ფიქრი მაქვს, ნეტავ სკვინჩა ნიბლიამ, სად შეაფარა თავი ამ ავდრებს? სანამ ნისლები მთა-მთა მიდიან, გათოვებამდე მის ყოფას ვდარდობ. ძვალში გაუჯდა ნოემბერს სუსხი, კერაშიც ცეცხლი ჩააქრეს რაკი, მძიმე ურდული დაჰკიდა ბაბომ და გადაკეტა ბოლო ხის კარი... წინ გამიძეხო ბებერო - პაპამ, თავდაღმართისკენ პირი ჰქნა ხარმაც, ძაღლამა ბოლოჯერ შეჰყება აღმა, გადაიარეს ფეხდაფეხ ხრამი... ჩაიმუხლავენ მალე ქოხები თოვლში და ყმუილს ასტეხენ მგლები, დიდი ხანია დაკემსილ ჩოხებს ნასახლარები აღარ გლოვობენ...
დარდი მაქვს, ნეტავ სკვინჩა ნიბლიამ, სად შეაფარა ამ ავდრებს თავი? სანამ ნისლები მთა-მთა ივლიან მასზე ფიქრი თუ დამაავადებს..