ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2020


განაჩენი

⛓️⛓️⛓️⛓️⛓️

განაჩენი

გუშინ გაწვიმდა,
იმის წინათ და უფრო ადრე,
ხვალაც იწვიმებს ალბათ ავად ცივი ღრუბელი.
ჩვენ გავცოცხლდებით, ვინასკვებით სივრცის ფრთებიდან.
გამოვდღევდებით კაცუნები ყვავის ბახალის.
თვალებს აგვიხელს მარტოობა, მხოლოდ ტკივილი,
უნდობის შხამი თავის დროზე დუმილს გამოწვავს.
გარდავიცვლებით, ჯერ ცოცხლები, უკვე ყოველდღე,
საკუთარ მდოგვში, გვიხარია, თვითონ ვიწობით.
გამოვიშხამეთ, მოვიქნიეთ გველის სახსარი,
ყველა დავგესლეთ გარეშემო გიჟურ ხარხარით.
გამოვიტანეთ განაჩენი უკურმართობის
და შევიჩვიეთ სურვილებით სულის დატანჯვა.
ნაყოფს მოვიმკით- შემოდგომით დავითესებით,
უმანკოება ტალახითაც დაბინძურდება.

22 მაისი, 2017.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები