ემილი დიკინსონი - ვითომ ნამდვილად იქნება „დილა“? (101)
ვითომ ნამდვილად იქნება „დილა“? ან „დღის“ მაგვარი არის ცამრგვალში? შემეძლებოდა მთებიდან ხილვა, რომ ვყოფილიყავ მათებრ მაღალი?
ხომ არ ექნება ღერო დუმფარის? შეიმოსება ჩიტის ნაკრტენით? განთქმულ ქვეყნიდან მოვა სტუმარი, მე რომ არა მაქვს ნახულ-ნასმენი?
მავან მეცნიერს, მავან მეზღვაურს, ზეცის მავან ბრძენს შეგთხოვთ მიამბოთ ცნობისმოყვარე ციცქნა მოგზაურს, „დილა“ რომ ჰქვია, მისი მიდამო!
2 იანვარი, 2020 წ.
Emily Dickinson - Will there really be a "Morning"? (101)
Will there really be a "Morning"? Is there such a thing as "Day"? Could I see it from the mountains If I were as tall as they?
Has it feet like Water lilies? Has it feathers like a Bird? Is it brought from famous countries Of which I have never heard?
Oh some Scholar! Oh some Sailor! Oh some Wise Men from the skies! Please to tell a little Pilgrim Where the place called "Morning" lies!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|