ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
31 დეკემბერი, 2019


Emily Dickinson - Remorse — is Memory — awake (744)

ემილი დიკინსონი - სინანულია ახლად ამტყდარი ... (744)

სინანულია ახლად ამტყდარი,
მიძინებული შეგრძნება ცოდვის,
როცა ყოველი შენი ნაქნარი
ხსოვნის კართან და სარკმელთან მოდის,

სულის პირისპირ წარდგება ნამყო,
განათებული ასანთის ღერით -
ხელახლა განჩხრეკს ნაღვაწის ნაყოფს,
რწმენას განივრცობს ცრემლების მღვრელი;

სინანულია უწამლო სენი,
ღმერთიც ვერ კურნავს, დანაბადია
ღმრთისგან - ის არის მისი დამდგენი
და ჯოჯოხეთის თანაფარდია.

31 დეკემბერი, 2019 წ.



Emily Dickinson - Remorse — is Memory — awake (744)

Remorse — is Memory — awake —
Her Parties all astir —
A Presence of Departed Acts —
At window — and at Door —

It’s Past — set down before the Soul
And lighted with a Match —
Perusal — to facilitate —
And help Belief to stretch —

Remorse is cureless — the Disease
Not even God — can heal —
For ’tis His institution — and
The Adequate of Hell —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები