ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: საბავშვო
5 თებერვალი, 2020


პატარა ხელოსანი

ხელოსანი გამოვალო,
გადაწყვიტა ჩვენმა თომამ,
შევაკეთებ სკამს და თაროს,
სულ არ მეზარება შრომა.

მეც მექნება ბაბუსავით
სათვალე და სახატავი,
ხატვა უკვე მეხერხება,
გეგონათ ვერ დავხატავდი?

აი უკვე გავიზარდე,
მოვერევი მალე ჩაქუჩს,
რატომ ბრაზობთ მაშინ როცა,
ჩუმად ეღიმება ბაბუს?









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს