ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე927
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2020


ლიბერისტანი 2084

ლიბერისტანი 2084

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ისტორია სავსევა ბრძოლებით ადამიანთა დამონებისთვის და მათი თავისუფლებისთვის. მილიონობით ადამიანი ქცეულა ან დაბადებულა მონად. დაუმონებიათ მთლიანი ერებიც. მონათმფლობელი ხალხი და ერები, დამონებულებით მდდირდებდნენ და უზრუნველად ცხოვრობდნენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მონები თუ ერები შეგუებიან კიდევაც მონობას და ბედნიერებიც კი ყოფილან, რადგან ისინი ბედნიერებას თავიანთი მონური სამსახურის კარგად აღსრულებაში ეძებდნენ. ეს კი იმიტომ ხდებოდა რომ დააჯერეს, რომ ისინი ამისითვის იყვნენ გაჩენილები და ეს იყო მათი ბედნიერება. ეს იყო მათი აზროვნების კონტროლი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანს არც კი გაჩენობდა თავისუფლების მოთხოვნა, და შეჩვეოდა მონობას. ამის თვალსაჩინო მაგალითები, რომაელი გლადიატროები იყვნენ. ისინი ბედნიერებას არენებზე ველური ბრბოს გართობით და ადამიანების ხოცვით ღებულობდნენ. ეს იყო მათი ცხოვრება. თუმცაღა რაღათქმა უნდა იყვნენ ისინიც ვინც არ ეგუებიდნენ არც მონობას და არც მათი აზროვნების კონტროლს. ასეთი იყო თრაკიელი გლადიატორი სპარტაკი. ის არ შეეგუა მონობას და არენის ღმერთობას, თავისუფლებაში სიკვდილი არჩია. ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში, მან შეძლო ქალაქ კაპუადან აეყოლია სხვა გლადიატორები და აჯანყება მოაწყო. მათ დაიწყეს მონების გათავისუფლება. მალე აჯანყება მთელს იტალიის ნახევარკუნძულს მოედო და რომის მონთმფლობელური სისტემა დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. რომ არა ტაქტიკური შეცდომები შესაძლოა აჯანყება წარმატებით დასრულებულიყო, თუმცაღა ის დამარცხდა. სპარტაკი და ათიათასობით მონა მოკლეს, ხოლო 6 ათასი მონა კი რომის და კაპუას გზაზე ჯვარზე გააკრეს, სხვა მონების საჩვენებლად რომ მათ აზროვნებაშიც კი აღარ ეფიქრათ თავისუფლებაზე. შემდგომში გავიდა დრო, დაინგრა რომის იმპერია, გავრცელდა ქრისტიანობა რამაც მონონათმფლობელური სისტემა დაამთავრა, თუმცაღა ადამიანები მიდრეკილები არიან სხვების დამონებისთვის და საუკუნეების განმავლობაში მონობა სხვადასხვა სისტემებში ფარული სახით ყველთვის გვევლინებოდა. რენესანსიდან დასავლურმა სამყარომ მიზნად თავისუფლებისათვის და თანასწორობისათვის ბრძოლა დაისახა, თუმცაღა ნებისმიერი ეს უტოპიური მცდელობა ომებით და ხალხის ჟლეტვით მთავრდებოდა ხოლო რეალურად ფარული მონობა ყოველთვის იყო, ხშირ შემთხვევაში ზუსტადაც თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის მებრძოლი გადაქცეულა ყველაზე დიდ მონათმფლობელად. ადამიანები ვერ ხვდებიან რომ ამ სამყაროში სამოთხის და უტოპიის შექმნა შეუძლებელია. ამ დროის განმავლობაში კი რადგანაც პირდაპირი მონობა აღარ არსებობს დიდად დაიხვეწა ადამიანების აზროვნებაზე კონტროლის მიღწევის საშუალებები. ჩვენ ეს ამბავიც ზუსტად ამას შეეხება.
2084 წელი იდგა ლიბერისტანში. ეს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომის შემდგომ შეიქმნა ევროპის კონტინენტზე როგორც თავისუფლების, თანასწორობისა და მშვიდობის ქვეყანა. სახელწოდებაც ორი სიტყვსგან შედგება, ლიბერი ანუ თავისუფლება და სტანი ანუ ქვეყანა აღმოსავლურად, იმის დასადასტურებლად, რომ ყველა თანასწორია და ამ ქვეყნის კარი ყველასთვის ღიაა. და ასეც ხდებოდა, ქვეყანა ყოველწლიურად აუამრავ მიგრანტს ღებულობდა აღმოსავლეთიდან და ისედაც ჭრელ საზოგადოებას უფრო აჭრელებდა. ქვეყანა კულუარებიდან, მილიარდელებისგან, ბანკებისა და ფინანსური ორგანიზაციებისგან იმართებოდა. არჩევნებში მხოლოდ ლიბერალური შეხედულებების პარტიებს და ადამიანებს ქონდათ მონაწილეობის მიღების უფლება, რადგან დანარჩენი იდეოლოგიის წარმომადგენლები, მესამე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებად ითვლებოდნენ და აკრძალული ყოფილიყვნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ბავშვობიდანვე ლიბერალური ინდოქტრინაციით ზრდიდნენ, სკოლებში მათ თანასწორობისა და ტოლერანტობის უტოპიურ იდეებს უნერგავდნენ. უკრძლავდნენ ნებისმიერი სახით აგრესიისა და ძალადობის გამოვლენას, თუნდაც თავდაცვის მიზინით რადგან ამას ომების წინაპირობად აცხადებნენ. ხალხს უნერგავდნენ იმ აზრს რომ ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს უნდა დაეცვა ისინი. ქვეყანა ეკონომიკურად არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცაღა იყვნენ ისინი ვიცნ მუშაობდნენ, ხოლო მცირე ნაწილი ფეხი ფეხზე გადადებული მდიდრდებოდა. რაც შეეხება რელიგიას კლასიკური ქრისტიანული რელიგია აღარ არსებობდა ის ეკუმენიზმს შეეცვალა რაც იმ ხალხისთვის შეიქმნა ვისაც ჭირდებოდ რაღაცის რწმენა, რადგანაც ბევრი ათეისტი იყო. ეკლესიები ძირითადად მუზეომებად იყვნენ გადაკეთებული. სამაგიეროდ ფუნქციონირებდნენ სხვა აღმოსავლური რელიგიების ტაძრები რომლებიც მიგრატნებისთვის იყო განკუთვნილი. აი ასეთ ქვეყანაში გაიზრდნენ ჩვენი ამბის მთავარი გმირები: 26 წლის ლუკა და 25 წლის ანასტასია. მათ ბავშვობიდან ერთმანეთი ძალზედ შეუყვარდათ და იმ დღემდე ერთად იყვნენ მიუხედავად იმ დოქტრინაციისა რაც ჰეტეროსექსუალური ოჯახების წინააღმდეგ მიიღეს, ისინი მაინც აპირებდნენ დაქორწინებას. იმ პერიოდში მთელი ცხოვრება ერთი პარტნიორის ყოლა მეტად დასაცინი იყო, თუმცაღა ალბათ იყო მათ სიყვარულში ის ძალა, რომელმაც მათ მიუხედავად იმისა, რომ დისკომფორტს და ხალხთან სირცხვილს გრძნობდნენ, ამის გამო მათ ეს გადაალახინათ. მაგრამ ალბათ მაინც აკლდა მათ სიყვარულს რაღაც, ის რაღაც რა მარადისობაში გრძელდება, რადგან საბოლოოდ მათ ვერ შეძლეს მათი სიყვარულის დაცვა. ლუკა და ანასტასია ორივე მუშაობდნენ და ფულს აგროვებდნენ მომავალში ოჯახის შესაქმნელად.
ერთ საღამოსაც, ლუკა და ანასტასია ერთერთ ბარში გახლდნენ განსატვირთად და რამოდენიმე ჭიქა ლუდიც დალიეს. მიუხედავად იმისა რომ ალკოჰოლში დამამშვიდებელ საშუალებებს ურევდნენ, რომ ხალხს აგრესია არ გამოეხატათ, ლუკაზე ეს დიდად არ მოქმედებდა. ის მაღალი, ახოვანი და ძლიერი მამაკაცი გახლდათ. ლიბერისტანში პროფესიონალი სპორცმენების, სამართალდამცავებისა და ჯარისკაცების გარდა ყველა სხვა მამაკაცს ფიზიკური ვარჯიში აკრძალული ქონდათ, აგრესიის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ლუკა მაინც ნავარჯიშებს გავდა მისი ბუნებრივი აღნაგობიდან გამომდინარე და თანაც ის ფიზიკურად მუშაობდა, რაც მას ფიზიკურ ძალას მატებდა. ბარიდან გამოსულები სახლებში აპირებდნენ წასვლას. რადგან მათ სხვადასხვა სატრანსპორტო ხაზები უნდოთ სახლებამდე მისასვლელად, ლუკამ ანასტასია ერთი ტრანსპორტის გაჩრებაზე დატოვა ხოლო თვითონ სხვა სატრანსპორტო საშუალებისკენ გასწია ქუჩაზე. 50 მეტრიც არ ქონდა გავლილი რომ უცებ ყვირილი შემოესმა. უკან მოიხედა და დაინახა თუ როგორ მიათრევდა აღმოსავლელი მიგრანტი ანასტასიას უდაბური ადგილისკენ მის გასაუპატიურებლად. ლუკაში, რომელსაც თავის ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ ქონდა ნაჩხუბარი, უცებ ახალმა ინსტიქტმა გაიღვიძა. გაცოფებული ლუკა ელვის სისწრაფით გაექანა მათკენ. მივიდა თუ არა ანასტასია მოძალადეს ხელიდან გამოგლიჯა და ინსტიქტურდ ისე ძლიერად დაარტყა სახეში მუშტი, რომ სულ დაასისხლიანა მოძალადე. ამასობაში პოლიციაც მოვიდა და ლუკა და ანასტასია პოლიციის განყოფილებაში, ხოლო მოძალადე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ ინცინდეტიდან 3 დღეში სასმართლო პროცესი გაიმართა. ჩვენთვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მოძალადესთან ერთად ლუკა და ანასტასიაც ბრალდებულები იყვნენ. სასამართლო პროცესს ასამდე ადამიანი ესწრებოდა, რადგან ეს ლიბერისტანში ძალადობის გამოვლენის იშვიათი შემთხვევა გახლდათ. საიდმლო ოთახიდან კი ორი კაცი ჩუმად აკვირდებოდა პროცესს. ერთი 50 წელს გადაცილებული ისააკი, ხოლო მეორე 20 წლის აარონი გახლდათ. ორივე იმ ელიტარულ ოჯახებს წარმოადგენდნნენ რომელიც საიდუმლოდ მართავდნენ ლიბერისტანს. ყოველი ოჯახიდან ახალ-ახალი ხალხი ერთვებდნენ ამ საიდუმლო ძალაუფლებაში. აარონი მოსწავლე იყო, ასე ვთქვათ სტაჟიორი, რომელიც სწავლობდა ყველაზე მთავარს ხალხის აზროვნების მართვას, ხოლო ისააკი ასე ვთქვათ მისი მასწავლებელი.
- მოემზადე აარონ, დღეს შენ იხილავს თუ როგორ გატყდება ადამიანი და აღიარებს იმ დანაშაულს რაც არ ჩაუდენია, ოღონდ ისე, რომ ის მართლაც დაიჯერებს, რომ დამნაშავეა, - უთხრა ისააკმა სტაჟიორს.
- ეს როგორ? - შეეკითხა აარონმა.
- როგორ და ნახავ, - უპასუხა ისააკმა და განაგრძო. ავიღოთ 10 კაცი და შევიყვანოთ ერთ ოთახში. ვანახოთ თეთრი სურათი. ამ 10 დან 9 ან შეგნებულად ან კიდევ, იმიტომ რომ უკვე დააჯერეს, იტყვის რომ სურათი შავია, ხოლო მეათე განცვიფრდება, მაგრამ მასაში სულელად გამოჩენის შიშით ისიც იტყვის რომ შავია, და ამას თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუმეორებ საბოლოოდ ის დაიჯერებს რომ სურათი შავია. ამაზე უამრავი გვაქვს ნამუშევარი. ბრალდებულებს მთელი ცხოვრება ვაჯერებთ რომ თეთრი სინამდვილეში შავია და დღეს ისინი ამას საბოლოოდ დაიჯერებენ.
- კი მაგრამ რა საჭიროა ამდენი წვალება? ფული და ძალაუფლება ხომ ჩვენს ხელშია და რატომ არ შეიძლება უბრალოდ ვაიძულოთ აკეთონ ის რაც ჩვენ გვინდა? - შეეკითახა მოსწავლე.
-ვაი შენ სულელო, იმიტომაც არის, რომ შენი ასაკის ღლაპაებს არ ვაკარებთ მართველობას. - მიუგო ისააკმა. ნუთუ არ იცი ისტორია, რომ ადამიანების იძულებითი დამონება ყოველთვის აჯანყებით მთავრდებოდა. იმათგან განსხვავებით ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს არჩევნის თავისუფლება აქვს. ადამიანებს ასე საბოლოოდ ვერ დაიმორჩილებ რადგან ის პიროვნულად მაინც თავისუფალია და როცა კი საშუალება მოეცემა ან გაიქცევა ან ჯანყს მოაწყობს. ამიტომ საჭიროა ადამიანი თვითონ ნებაყოფლობით დაგემორჩილოს და იფიქროს რომ სწორს აკებს. ჩვენ ამაზე საუკუნეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჩვენ ურჩ ხალხს, იმედი, რწმენა, სამშობლო, ოჯახი და ყველაფერი ის წავართით რისთვისაც კი ისინი იბრძოლებდნენ. სამივე მსოფლიო ომი ხომ ზუსტად იმიტომ მოვაწყვეთ რომ ეს ნაციონალისტებითვის, კონსერავატორებისთვის და ქრისიტიანებისთვის დაგვებრალებინა. ამით ჩვენ საზოგადოებას ის ხალხი ჩამოვაშორეთ ვისაც მათთვის შეიძლება იმედი მიეცათ. სამაგიეროდ კი ვუთხარით: აი ის რისთვისაც კაცობრიობა მთელი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა: თავისუფლება და თანასწორობა, ჩვენ ამას გაძლევთ, ოღონდ თუ გინდათ რომ მშვიდობა იყოს ზემო აღნიშნული ელემენტებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. სინამდვილეში კი დავაჯერეთ რომ მონობა თავისუფლებაა. მათ მივეცით იმ ბიწიერი სიამოვნების უფლება, რასაც მათ წინა საზოგადოება უკრძლავდა. ჩვენ მათ დავაჯერეთ რომ ჭეშმარიტი თანასწორობა იმააში მდგომარებს რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ხოლო ზოგი უფრო თანასწორი.
- და ამ ყველაფერს როგორ ინარჩუნებთ დღეს? - კვლავ შეეკითხა აარონმა.
- ჩვენ ხომ მათ ასე აღზრდას ბავშვობიდანვე ვიწყებთ. მათ თანასწორობას იერარქიის მიხევით ვასწავლით. იერარქიაში პირველი არიან უმცირსობები, შემდეგ ქალები და ბოლოს კაცები. ჩვენ უმცირესობებს და ქალებს ვაჯერებთ რომ მართლა რამეს წარმოადგენენ. ისინიც ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები ხდებიან, რადგან როგორც სუსტები ჩვენს გარეშე ბუნებრივად დამცრობილები იქნებიან კაცებზე, ხოლო ჩვენ მათ მათზე მაღლა ვაყენებთ. აი კაცები უმცირესობების და ქალებისგან განსხვავებით ადვილად არ იჯერებენ რასაც ვეუბნებით. და რა თქმა უნდა კაცები არიან ჩვენთვის საშიშები, რადგან თუ ისინი სხვანაირად იაზროვნებენ და ძალადობას გამოხატავენ მათ შეიძლება სხვები აიყოლიონ და ჯანყი მოაწყონ. ამიტომ ჩვენ ბავშვობიდანვე ვიწყებთ მათი ფემინიზაციის პროცესს, რომ დამჯერები გახდნენ. საბავშვო ბაღიდან მოყოლებული მათ კატეგორიულად ვუკრძალავთ ნებისმიერი სახით ძალადობის გამოვლენას და ერთადერთ თავდაცვით საშუალებად სახელმწიფოს ვუსახავთ. ჩვენ მათ ვუნერგავთ რომ ნებისმიერი მცირე ძალადობიდან იწყება ის, რამაც მსოფლიო ომები მოიტანა და ნახევარი მსოფლიო გაანადგურა. აცრებით, ვირუსებით და საკვებში გარეული ნივთიერებებით ვახდენთ მათ ჰორმონალურ დისბალანს და ისინი უფრო ფემინურები ხდებიან. მათ ასევე ვურიგებთ ისეთ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს რომელიც მათ ძალადობის გამოხატვის უუნაროს ხდიან. ჩვენ მათ ვარჯიშიც კი ავუკრძალეთ. ამ ყველაფერს მედიის ძალით განვამტკიცებთ, ამიტომაც ავკრძალეთ სოციალური ქსელები საიდანაც ალტერნატიული აზრის გავრცელება იყო შესაძლებელი და და ის მესამე მსოფლიო ომის ერთერთ მიზეზად გამოვაცხადეთ. ეხლა ჩვენ რომ ეს ბრალდებულები დავსაჯოთ, ისე რომ მათ თავი დამნაშავედ არ ცნონ, შეიძლება ამან სხვებში უსამართლობის განცდა დაბადოს დააფიქროს ჩვენს მიერ მიწოდებული ღირებულებების სისწორეში. ასე რომ დღეს აუცილებელია რომ ბრალდებულებმა ბრალი აღიარონ. და რა თქმა უნდა მოხდება ბრალდებულების საბოლოო დამორჩილება და მათთვის იმის დაჯერება რომ შავი თეთრია. მხოლოდ აზროვნების კონტროლით არის შესაძლებელი სრული მონობის მიღწევა. ხოლო მათი აზროვნების კონტროლი კი ძალდატანებით შეუძლებელია, არამედ მიიღწევა მხოლოდ მანიპულაციით, ისე რომ მათ ეს ვერც კი გაიგონ. ეს იქნება ნებაყოფლობითი მონობა და ეს გაგრძელდება სამუდამოდ. ისინი იმუშავებენ და ჩვენ მათი ბატონები ვიქნებით. ისინი ვირტუალურ სამყაროში საცოდავად იცხოვრებენ და ვირტუალურად გაერთობიან, ხოლო ამ ქვეყნის ნამდვილ სიკეეთეებს ჩვენ მივიღებთ. - დაასრულა ისააკმა.
- ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ერთი რამ არ მესმის? იმ მიგრანტმა ხომ ძალადობა გამოხატა და ჩვენთვის საშიში არ არის? - ისევ შეეკითხა პრაქტიკანტმა.
- ამდენს ტყუილად გელაპარაკები შენ იდიოტო? - შესძახა გაცხარებულმა მასწავლებელმა და ისააკს თავში ხელი წამოარტყა. ჯერ ეს ერთი ის უმცირესობის წარმომადგენელია, ასე რომ პრივილეგირებულია. მერე მეორეც ის სულელია და მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ასე რომ სისტემისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მეტი ფიქრი არ შეუძლია. მერე მესამეც ის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იერარქიაში მასზე დაბლა მდგომებთა გასაწრთვნელად და ადვილად დასამორჩილებლად. და ბოლოს, მის შვილს და შვილიშვილს უკვე ჩვენ გავზრდით და ისინი იქნებიან ისეთები როგორც ჩვენ გვინდა. ხოლო ამის შემდეგ მივიღებთ საზოგადოებას, სადაც ყველა ერთნაირად იაზროვნებს და მისი მართვა არანაირი პრობლემა არ იქნება, რადგან მათ მონური აზროვნება ექნებათ ოღონდ კი იფიქრებენ თავისუფლები და თანასწორები ვართო.
ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო პროცესი. ისააკიც და აარონიც შეუდგნენ პროცესის ცქერას. მოსამრთლემ პირველი სიტყვა მბრალმდებელს მისცა და მანაც დაიწყო. პირველ რიგში მან მოყვა ლაპარაკი იმაზე თუ სანამ მოძალადე მიგრანტი, ლიბერისტანში ჩამოვიდოდა, როგორ საშინლად იტანჯებოდა ნაციონალისტების მიერ წამოწყებული მესამე მსოფლიო ომის შედეგად, თითქმის განადგურებულ აღმოსავლეთში და როგორ არ ქონდა მას განთლებაზე წვდომა. შემდეგ მან გააგრძელა იმით თუ როგორ ცუდათ და გარიყულად გრძნობდა იგი თავს ლიბერისტანში, რადგან ის განსხვავებული იყო და იგი ბუნებრივად ძალიან დაჩაგრულად გამოიყვანა. ზუსტად ამას მიაწერა მან მისი ძალადობის ფაქტი და აღნიშნა რომ ის არათუ დასჯის, არამედ ლაპარაკის ღირსიც კი არ იყო. შემდეგ მან დაიწყო ანასტასიას დადანაშაულება იმაში რომ მან წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო. მბრალდებელმა აღნიშნა რომ ამით მან მიგრანტს უდიდესი შეურწყოფა და ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენა, რადგან მან ჩაიდინა დისკრიმინაცია. მან ანასტასიას დასჯა მოითხოვა. შემდეგ კი მან ლუკას პირდაპირი ლანძღვა დაიწყო. ის ამბობდა თუ როგორი მოძალადე, რასისტი, და ნაციონალისტი იყო ლუკა რადგან მან იხმარა ძალადობა რაც აკრძალული იყო. მან ასევე თქვა, რომ ლუკა უნდა დალოდებოდა პოლიციის მოსვლას რომელიც აუცილებლად მალე მოვიდოდა და აღკვეთდა ინცინდენტს. საბოლოო ჯამში მან ლუკას უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. იგივე გაიმეორა მიგრანტის ადვოკატმა. აქ უკვე დაიწყო ლუკა და ანასტასაში დანაშაულის გრძნობის გაღვიძება და მათი გატეხა. შემდგომ სიტყვა გადასცეს დარბაზში მჯდომ საზოგადოებას. იქ მყოფმა ხალხმა ყველამ ბრლამდებელის ნარატივი გააგრძელეს და გმეს ლუკას და ანასტაისას საქციელი. ლუკა ნამდვილ მონსტრად გამოიყვანეს. რაც შეეხება ანასტასიას და ლუკას ადვოკატებს, მათაც აღნიშნეს, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ, თუმცა მათ თხოვეს მოსამართლეს გაეთვალისწინებინათ ის ფაქტი, რომ ბრალდებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. აქ ლუკა უკვე შინაგანად თითქმის გამტყდარი იყო თუმცა რაღაც მაინც არ ასვენებდა და აფიქრებინებდა რომ დარბაზში ყველაფერი ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო. თუმცა ლუკა საბოლოოდ გატყდა, რაც ანასტასიას აღიარებით ჩვენება მოისმინა.
- მე ვიანნიებ ჩემს საქციელს და ბოდიშს ვუხდი მიგრაანტს ჩემს მიერ გაამოჩენილი დისცრიმინაციისთვის. ამისთვის მე ნამდვილად ვიმსახურებ სასჯელს და გთხოვთ ბატონო მოსამართლევ რომ დამსაჯოთ კანონის სრული სიმკაცრით, - დაამთავრა ანასტასიამ და აცრემლდა.
ანასტასიას ამ აღიარებას დარბაზში ოვაციები მოყვა. ეხლა კი ლუკა უკვე დარწმუნებული იყო ის დამნაშავე იყო. ის წამოდგა სიტყვა მოითხოვა და მანაც აღიარა დანაშაული და მანაც ასევე უმკაცრესი დასჯა ითხოვა. მოსამართლემ მიგრანტი გაამართლა, ანასტასიას ერთწლიანი იძულებით საზოგადოებისთვის სასრგებლო საქმეების აღსრულება დაავალა და იმ მიგრანტთა ცენტრში განამწესა დამლაგებლად, სადაც მოძალადე მიგრანტი ცხოვრობდა, ხოლო ლუკას სამ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ დღიდან მოყოლებული ლუკა და ანასტასია დაშორდნენ ერთმანეთს რადგან საზოგადოების თვალში მორალური უფლება აღარ ქონდათ რომ ერთად ყოფილიყვნენ. ანასტასია იმ მიგრანტის ხასად შეიქმნა, საზოგადოების თვალში მისი დანაშაულის გამოსასყიდად. ლუკა კი საბოლოოდ დარწმუნდა რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია.
ყინავდა ლიბერისტანის დედაქალაქში. ზამთრის სუსხიანი დღე იდგა. 5 წელი გასულიყო იმ ინცდენტის შემდგომ. ლუკა საპყრობილიდან გამოსულიყო, თუმცაღა ანასტასიას ნახვა თავშიც არ გაუვლია. ხოლო ამ დღეს ერთერთ ქუჩაზე მომავალი ლუკა და ანასტასია ერთმანეთს შეეჩეხნენ. რამოდენიმე წამით ერთმანეთს ჩუმად უყურებდნენ. თითქოსდა ერთი წამით სიყვარული ისევ გაღვივდა მათ გულებში. თუმცა ამ დროს ორივეს თავიანთი დანაშაული გაახსენდათ, ჩაქინდრეს თავები და ერთმანეთს უსიტყვოდ დაშორდნენ. მათი დაზომბებული ტვინების გამო ვერ გაღვივდა ის გრძობა რომელიც მარადიული უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს მარტო დაზომბებული ტვინის ბრალი არ იყო რადგან მათ სიყვარულს რაღაც აკლდა იმისთვის, რომ ის მარადიული ყოფილიყო. უფრო სწორედ აკლდა ის ვინც არის რომელიც არის.

თორნიკე ბედიანაშვილი

P.S: ეს მოთხრობა ინსპირირებულია ჯორჯ ორუელის "1984" და "ცხოველების ფერმა" - სგან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები