ექვს დღეს და ექვს ღამეს იარა პიმემ შეუსვენებლად. ფეხებ შორის ტკივილს თითქმის ვეღარ გრძნობდა, თუმცა ერთელ როდესაც ის ადგილი ექავებოდა, სადაც მოჭრამდე ყვერი ჰქონდა, სისხლის მომძლავრება იგრძნო საფსმელში, შეეშინდა ხელი მაშინვე გაუშვა, ვინაიდან არ უნდოდა ის უცნაური შემთხვევა განმეურებულიყო, გრძნეულთან, ჭრილობის მოწვისას, რომ დაემართა. აი უკვე მეშვიდე დღეც თენდებოდა. მზემ კისერში დააჭირა პიმეს. თუმცა არ გაჩერებულა, გზას აგრძელებდა. ჭურჭელში წყალი თითქმის აღარ ქონდა, ბოლო ულუფამ დახეთქილი ტუჩები ძლივს დაუსველა. ნიკაპზე, აწ უკვე წყლისგან მომბალი, გამაგრებული სისხლი ჩამოუვიდოდა მზეს გზაშივე, რომ არ აეორთქლებინა. დილის მზე და ასე მწველი, ჯერ არ ახსოვს. მზე კისერში აჭერდა პიმეს, მზე კეფაზე აჭერდა პიმეს. შუბლი უხურდა, უკვე აღარ შეეძლო, უკვე ვეღარ იტანდა, მაგრამ არ გაჩერებულა. ალბათ შუადღე იქნებოდა, როდესაც პიმემ ჰორიზონტზე ვიღაც დალანდა. ძლივ მილასლასებდა. ისე იყო საკუთარ ჩრდილსაც კი ვეღარ ამჩნევდა. პიმე ცოფებს ყრიდა, ბოლო ენერგიას ფურთხვასა და ლანძღვაში ხარჯავდა, წყევლიდა ყველას და ყველაფერს.
...... კლოუნი ...... მეგონა შუადღემდე გადავლახავდი გზას და მზე ძალიან არ შემაწუხებდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, გამიმასპინძლდნენ. დედოფალს რა ედარდება, დაჯდება სახლში წყნარად, მშვიდად, მე უნდა ვიხეტიალო ტრიალოებზე. ესა ქენიო, ისა ქენიო, იზამ და მერე ისევ ესაო, ისაო. გასწი ჯორო. ესღა მაკლდა, ვინაა ნეტა, ან რა დაკარგვია სამეფოსკენ, რომ მოდის?! საწყალი, ძლივს მოფართხუნობს. ეჰ, ვკითხავ რა უჭირს. უყურე შენ, თვალი ამარიდა, არადა ძლივს დადის, უზრდელი ეს, ახლა ნახოს...
..... სახეალეწილმა კლოუნმა წყლით სავსე ბოთლი ესროლა პიმეს და ზურგში მოარტყა. ისედაც დასუსტებული მუხლებზე დაეცა, თითქოს ამ დარტყმამ ყველა ძალა გამოაცალა. უკან მიიხედა და კლოუნი უკვე საკმაოდ დაშორებოდა, რაღას იზამდა? ბოთლი გამსკდარიყო და წყალი იღვრებოდა. თავიდან წყლის დანახვამ გააკვირვა, მაგრამ ფიქრის დრო არ ჰქოდნა, დარჩენილი წყალი დაუფიქრებლად მოიყუდა, გამომშრალ ყელში საშინელი წვა იგრძნო, შეკუმშული კანი სისველეზე გაფართოვდა დაუსკდა, ასევე დაემართა შინაგან ორგანოებსაც, პიმეს არ ადარდებდა. წყალი ბოლო წვეთამდე დაცალა. ძალამოცემული ფეხზე წამოდგა და გზა განაგრძო. ცოტა გზა განვლო და დაინახა, როგორ ღელავდა ჰაერი ჰორიზონტის ხაზზე.
პირველი ნაწილის დასასრული..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მასხარა სჯობს კლოუნს. „როგორ ღელავდა ჰაერი ჰორიზონტის ხაზზე“ – ჰო, როცა ლიცლიცებს ჰაერი სიმხურვალისგან
მასხარა სჯობს კლოუნს. „როგორ ღელავდა ჰაერი ჰორიზონტის ხაზზე“ – ჰო, როცა ლიცლიცებს ჰაერი სიმხურვალისგან
2. გამიხარდა რომ წაიკითხე, ვიცი რომ ძალიან გაუმარტავია მარა ამ სინაარსზე დაწერა მინდა კაინხანია და არ მინდა დამეკარგოს სანამ ტექნიკას დავამუღამებ და პერსონაჟებთან ურთიერთობას. მადლობა. გამიხარდა რომ წაიკითხე, ვიცი რომ ძალიან გაუმარტავია მარა ამ სინაარსზე დაწერა მინდა კაინხანია და არ მინდა დამეკარგოს სანამ ტექნიკას დავამუღამებ და პერსონაჟებთან ურთიერთობას. მადლობა.
1. სხვა ნაწილებიც გადავიკითხე :) მესაინტერესობა ,და მეორე ნაწილს ველი !
სხვა ნაწილებიც გადავიკითხე :) მესაინტერესობა ,და მეორე ნაწილს ველი !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|