 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 13 თებერვალი, 2009 |
ვახტანგ ჯავახაძის პოეზიაში ეროტიკას ნატიფი , თამაშური ხასიათი აქვს: მახვილგონიერება , გამოხატული რითმითა და ბგერწერული კომბინაციებით , გამოკვეთილი ,განსხვავებული რიტმული მდინარება, ოდნავი ირონია და თვითირონია ,რომლის მიღმიდანაც გამოსჭვივის მსუბუქი ლირიზმი...აი ძირითადი ნიშნები,რომელიც ამ ლექსებს გამოარჩევს.
პირველ მათგანში მკითხველი უთუოდ შეიცნობს მელოდიკასა და ინტონაციას პოპულარული სიმღერისა საგიტარო რეპერტუარიდან :''კამელია,კამელია, გული ტანჯვით გამელია''/სამწუხაროდ ,ტექსტი ზუსტად არ მახსოვს/.
X X X
გამიგონე, მეტი აღარ შემიძლია ,ლამარია, რაც შენ თვალი მოგატანე, სათვალავი ამერია. გულისპირი შეიკარი, თორემ გული წამივიდა, უბეში რომ მწყრები გყვანან, გაუფრთხილდი თავივითა! საღამოს კი, არყიანში, სადაც სამი სამარეა, თუ ღმერთი გწამს, დიდხანს ნუღარ მალოდინებ, ლამარია!
1957
X X X
ისეთი დიდი სიჩუმე არის, მე მეშინია - არ დავიკარგო... ისეთი წყნარი სიჩუმე არის, მესმის - ბალახი როგორ იზრდება... არის სიჩუმე და სიჩუმეში შენი ტანივით მეძახის ვიღაც.
1958
X X X
დედა უეცრად სხვაგან წავიდა, ოჯახში საქმე დაგროვდა ბევრი, არავინ არი - სკამს და მაგიდას რომ გადასწმინდოს სამი დღის მტვერი. ზოგჯერ მეზობლის ლამაზი ლედი შემოვა, სიტყვას არ იტყვის ზედმეტს, მე ვესალმები მეზობელს კეთილს, როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ ჯენტლმენს. ხანდახან ხარბი თვალი გამირბის - ქალის მდიდარი სხეულიღ სავსე, დაფეთებული მზერა ღარიბი აწყდება კედლებს, აწყდება ვაზებს... მაგრამ საეჭვო შუქით აღსავსე სარკეებიდან მაფრთხილებს დედა, რომელიც მკაცრი თვალით აფასებს ჩემი ცხოვრების ყოველგვარ დეტალს, და მე სიტყვას და ადგილს დავეძებ, და მხოლოდ ადგილს ვპოულობ შემდეგ, შემდეგ გავდივარ სუფთა ჰაერზე, როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ ჯენტლმენს.
1960
X X X
ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ მშვენიერი დები, სხვა ქუჩაზე კი არა,ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ახლა აღარ ვხვდები... მაგრამ ახლა ვხვდები, რასაც მაშინ ვერ ვხვდებოდი ბოლომდე: ბევრის ნება, ბევრის ვნება დარჩა დაუფარავი, ბევრი დათვრა შემოდგომის ნებითა და ვნებით, ჩვენს ქუჩაზე ალვები არ დაურგავს არავის; ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ მშვენიერი დები.
1969
X X X
აი დები: და და და! ვიღაც ოხრავს: -ტა-ტა-ტა!- და მიჰყვება თანდათან ფეხდაფეხ და თანდათან.
1979
X X X
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი, ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი. ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან. იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა. გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან, მაგრამ კი არ თამაშობდა, მამას თვალს ვერ აშორებდა. მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების, ვიღაც უცნობ მანდილოსანს შეჰყურებდა მორიდებით. ის უცნობი ძაღლს უმზერდა, /ძაღლი იდგა კოპიტებთან/, ძაღლი - გოგოს, გოგო - მამას, მამა - უცნობს შეჰყურებდა. ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი, ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი.
1970
X X X
კარგად არ მახსოვს,არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, - ნმარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო; ვისხედით ჩამქრალ კოცონთან თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი; რომელი ათასწლეული გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვე თუ სხეული, შინაური თუ გარეშე; ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი - ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი...
1975
--------------------
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნეკერა ძვირფასო! თქვენ მეკითხებით: ''არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი მოსვენებას
ესეც ვახტანგისაა მგონი, არა?''
გიპასუხებთ:ყოველ მასალას,რომელსაც აქ და სხვაგან ვათავსებ,პატარა ანოტაცია ახლავს,სადაც ვცდილობ ,ავხსნა,ეროტიკის გამოსახვისას რა თავისებურებებსა ავლენს ესა თიუ ის ავტორი. ამჟამად აღვნიშნე,რომ ვახრანგ ჯავახაძის პოეზიას ამ მხრივ გამოარჩევს :''ოდნავი ირონია და თვითირონია ,რომლის მიღმიდანაც გამოსჭვივის მსუბუქი ლირიზმი...'' თქვენი მოყვანილი მაგალითი კი სრულიად განსხვავებული, მკვეთრად ირონიულ-პაროდიულია, ამ სტილში ყველაზე ინტენსიურად ერთი მისივე თანამედროვე და მეგობარი მუშაობდა და მუშაობს. ჩემთვის ზუსტად ცნობილი არ არის მაგ ლექსის ავტორი,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ვინმეს რომ დავენაძლევო,მისი ავტორი ტარიელ ჭანტურიაა-მეთქი,მოვიგებ. ხომ არ გინდათ,სცადოთ? ნეკერა ძვირფასო! თქვენ მეკითხებით: ``არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი მოსვენებას
ესეც ვახტანგისაა მგონი, არა?``
გიპასუხებთ:ყოველ მასალას,რომელსაც აქ და სხვაგან ვათავსებ,პატარა ანოტაცია ახლავს,სადაც ვცდილობ ,ავხსნა,ეროტიკის გამოსახვისას რა თავისებურებებსა ავლენს ესა თიუ ის ავტორი. ამჟამად აღვნიშნე,რომ ვახრანგ ჯავახაძის პოეზიას ამ მხრივ გამოარჩევს :``ოდნავი ირონია და თვითირონია ,რომლის მიღმიდანაც გამოსჭვივის მსუბუქი ლირიზმი...`` თქვენი მოყვანილი მაგალითი კი სრულიად განსხვავებული, მკვეთრად ირონიულ-პაროდიულია, ამ სტილში ყველაზე ინტენსიურად ერთი მისივე თანამედროვე და მეგობარი მუშაობდა და მუშაობს. ჩემთვის ზუსტად ცნობილი არ არის მაგ ლექსის ავტორი,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ვინმეს რომ დავენაძლევო,მისი ავტორი ტარიელ ჭანტურიაა-მეთქი,მოვიგებ. ხომ არ გინდათ,სცადოთ?
3. არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი მოსვენებას
ესეც ვახტანგისაა მგონი, არა? არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი მოსვენებას
ესეც ვახტანგისაა მგონი, არა?
2. ვახტანგი პოეტია! ვახტანგი პოეტია!
1. კარუსელზე მაგრად გავერთე :) კარუსელზე მაგრად გავერთე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|