 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2020 |
გზაზე სწრაფად გადარბენა, სიცოცხლის გარანტი არ არის, მაგრამ ხომ შეიძლება, ზაფხულში, გახურებულ ასფალტზე მუხლები პირდაპირ მოძრავი მანქანის წინ გადაიყვლიფო, ან მუხლები და იდაყვები ერთად?! ხომ შეიძლება, ცარიელ ქუჩაზე, შიშმა სწრაფად გადარბენაც გაიძულოს და შენც ბორძიკის გარეშე გადალახო მოლურჯო ასფალტი ან მაინც წაიქცე, მაგრამ უშიშრად, რადგან გზა ამჯერად ცარიელია?! მაგრამ არა, მე მუხლების და იდაყვების გადამყვლეფავი აქოშინებული მანქანის წინ დაცემული ანგელოზი ვარ, რომლის ფრთებიც მტვრევას გადაურჩა, რადგან არ ჰქონდა. როცა ცურვა არ ვიცოდი და არც ძალა მყოფნიდა მკლავის გასაშლელად, არც გამბედაობა მშვიდი სუნთქვისთვის, მდინარეს ორ ნაწილად ვყოფდი, ნაპირი, სადაც ამღვრეულ, თავკომბალებით სავსე წყალს პეშვით ვიღებდი და უხალისოდ ვაბრუნებდი უკან და გაღმა მხარე, სადაც ისინი მიცურავდნენ, ვინც მშვიდი სუნთქვა და მკლავის გაშლა ერთდროულად შეძლო. ეს მწვანე დინება, წყალთან შედარებით უფრო მეტია, გზაა, რომელზეც მშვიდად ვერცერთხელ გადავედი, მდინარეა, რომლის სიღრმეც საკმარისი არ აღმოჩნდა და მუხლები აქაც დავილურჯე. საკმარისი ძალა, არც მიწაზე აღმომაჩნდა და არც წყალში, რომ თავისუფლად მემოგზაურა. ფრთების გარეშე, არ უნდა გამოვეშვი... ყველგან დავეცი, ყველგან მოვახერხე ძვლები მეღრძო და სახსრები მომეხარა, მაგრამ ფრთები, ჯერაც არ დამიკარგავს მე მათ აუცილებლად ვიპოვი და როცა გზაზე გადავფრინდები, აღარც მდინარის შემეშინდება, რომ შავ ზღვამდე წამიყოლებს და ხობის ნაპირთან გამომრიყავს, აღარც ცივი ნაკადი გამიყინავს ძვლებს, რადგან წყალს, თავზე გადავევლები, მიწაზე ფეხსაც არ დავადგამ, ისე დავტოვებ კვალს, ბოლომდე გავშლი ფრთებს და ერთი ნაპირიდან აყრილ მტვერს მეორე ნაპირზე დავანარცხებ. გზაზე გადასვლის შიშიც თან გაყვება მდინარეს და ორივე შავი ზღვის ხმაურიან ნაპირზე გამოირიყება. ერთ მათგანს მაინც დავამარცხებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არა, არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ყველაზე ფართო კალაპოტი ხობში აქვს ამ მდინარეს და მისი გავლით ჩაედინება შავ ზღვაში. არა, არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ყველაზე ფართო კალაპოტი ხობში აქვს ამ მდინარეს და მისი გავლით ჩაედინება შავ ზღვაში.
5. დალურჯებულ-გადაყვლეფილი მუხლების სერიიდან ;)
მომეწონა დაცემული ანგელოზის გადაფრენის ეს ამბავი.
ხობში ზღვაა ? :)
დალურჯებულ-გადაყვლეფილი მუხლების სერიიდან ;)
მომეწონა დაცემული ანგელოზის გადაფრენის ეს ამბავი.
ხობში ზღვაა ? :)
3. აუცილებლად გასასვლელია მთავარ გვერდზე. უმნიშვნელო შენიშვნები თქმასაც არ მიღირს. ფრიადი ანუ +5 აუცილებლად გასასვლელია მთავარ გვერდზე. უმნიშვნელო შენიშვნები თქმასაც არ მიღირს. ფრიადი ანუ +5
2. გამარჯობა შენი, :)))) აქეთ ასფალტზე გადაყვლეფაც გიწერიათ, ცოტა შემრცხვა, არადა მართლა არ მქონდა წაკითხული ეს, იმ ლექსზე კომენტარის დაწერისას :))) გამარჯობა შენი, :)))) აქეთ ასფალტზე გადაყვლეფაც გიწერიათ, ცოტა შემრცხვა, არადა მართლა არ მქონდა წაკითხული ეს, იმ ლექსზე კომენტარის დაწერისას :)))
1. მომწონს ეს ავტორი!
++ მომწონს ეს ავტორი!
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|