ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2020


ამბავი მუჭის

ნინო დარბაისელი

ამბავი მუჭის
- - - - 

ის  ჩემთვის თურმე ერთი მუჭა სინათლე იყო.
მუჭას გავშლიდი და
დღის ნათელში მეკარგებოდა,
მაგრამ მომუჭულს თუკი ბნელში  გავშლიდი ხოლმე,
დედამიწიდან  ზეცის კიდემდე მთელი წყვდიადი მინათდებოდა.

წავიდა ის და
მე  - ერთი მუჭა სიბნელე დამრჩა,
წყვდიადში გავშლი  - ბნელში ბნელისა - რა გამოჩნდება!
სინათლეში კი -
ბნელი  უკვალოდ დაიკარგება.

ესეც  - ამბავი ცოდო-მადლის,
ესეც- წასულის,
ესეც-  პასუხი სიკვდილ-სიცოცხლის უპასუხო გამოცანისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები