახლა, მდინარის პირას,
ჩემთან სიშორე ისევ ახლოა.
ხეების ჩრდილი ქვებს ეფინება,
ნელ-ნელა მომაქვს მე შებინდება...
ვხვდები, ყოველი ისევ ისეა,
ეს შუქი ისევ წყალს ეფინება...
კვლავ სიყმაწვილეს შევახებ ხელებს,
და ავაშენებ სიცოცხლის კედლებს.
ხეების ჩრდილი ქვებს ეფინება,
თანდათან მომაქვს მე შებინდება.

2008


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები