ნინო დარბაისელი
საორე - - - -
ჩვენც გვყავდა ფრთიანი რაშები, ჩვენც გვქონდა ჩვენი თამაშები, გვიყვარდა ქროლა, აღტაცება, მანქანის მინების დაწევა, ცარიელ ტრასაზე ორ ხმაში ყვირილი: - სიცოცხლე კარგი-ა-ააა!
ვისხედით ხანდახან მარტონი, არც ხმა გვივარგოდა, არც ტონი, ვამბობდით: -გზა ყველგან მრუდია და ყველგან დარდს დაუბუდია, ცუდია, სიცოცხლე ცუდია!
რამდენჯერ ვიყავით მგლოვარი! დავკარგეთ, რაც დასაკარგია, ვიპოვეთ სხვა მოსაპოვარი. ერთმანეთს ხმას ვაწვდით ორი და ვამხნევებთ ძახილით შორიდან: -დარდი სულ ზედმეტი ბარგია, შეირგე, თუ რამე გარგია, გეყო, რაც ქედი მოიხარე, იღიმე, იცინე, იხარე! კარგია, სიცოცხლე კარგი-აა-ა!
გული კი შუაზე გვეყოფა... გვეყოფა, დღეისთვის გვეყოფა, ეგ ცრემლი არავის ანახო, ჩემო გულჩვილო და ამაყო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: ერის უდიდესი ნაწილი მსხვერპლის როლშია შესული, განაწყენებულია ყველაზე და ყველაფერზე, ლანძღავს ყველას და ყველაფერს. ყველა დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა, მისი ცხოვრება რომ ასე წარიმართა. მსხვერპლის როლში ყოფნა ზოგჯერ ძალიან მოსახერხებელია და განაწყენებული ყოფნაც სასიამოვნო, აღარაფერი მოგეთხოვება, მხოლოდ საკუთარი თავის შეცოდება. ჯერ კიდევ დოსტოევსკი ამბობდა: Иногда обиженным быть не токмо приятно, но до боли приятно... აი, ახალგაზრდებიც რომ ჩათრეულები არიან ამაში, ეს არის საწყენი. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ჯანსაღი ახალგაზრდობა მეტია.
კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: ერის უდიდესი ნაწილი მსხვერპლის როლშია შესული, განაწყენებულია ყველაზე და ყველაფერზე, ლანძღავს ყველას და ყველაფერს. ყველა დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა, მისი ცხოვრება რომ ასე წარიმართა. მსხვერპლის როლში ყოფნა ზოგჯერ ძალიან მოსახერხებელია და განაწყენებული ყოფნაც სასიამოვნო, აღარაფერი მოგეთხოვება, მხოლოდ საკუთარი თავის შეცოდება. ჯერ კიდევ დოსტოევსკი ამბობდა: Иногда обиженным быть не токмо приятно, но до боли приятно... აი, ახალგაზრდებიც რომ ჩათრეულები არიან ამაში, ეს არის საწყენი. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ჯანსაღი ახალგაზრდობა მეტია.
2. დღეს დაწერილი გეგონება, ისე ეხმაურება ჩვენს ყოფას ამ ბოლო პერიოდში.
მუხტი აქვს და თანაც-არაპათეტიკური.
დღეს დაწერილი გეგონება, ისე ეხმაურება ჩვენს ყოფას ამ ბოლო პერიოდში.
მუხტი აქვს და თანაც-არაპათეტიკური.
1. ეს ლექსი ახალი არ არის, ხუთი წლის წინანდელია, მაგრამ ბოლო დროს საქართველოში გავრცელებული ამ საყოველთაო- სახალხო დეპრესიის ფონზე, მეჩვენება, რომ სხვა ჟღერადობა შეიძინა. ეს ლექსი ახალი არ არის, ხუთი წლის წინანდელია, მაგრამ ბოლო დროს საქართველოში გავრცელებული ამ საყოველთაო- სახალხო დეპრესიის ფონზე, მეჩვენება, რომ სხვა ჟღერადობა შეიძინა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|