ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2019


გამყიდველთა

ნინო დარბაისელი

გამყიდველთა
- - -
(“ხომ იცოდნენ, ხომ იცოდით”)

ქვა იწვება თქვენი ცოდვით...
”დაგიჭერდნენ, ხომ იცოდით?
რატომ მტერს არ გაუწექით,
რად  დაუხვდით ვერაგს ბრექით?
გახდებითო ვერას ომით “-
დაგძახიან რა გაწყრომით,
თავად სხედან რა განცხრომით!
ნავალთ გაძრომ-გამოძრომით,
დაღლილთ ამის გამო, ძღომით,
ენდეთ, თურმე იციან!
ო, რა კარგად იციან!

გესმის, ერო?
გესმის, ბერო?
ცხრაო ძმაო კოლაელო,
თქვენ, სამასო არაგველო?
გესმის, ცოტნევ,
ჭირთა მცოდნევ?
მართლა კარგად იციან!
ქაქუცაო,
ქაქუცაო, მტერს ვერ მოელაქუცაო?!
მარო,
გესმის,
თავის საქმე  როგორ კარგად იციან?

ხომ სცნობთ ძველებს, გამყიდველებს!
შესცინიან,
დაგცინიან,
იქედნურად იცინიან,
იცინიან,
იციან,
ერთად დაიფიციან,
საქმით დაამტკიციან
და ბალღამით სავსე თასი მაგათ ალიცლიციან.
აი, დიდი გენოციდი -
ციანიდი... ცი... ციან....
გესმის, ზვიად?
შენ, მიხეილ?
გესმის, პაოლო?
ტიციან?

იციან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები