წერილი აიღე, გიწერენ გიჟები. შესცივდათ შენც ხედავ, ყინულის ლოდებსაც.
დაჯექი მთვარესთან, იქ, მეც მოგიჯდები. მინდოდა, სული რომ გულივით მომეცა.
გაჩერდი, იფიქრე სარკის წინ ამაზე, თითქოს მე მოლოდინს ვაჭარბებ ისე ვარ, არა და ვერაფრით ვეღარ ვწერ დრამაზე, მე ისევ ვზივარ და სისხლ-ძარღვებს ვისერავ,
გიჟების ხმის ტემბრზე დავუკრავ როიალს, ჩურჩულით ავყვები მომდევნო სიმღერას, ნელ-ნელა დაიწყებს ეს ზეცაც გორიალს.
გიყვარდეს !!
ქარიც კი, ამ ხმაზე უბერავს.
სიკვდილ თუ, სიცოცხლის კიდეზე ვკიდივარ,
კიდია სიცოცხლე ჩემში და ბარბაცებს,
შენი არსებობით, გიჟივით მშვიდივარ.
წესები გიჟების ჯინაზე, გამკაცრდა !
აღარსად მივდივარ,
მივდივარ აღარსად...
ქუჩები, თვალები, ლექსები, ხეები,
ბავშვები, ბუშტები,
მზეს, მთვარე გადაცდა.
ფრთებივით ვიშლები, როდესაც გიყურებ.
დუმილი, მაგარი კაცივით დაფასდა,
ღამეო, ღამეულ ნაფიქრალს გისურვებ,
ვაი თუ, ეს ჩვენი ოცნება დაკაცდა.
მზე ისევ ჩურჩულებს. შენ ამოისუნთქე !
ხატავენ პორტრეტებს - ვინ არ აღწერილი.
აიღე წერილი, გადარჩი, გადარჩი.
თვალს ვახელ,
თვალებში სევდაჩარჩენილი...
სხივივით ანათებ !
რისთვის გაჩენილხარ?
და მაინც, სევდისფერ მომკვდავევს ერიდე.
ეს რიდი ამართლებს.
რისი ჩამდენი ხარ?
შემინდე, შემინდე, ანათებ ! ანათებ!
აიღე წერილი და ჩუმად იყავი...
განაგრძე, განაგრძე. სიჩუმე. განაგრძე.
ფანჯრები გააღე.
გააღე ღიმილი.
სიშიშვლეს გახადე დრო,
და სადღაც მიწურულს , დგას სადღაც ყვირილი,
არსებობს, უბრალოდ ბრბო,
და როგორ ვნატრობდი, ამინდებს წვიმიანს, და როგორ, უტიფრად თოვს,
ჩემს ქალაქს, შენს ქალაქს, სურვილებს, იდეას,
ეს ჩემი რითმები გრძნობს,
მე თოლიების სიმაღლებიდან გადმოვარდნილი ღრუბელი მგავს.
და ზღვასაც, მთასაც, შენი ხმის ტემბრსაც,
შენს დატოვებულ კვალს,
კვლავ, სულის ძახილს თუ მოისმენ და
კვლავ თუ გაჰყვები ქარს,
ნიავი ნავში ჩაგორდება და ვნებას დაუწყებს, კვლას,
კვალს, მერე ვნება თუ კი დატოვებს, კოცნა თუ დედას უტირებს დარდს,
შენი კანიდან თუ სიმარტოვე გამოგვიფხიზლდა იებს და ვარდს,
და ვარდნა მერე უნდა აგორდეს, ჭორებად, ფოთლებად, ღრუბლებად, ცად,
შენში თუ ღმერთი აღარ მახსოვს და ჩემში თუ ფერი უფერულს ჰგავს,
მოვალ და ყურში ჩაგიჩურჩულებ, რომ აზრი არა ჰქონია რას ...?
ს.შკადარევიჩი 2020.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|