კარიდან გავალ, მაგრამ ამ კარებს, უშენობა, რომ დაიზეპირა, ვერ ვპატიობ და ვეღარ ვიკარებ, გადამრავლებულს თითქოს ექვს პირად, ექვს სახელურად, და შენ სამოველ... "უსამოესლოდ" ვფიცავ არ ვივლი, სულში კი ღმერთი ისე ამოვა, შენს ბაგეებზე, როგორც ყვავილებს, (ანუ იმ დღეებს, ანუ იმ კარებს,) უშენოდაც რომ მზეზე თბებიან, დააქვთ სურნელი, სხვა რომ იკარებს : უცხო სიტყვები, ხმა და თმებია... და იქ, ღრუბლებში, სადაც კარები, კარგავენ აზრს და ყველა ლოგიკას, გაჩუმდი მაინც, სხვას ნუ იკადრებ : უშენოდაც, რომ კაცი მოგიკლავს...
ა.ჯ. (15.01.2020)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ზედმეტად ბევრი კარი აქვს მგონი ამ პატარა ლექსს:)
ზედმეტად ბევრი კარი აქვს მგონი ამ პატარა ლექსს:)
1. -რატომ ექვსი? -მაშ, რამდენი?
ადრე ვიღაცას ჰქონდა ასე გარითმული : ექვს პირი// შექსპირი -რატომ ექვსი? -მაშ, რამდენი?
ადრე ვიღაცას ჰქონდა ასე გარითმული : ექვს პირი// შექსპირი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|