ემილი დიკინსონი - გულაღმა გაწვა ღრუბლების გროვა (1172)
გულაღმა გაწვა ღრუბლების გროვა და ჩრდილოეთმა მილალა ხელკვრით, აიძულებდა ქარი ტყეს როკვას, თაგვივით ხტოდა კლაკნილი ელვის;
მეხის გრუხუნი სდევდა სინათლეს, ო, რა კარგია სამარხში წოლა, სადაც ვერ გწვდება ავდრის სიანჩხლე და ვერც ჭურვები მოგგვრიან ძრწოლას.
5 იანვარი, 2020 წ.
შენიშვნა: ემილი დიკინსონის მანუსკრიპტში 2 ვარიანტია: missile და vengeance. იხ.: https://www.edickinson.org/editions/3/image_sets/95808
მე-2 სტროფის მე-2 ვარიანტი vengeance-ის შემთხვევაში:
მეხის გრუხუნი სდევდა სინათლეს, ო, რა კარგია სამარხში წოლა, სადაც ვერ გწვდება ავდრის სიანჩხლე და შურისგებაც ვერ მოგგვრის ძრწოლას.
Emily Dickinson - The Clouds their Backs together laid (1172)
The Clouds their Backs together laid The North begun to push The Forests galloped till they fell The Lightning played like mice
The Thunder crumbled like a stuff How good to be in Tombs Where Nature's Temper cannot reach Nor missile ever comes
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|