ანა ახმატოვა - გუგულს ვკითხე ბედისწერით...
გუგულს ვკითხე ბედისწერით დარჩენილი წელთა რიცხვი... მოიხარა ფიჭვის წვერი და დაეცა ბალახს სხივი.
დუმს გუგული; საფიქრალით გათანგული, გათიშული შინ ვბრუნდები და პირქარით მიგრილდება ცხელი შუბლი.
7 თებერვალი, წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის ხს. დღე, 2020 წ.
Анна Ахматова - Я спросила у кукушки...
Я спросила у кукушки, Сколько лет я проживу... Сосен дрогнули верхушки. Желтый луч упал в траву.
Но ни звука в чаще свежей... Я иду домой, И прохладный ветер нежит Лоб горячий мой.
1919 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|